Tag Archives: ცრემლი

ხუთშაბათის ჩანაწერები

DSCN5850

  • ზამთრის დილას გახევებული რომ მიდიხარ ქუჩაში და უცბად კისერში კონდიციონერიდან გადმოსული ცივი ცყალი რომ ჩაგეწვეთება…
  • ცრემლი აალებადი უნდა იყოს. უფრო მეტი ეფექტი და გამართლება ექნებოდა მის არსებობას.
  • სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელს არაფერში ვეთანხმებოდი, მაგრამ, მგონი, ერთადერთი სიმართლე მითხრა: ჟონგლიორი ხარო.
  • საინტერესო რამაა ბოლო ხმაზე აწეული ყურსასმენებით “ლიგამუსში” შესვლა. სმენა მთლიანად მუსიკით პარალიზებული რომ გაქვს და მის დაკომპენსირებას ფართოდ გახელილი თვალებით რომ ცდილობ. ნეტა, ასე იყო ბეთჰოვენიც, რომელსაც ბოლო ხმაზე აწეული სიყრუე ესმოდა? ერთ თავისქალაში სიყრუის აუტანელი სიმუნჯეც რომ გესმის და მე-9 სიმფონიის ყოვლისმომცველობაც. ნეტა, უსინათლო მხატვრები როგორ ნახატებს დახატავდნენ?