Tag Archives: ცა

რატომ უნდა დაალაიქოთ

მას შემდეგ, რაც ხელში ფუნჯი ავიღე, ყოველთვის მეშინოდა ხატვის. არასდროს ისე შებოჭილი არ ვარ, როგორც ფუნჯით ხატვის დროს, რადგან მინახავს ათასობით შედევრი, რომელიც შექმნილა ფუნჯით. მინახავს მხატვრები, ხელის რამდენიმე ოსტატური მოსმით უკვე დასრულებულ ნახატს რომ ქმნიდნენ… და, ყოველივე ამის შემდეგ, მე უნდა გამებედა და დამეხატა? რა ვქნა, ძალიან მინდოდა და დავხატე. ახლა იმას მაინც აგიხსნით, რატომ ღირს ჩემი ნახატის დალაიქება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ემთხვევა ჩემი “თავის მართლება” ჩემსავე ქმნილს.

Continue reading

ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია

ამ დღის შესახებ იმ დროიდან ვიცოდი, რაც 2010 წლის კალენდარი ვიყიდე. სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთებამდე აღარც მახსოვდა. თავში უცებ დამკრა, როგორც ხდება ხოლმე, და წავედი. ნაწარმოებს ტრადიციულად “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია” ერქვა.

მივედი დანიშნულების ადგილას – მარტო ვარ. არადა, სწორად მივედი. არადა დასწრება თავისუფალია. მაშინ, სად არის ხალხი? სად არის ბრბო, რომელიც ხელიდან არ უშვებს შანსს, მუსიკის ნებისმიერ შენელებულ ადგილას ტაში დასცხოს? ისევ მარტო ვზივარ წვიმისაგან შეხორკლილ შიფერიან სახლის სახურავზე.

მივიხედ-მოვიხედე, სულიერის ჭაჭანება არაა. მხოლოდ აღმოსავლეთიდან მობერილი თბილი სული დასრიალებს ჩემს ტანსაცმელში. ჯანდაბას ყველა! ყველანი დანევროზებულები არიან. თუ არც უნდათ, იყვნენ ოფლიან სახლებში თვალის სითხის ამოშრობამდე მიაშტერდნენ მონიტორებს! ჩვენ კი საქმეს მივხედოთ.

როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ ჩემი სამეზობლოს ყველაზე მაღალ წერტილზე მჯდომიც კი მარტო ვარ. მეზობლები მიეჩვივნენ ჩემს სახურავზე ბოდიალს.

დირიჟორი დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გაჩნდა. სავარაუდოდ სრულიად ცარიელი დარბაზი (რადგან ჩემი გადმოსახედიდან არავინ ჩანდა) არ შეიმჩნია და, ეტიკეტისამებრ, ხელით ანიშნა ორკესტრსა და გუნდს, ფეხზე ამდგარიყო.

დაიწყო “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია”.

Continue reading

სამყარო ჩემი სახლის სახურავიდან

Surati-3196

ვინაიდან და რადგანაც რამდენიმე დღეში თბილისს ვუბრუნდები, გადავწყვიტე, არ დამერღვია ჩვეული რიტუალი და კიდევ ერთხელ ავძვერი სახლის სახურავზე. ასე ვიქცევი ყოველთვის, როცა

 

  • მარტო ყოფნა მსურს
  • ჩამავალი მზის ყურება მენატრება
  • თავისუფლების შეგრძნება მინდა
  • ანდრეა ბოჩელის ხმით ტკბობა მსურს
  • ქალაქს დიდი ხნით ვტოვებ

    ყოველი შებინდებისას, უფრო სწორედ კი, როცა დასაძინებლად წასული მზე გულიანად დაამთქნარებს და გაწითლდება, ცაზე ულამაზესი პანორამა იშლება. ზამთრის ღრუბლიან ამინდშიც კი  შეიძლება, საინტერესო სანახაობას მოჰკრა თვალი. რამდენჯერმე, თებერვლის არდადეგებზე ქუთაისში დაბრუნებულს, თოვლიანი სახურავისათვის კიბე მიმდგამს ცივ ცაზე ლურჯი მელნის ლაქებად მიმოფანტული ღრუბლების სანახავად. სუსხიანი სილამაზე…. Continue reading