Tag Archives: ჩხუბი

ქართული ფეისბუკის ღილაკები

fuck-you

ათიოდ წლის წინ უბანში ბიჭები თუ ძერზკობით იწონებდნენ თავს და კიდევ უფრო ადრე – უბნის ყოჩობით, დღეს ეს პრეროგატივა ფეისბუკზე დატროლვის ან დედისტრ**ის დამხობამ შეცვალა.

ვისაც არ ეზარება, ყველა ერთმანეთსაა ჩაფრენილი და პოლიტიკური შინაარსის პოსტის გაელვებისთანავე იხუვლებს ხოლმე დედისარდამნდობი კომენტარების არმია.

მოვლენათა განვითარება:

  • საკბილო არგუმენტზე არგუმენტითვე ქილიკი
  • ცინიზმი
  • იდიოტური ლინკის ჩაგდება
  • არგუმენტები ილევა
  • დამხმარე ძალის გამოძახება
  • პირველი “შე ყლეო!”
  • პირველი “შენი დედამოვტყან!”
  • ახლობელი ნათესავების ცუდ კონტექსტში მოხსენიება
  • კუჭ-ნაწლავ-ღვიძლ-ხორხის წაბილწვა ათასგვარი გაუგონარი გზით…
  • საუკეთესო შემთხვევაში – “Block this person”

ასე რომ, დიერ მარკ ცუკერბერგ, მოგმართავ თხოვნით: ჩააყენე ქართულ ფეისბუკებში შემდეგი ღილაკები.
გოგოებისთვის:

  • თმებით თრევა
  • მობილურის გატეხვა
  • სახის დაკაწრვა
  • ძერზკი გინება (ვაკური აქცენტით)
  • “იძიოტკა!”
  • ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩარტყმა

ბიჭებისთვის:

  • დედის გინება (მინიმუმ სამი საფეხურის)
  • სახეში ხელის გარტყმა
  • დაპადიეზდება
  • წიხლქვეშ გაგდება
  • წაქცეულის ცემა
  • “კაი, რა მოგვდის, ბოზიშ-ვიყო!”
  • “ქართველები არა ვართ, მაგისდედამოვ..?”

და საერთო:

  • “ჯოჯოხეთში დაიწვებით ყველანი!”

გმადლობთ :)

საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

 

თსუ-ს წითელი დიპლომი, რომლის დასამზადებლად წელიწადი ყოფილა საჭირო

ბოლო დღეებში თსუ-ში მომხდარი ამბების შემდეგ გადავწყვიტე, კეისრის დაფნის გვირგვინი გვერდით გადამედო და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე სიტყვა მეც მეთქვა არსებულ პრობლემებზე:

 

  • თსუ, უკვე მერამდენე წელია, ძველი დიდების ინერციით მიექანება. იქ მომუშავე პერსონალის (ჩემ მიერ გამოკითხულ) ნაწილს კვლავ სჯერა, რომ თსუ მაინც პირველია და მისი სახელი, ყველაფრის მიუხედავად, მუდამ ასეთად დარჩება. როცა ილია უნივერსიტეტს აშენებდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, “სულ ძილი, ძილი” მასსაც თუ შეეხებოდა. Continue reading