Tag Archives: ჩვენი პლანეტა

ნოდარ, მაპატიე, მაგრამ დედამიწა უფრო მნიშვნელოვანია

ვცდილობ, ყველა მოვლენას გლობალური მასშტაბით შევხედო, რათა უკეთ დავინახო ამა თუ იმ ფაქტის მნიშვნელობა. შედეგად, ჩემთვის ნოდარ მელაძის იდიოტობებს ნაკლები წონა აქვს, ვიდრე მსოფლიოს განადგურების პირას მყოფ უნიკალურ ტყეებს, რომელთა გარეშეც ვერც თქვენ, ვერც მე, ვერც ის ვითომ სატანისტები და ვერც ყველაზე ცხელი ტოქ-შოუს ავტორი ვერ ვიარსებებთ. დღეს 22 აპრილია და იგი დედამიწის დღეა. Continue reading

მეწყერი ვჭამოთ?

ტიციანს ეს რომ ენახა, არამგონია, ლექსი მეწყერისთვის შეედარებინა. თუმცა ამას დედაბუნების ხასიათზე ნამდვილად არ უმოქმედია და მეწყერი კვლავინდებურად ხდება. ესაა, რომ მას უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. მაინც რა იწვევს მეწყერს?

Continue reading

ხ. ე.

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენი დღე და ღამე, ამვლელ-ჩამვლელი, მზე თუ სტიქიური უბედურება უნახავს თუნდაც იმ ხეს, ჩვენი ფანჯრიდან რომ მოჩანს? ეს მაშინ, როცა ჩვენ მივდი-მოვდივართ, ვჭამთ, გვძინავს ან ფეისბუკში ვართ. ამ დროს ქუჩაში, ქალაქში, სოფელში, მთაში, ან, სულაც, დედამიწაზე “ვიღაცები” უბრალოდ არიან და ყველაფერს აკვირდებიან, აბსოლუტურად ყველაფერს. და, რაც მთავარია, იმახსოვრებენ…

Continue reading

სახიფათო ცილკონი თუ უბედური პანგოლინები?

პანგოლინი რომ გაგახსენდება ადამიანს ამ კარსმომდგარი ციკლონის დროს. გაიხედავ დასავლეთით და გეგმაზომიერ მოყაყვას მიჩვეული ევროპა არაგეგმაზომიერ თოვლსა და სიცივეში იყინება. აყროლონ და აფრქვიონ CO2 და დაუგეგმავი პანღური მერე ნახეთ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს თავქარიანი ციკლონი ახლა ჩვენ, უცოდველ და ბუნებისმოტრფიალე ქართველებს გვემუქრება. ჰოდა რა დროს პანგოლინია ახლა? ან რომელზე დავწერო? Continue reading