Tag Archives: ჩემი ბებია

ჩემი ბებია

ყოველთვის ესე იყო..მე რაღაცას მოვისურვებდი და ის გვიან მისრულებდა სურვილებს. უკმაყოფილო რომ ვრჩებოდი, მეუბნებოდა, ხომ გინდოდაო. დიახ, ძალიან მინდოდა ერთხელ  სადილად შემწვარი ქათამი, მაგრამ, როდესაც შეწვა, სწორედ იმ დღეს, მე უკვე სხვა რაღაც მინდოდა. დიდი მონდომებით დაიწყო სადილის  გამზადება და მაინც შემიტყუა. მეც ვიფიქრე, გავსინჯავ, იქნებ ისევ მინდა და ვნახვ-მეთქი, მაგრამ, არა!-აღარ იყო ისეთი გემრიელი. ან იყო და მე აღარ მინდოდა ისე.  ეს „აღარ მინდოდა ისე“ არის ჩემი  ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუება, რომელიც გასცდა სამზარეულოს. რატომღაც, სხვებიც ესე იქცევიან-გვიან მისრულებენ სურვილებს, ან უბრალოდ, მე მინდა ხოლმე ის, რაც იმ მომენტში არ მაქვს.

ჰოდა, მე ვარ Gvantsa Green :)