Tag Archives: ჩანახატი

ხ. ე.

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენი დღე და ღამე, ამვლელ-ჩამვლელი, მზე თუ სტიქიური უბედურება უნახავს თუნდაც იმ ხეს, ჩვენი ფანჯრიდან რომ მოჩანს? ეს მაშინ, როცა ჩვენ მივდი-მოვდივართ, ვჭამთ, გვძინავს ან ფეისბუკში ვართ. ამ დროს ქუჩაში, ქალაქში, სოფელში, მთაში, ან, სულაც, დედამიწაზე “ვიღაცები” უბრალოდ არიან და ყველაფერს აკვირდებიან, აბსოლუტურად ყველაფერს. და, რაც მთავარია, იმახსოვრებენ…

Continue reading

რატომ-ები და პასუხები

რატომაა “ნუცას სკოლა” ცუდი?

  1. დილით ამღერებენ – ყელი წვალობს
  2. სტუდიაში მღერიან – აუდიტორიასთან კონტაქტი არა აქვთ
  3. ვწუხდები(თ) – ზემო ორი პუნქტის გამო

Continue reading

“აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”

…ახლა უკვე მეცინება ამ ჩანახატზე, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც დამედო

451863190_7051adbfc1_o12 საათისთვის ჩამორეკა ეკლესიის ციცქნა, წკრიალა ზარებმა. მრევლი სანთლებითა და გალობით მიიკვლევდა გზას უკუნეთ სიბნელეში, რათა სააღდგომო ლიტანიობა შეესრულებინა. დაბალჭერიან ბაზილიკაში ჩახუთული ჰაერი იდგა. ყველა შეძლებისდაგვარად, მაგრამ რწმენით ახერხებდა საზეიმო წირვა-ლოცვის მოსმენას. შემდეგ იყო ქადაგება. გადაღლილი მოძღვარი მთელი შემართებით ლოცავდა და შეახსენებდა მრევლს, რომ უფლის მიერ მოვლენილი ზეციური ცეცხლი კიდევ ერთი შანსია კაცობრიობის თვითგამოსარკვევად. “დღეს სიხარულის დღეა და სასაფლაოებზე არ გავდივართ. აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”…
მეექვსეკლასელი ბიჭი დილის 6 საათისთვის დაბრუნდა შინ. სახლის კარი არ დაუკეტავთ. ჩუმად შეაბიჯა საწოლ ოთახში, თუმცა სააღდგომო ეიფორია არ ასევენებდა. ეგონა, ძილი არ მიეკარებოდა, მაგრამ დაწოლისთანავე “გაითიშა”. 10 საათისთვის შეშინებული წამოხდა ფიქრით _ ხომ არ დამტოვესო, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ჯერ არ წასულან.
ქუთაისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ მოეშალა ძველი წამზერიობა და ამიტომ სასაფლაოებზე, ორშაბათის ნაცვლად, კვირა დილას გადიოდა. ბიჭიც იქითკენ მიიჩქაროდა. ოღონდ მას საკუთარი ინტერესი გააჩნდა: თიხის კვერცხი.
გაწვიმებულიყო. უმზეო დილა ღრუბლის ვუალის მიღმა მალავდა სასიხარულო განწყობილებას. მასაც უხაროდა, მაგრამ რაღაც, ხასიათზე ვერ იყო. სასაფლაოები, როგორც მოელოდა, ხალხით იყო სავსე. ყველანი უთავბოლოდ ირეოდნენ აპრილის წვიმით გაბრუებულ ქვიტირში. გაუნძრევლად წოლისგან გადაღლილი განსვენებულები მოუთმენლად მოელოდნენ ნიადაგის ზედაპირზე კვერცხის გადაგორების ხმის გაგონებას. ცუდი ის იყო, რომ ზოგი “სააღდგომო სტუმარი” თავიანთი ნათესავების გადავიწყებულ საფლავებს ძლივს აგნებდა… მაგრამ აქ შეკრებილი უბრალო მოკვდავები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ “კვერცხთამსხვრეველი ტერმინატორი” გამოეცხადათ! მას შემდეგ, რაც ნათესავთა “მინისასახლეები” მოინახულა, ჩასუქებული ლოყებღაჟღაჟა ბიჭი დასახული ამოცანის მეორე ეტაპზე გადავიდა: რაც შეიძლება, მეტი კვერცხის შეგროვება, რათა სახლი რეზერვუარი დროზე არ ამოეწუროს. მას ხომ ასე ძალიან უყვარს სააღდგომო კვერცხი. ამისთვის ხომ მთელ 47 დღეს იმარხულა! Continue reading