Tag Archives: შოუბიზნესი

YouTube-ის რევოლუცია

vvvvvv

მომღერლობა მხოლოდ კარგად მღერას რომ აღარ ნიშნავს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიომ იცის. ჩვენ კი ამაში საბოლოოდ ერთი წლის წინ დავრწმუნდით, როცა ქართველმა მაყურებელმა, ყველა ტრადიციის დარღვევით, აქამდე “მიუღებელი” ჟანრის მუსიკას დაუჭირა მხარი. ასე გახდა ლუკა ზაქარიაძე “საქართველოს ვარსკვლავი”. წელსაც ანალოგიური დაფიქსირდა და მაყურებლის უმრავლესობამ “უსირცხვილო” ნინა სუბლატი აირჩია. იცვლება თუ არა ჩვენი მენტალიტეტი და ვკარგავთ თუ არა ქართველობას არაქართული ჟანრის პოპულარიზაციით? Continue reading

პიარი და ასრულებული ოცნება

ეს პოსტი პიარსკოლის ბლოგზე დავწერე და გადავწყვიტე, რატომაც არა! აქაც გადმოვიტან ;)

პიარზე უნდა დავწერო. სულ მინდოდა, როგორღაც დამეკავშირებინა ჩემი “საბლოგერო კარიერა” ამ სფეროსთან. ბოლო დროს ნელ–ნელა აღმოვაჩინე და გავაცნობიერე, რომ ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.

როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.

დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით :)

ამ თემაზე ადრეც დავწერე:

ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.

ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.

მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა? :D მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა. როგორ შეიძლებოდა ამ ხნის ქალს, რომელიც პროვინციული აქცენტით საუბრობდა, მოეხდინა სასწაული და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის სიმპათია მოეპოვებინა? ძალიან უბრალოდ: პირველივე ფრაზიდან, პირველივე ბგერებიდან “I dreamed a dream…” სიუზენ ბოილის “dream”-მა ასრულება დაიწყო. იგი უკვე იმ წუთებშივე ვარსკვლავი გახდა. ჯერ იმ დარბაზში, შემდეგ კი, YouTube–ის წყალობით, მთელს მსოფლიოში.

დაუჯერებელ ამბავს, რომელიც 47 წლის ქალს თავს გადახდა კონკიას ისტორია აქვს. შეუხედავი ქალბატონი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, გაცილებით ძვირადღირებულ და მოდურ ტანსაცმელს იცვამს და უკვე საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ლეგენდა კი ასეთია: შუა ხნის სოფლელ კონკიას ოცნება აუსრულდა და მუსიკალურ გენიად იქცა. ამ ლეგენდის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში კი, რა თქმა უნდა, პიარის მძლავრი მანქანა მუშაობს. ვინაიდან და რადგანაც, ლეგენდა ნამდვილია, ახლა მთავარია მისი კარგად და გემოვნებიანად შეფუთვა და ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

მგონი, ყველაფერი ნათელი იქნება, როცა ამ ორ ვიდეოს დააკვირდებით: ერთი არის სიუზან ბოილის პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, გარდაქმნამდე (სიმღერა – I Dreamed A Dream); მეორე კი უკვე აღიარების შემდეგ… (Wild Horses) მე კი წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც ;)

http://www.youtube.com/watch?v=9lp0IWv8QZY

http://www.youtube.com/watch?v=rie5CXVD7e8

ნიჭი თუ გარეგნობა?

დღესმსოფლიოს გარეგნობა მართავს. ნიჭი და გარეგანი მომხიბვლელობა (დღეს – სექსუალურობა) საკმაოდ დაუახლოვდა ერთმანეთს. იმდენადაც კი, რომ ერთმანეთის ალტერნატივადაც კი იქცა. ამჟამად იშვიათია, ელა ფიცჯერალდის ხმის მქონე ადამიანი გახდეს ცნობილი ვარსკვლავი, თუ მას ელასივე გარეგნობა აქვს. ვისაც რაიმე ფანტასტიკური ნიჭი აღმოაჩნდება და ძალიან სურს შოუბიზნესში სოლიდური ადგილის დამკვიდრება, იძულებულია, лечь под ножом… :(

michael jackson 1ამერიკელი ხალხის sex-კერპი (თუ ex-კერპი) მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიდების ცდუნებას ემსხვერპლა. 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ჩატარდა დიდი გამოკითხვა, “როგორი უნდა იყოს ამერიკელი ერის გმირი”. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანი კარგად უნდა მღეროდეს, ცეკვავდეს, იყოს სექსუალური, მოქნილი, ენერგიული, მიმზიდველი გარეგნობის… ჯექსონს ყველაფერი ჰქონდა, გარდა ხალხისათვის მიმზიდველი გარეგნობისა, ამიტომაც მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ. როგორც შეიცვალა, რა სიმაღლეებს მიაღწია და რა მდგომარეობაშია ახლა, ეს ყველამ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის ფაქტი აღიარებულია პლასტიკური ქირურგიის შეცდომად, მსოფლიოში კიდევ ბევრი აგრძელებს თავის ამგვარ დამახინჯებას. შედეგები კი სავალალოა.

კიდევ ბევრი სხვა მსჯელობიდან გამომდინარე, რომლითაც აქ თავს არ შეგაწყენთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი არაჰოლივუდური ან, სერთოდ, არასიმპათიური გარეგნობის მქონე ნიჭიერი ადამიანი, გაპიარების შემთხვევაში, იმისათვის, რომ ტელეგენური და შოუს სტანდარტების შესაფერისი გახდეს, დამახინჯების სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. 2009 წლის 11 აპრილს, ცნობილ შოუში Britans Got Talent, 47 წლის მომღერალმა ქალმა სუზან ბოილმა, საოცარად ლამაზად შესრულებული სიმღერით, კონკურსი მოიგო. ქალბატონი სოფლიდან ბრძანდება და, თავისი ქცევებით, შორსაა დახვეწილობისა და კდემამოსილებისგან. თუმცა სცენაზე გამოსვლის პირველივე წუთებიდანვე ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო.

ამ უსიმპატიურო ქალის წინააღმდეგ განწყობილი იყო მთელი დარბაზი, მანამ, სანამ სიუზან ბოილმა “I Dreamed A Dream” არ იმღერა. პირველივე ნოტებიდანვე მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა მოჯადოვებული გახდა მისი ხმითა და შესრულების სინაზით. სიმღერის შუა ნაწილში ხალხი ფეხზე წამოდგა, ბოლოში კი უკვე აღარავის აინტერესებდა მისი გარეგნობა…

როგორი გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ კონკიას ისტორიას? შეიძლება თუ არა ეს ქალბატონიც “გადააკეთონ” VOGUE-სა და სხვა ჟურნალების გარეკანის მოთხოვნების შესაბამისად? აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, ეს ახლადაღმოჩენილი ტალანტიც გახდეს სილამაზის მსხვერპლი?…[youtube=http://www.youtube.com/watch?v=RxPZh4AnWyk]