Tag Archives: შობა

გაფართოებული თვალებითა და ბავშვური შიშით :)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2009/12/home-alone-john-williams-theme.mp3|titles=home alone john williams – theme]

სერიოზულად აცივდა. თოვლი კი არა და არ ჩანს. მოსაღამოვდა თბილისში. როგორ მინდა, ისე არ გავიზარდო, რომ თავი ერთხელ მაინც არ ვიგრძნო დაკარგულად. დაკარგულად დიიიდ ქალაქში ;)

რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა, ვინაიდან უკვე 21–ისაც ვარ და არც თბილისია ნიუ იორკი, მაგრამ დღეს , ამ საღამოს, მე კევინ მაკალესტარი გავხდი, თბილისი კი, ბოდიში ამ გამოთქმაზე და, ნიუ იორკი :)

“მარტო სახლში”–ს ამ მუსიკას  ზედიზედ რამდენჯერმე მოვუსმინე. ვცდილობდი, კარგად მეგრძნო იგი, რადგან მისით მიღებული განწყობით მსურდა საშობაახალწლოდ გამზადებული ქალაქის დათვალიერება.

პატარა ვარ. დავიკარგე. მეშინია. წინ დიდი გზა მაქვს, რომელზეც უამრავი ხალხი მიდი–მოდის და ყურადღებას არავინ მაქცევს. სიცივისაგან გაქვავებული შენობები მანათობელი გირლიანდებით მოურთავთ. რა მოუვიდა ხალხს? რატომ არ უხარიათ? ახალი წელი ხომ ასე ახლოსაა? განა მათ არ სჯერათ იმ სითბოსა და სიყვარულის, რომელიც სანტა კლაუსს მოაქვს?

ეჰ, აბა რას იზამ. დიდებს ყველაფერი სხვანაირად ესმით. იმდენს ფიქრობენ, რომ ვეღარ არჩევენ, ჭეშმარიტი სიხარული სად და როდის ჩნდება. მათ აღარ ახსოვთ სიხარული, როდესაც პირველად ამოყვეს თავი დიიიიდ სათამაშოების მაღაზიაში, სადაც თითოეული მათი საშობაო ოცნება სანტა კლაუსს სათამაშოდ უქცევია და დახლებზე შემოუწყვია. ადამიანები, როცა იზრდებიან და ბავშვობას კარგავენ, უფრო საშიშები ხდებიან. ისეთივე საშიშები, როგორც ამ ღამის სიცივეში გაქვავებული შენობებია. უფროსებს მოურთავთ, ვითომ ამით მაინც გააცოცხლებენ და გააკეთილშობილებენ მათ. ამდენი მანათობელი ჭაღი და გირლიანდიც სწორედ ქალაქის გასამხიარულებლად ჩამოკიდეს, ალბათ. მაგრამ ამ ყველაფერს მანამ არ ეშველება, სანამ უფროსებს ერთმანეთისა არ ესმით. Continue reading