Tag Archives: შობა

რას მოჰყავს ახალი წელი?

ჩემი საშობაო კოლექცია, რომლის შეგროვება ახლახან დავიწყე.

მაშინ, როცა 2016-მა წელმა, გლობალურად თუ ადგილობრივად, ძალიან გვაწვალა და გული დაგვწყვიტა, მაშინ, როცა პლანეტა იმდენ ვარსკვლავს დაემშვიდობა, რომ სათვალავიც აგვერია, მაშინ, როცა კიდევ ვერ გაგვირკვევია (და, ალბათ, ბევრს არც აინტერესებს), რატომ აღვნიშნავთ შობას შვიდ იანვარს და ვმღერით “ოცდახუთსა დეკემბერსა”-ს, გვრჩება რაღაც მისტიკური, ზოგისთვის – მექანიკური. წლის ბოლოს ყველანი ერთად ვრესტარტდებით და ვიმედოვნებთ, რომ კომპიუტერი ამჯერად მაინც იმუშავებს.  Continue reading

უბრალოდ, შობა

წლევანდელი შობა ნამდვილად არ არის არც განსაკუთრებული, არც გამორჩეული. მე და ჩემი ძმა ვსხედვართ თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მე პოსტს ვწერ, ის ტელევიზორს უყურებს, მზესუმზირას აკნატუნებს და მელოდება, როდის დავსვამ კომპიუტერთან.

არადა, 10 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ შობა სულ სხვანაირი იყო. როგორი? მეხსიერება ყველას გაქვთ და გაიხსენეთ მთელი სამზადისი, შემართება, რაღაცნაირი სიხარული და ერთგვარი შეჯიბრი, ვინ უკეთეს გოზინაყს გააკეთებდა და ა.შ. მაშინ ძველი ახალი წელიც “საჭირო” იყო, “ალილოზეც” სიხარულით დავდიოდით ბავშვები და, საერთოდ, ყველანი შევიცვალეთ და დავივიწყეთ, რომ შობა-ახალი წელი არც საყოველთაო კონცერტია ცენტრალურ მოედანზე და არც ათასობით ფოიერვერკი. ეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის შინაგანი სიხარულია, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული მთავრობისაგან მერიებისთვის გამოყოფილ საახალწლო ბიუჯეტზე.

ყველას ბედნიერ და ტკბილ შობას გისურვებთ და იმედს ვიტოვებ, რომ ფანჯრებში დანთებული სანთლები ამ დღესასწაულისადმი სიხარულს იმ დონემდე მაინც შეგვინარჩუნებს, რომ მომავალ თაობას არსებული ფორმით მაინც გადავაბაროთ :)

DSCN4679 DSCN4672 DSCN4675

2012 წელი და მარტო სახლში

ჩემი ახალი, "მზა" ნაძვის ხე

შობა-ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე მეტად რომ მიყვარს, დიდი ხნის წინ მივხვდი. ჯერ არ მახსოვს, ახალი წლის ბავშვური სიხარული გამნელებოდეს. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 5, 10 თუ 15 წლის წინ. თვითონ ვრთავ ნაძვის ხეს, ვმღერი საშობაო სიმღერებს და ახალი წლის ღამეს ვისვრი მაშხალებს. ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდები (შარშანდელი ბედნიერი გამონაკლისი იყო), წელს კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება!

Continue reading

ჩემი საშობაო სტვალბომი

მიუხედავს იმისა, რომ ზაფხულის მერე ჩემს გემოზე პრატიკულად არ მისტვენია, მაინც გადავწყვიტე, რამდენიმე საშობაო სიმღერა ჩამეწერა. გიძღვნით ყველას, ვისაც გიყვართ, ვისაც გსიამოვნებთ ;)

შენ დაუკააარრრრრრ Continue reading

უმაგრესად გატეხილი ძილი ანუ მამა ჩამოვიდა

ლითლ უვერტიურა

მანამ, სანამ წინასაახალწლოდ ბოჩელის სიმღერებით წავიღებდე ტვინს, კვლავ გაციებას ვებრძვი. ერთ-ერთი, რაც მაგიჟებს და მადებილებს, გაბრუებაა. როცა ასე ვარ, საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. უაზროდ ვკარგავ ენერგიას და, რაც მთავარია, ფეხზე კიდია, ვის რას და როგორ ვეუბნები. მაშასადამე, არასდროს მისურვოთ გაციება. ახლა კი, მთავარი.

Continue reading

საჯაროდ მღერის პირველი მცდელობა

აშ ასე, ნელ-ნელა ვუთამამდები კამერას, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი. ძნელი ყოფილა… მეორე მხრივ, არ მინდა, მარაზმობაში წავიდე და დებილური ვიდეოპოსტები დავდო. ამიტომაც აწი ბევრს ვიფიქრებ ხოლმე ;)
რაც შეეხება დღევანდელს, ეს სიმღერაა. White Christmas.  ძაანაც ნუ განმსჯით. ძნელი ხელობაა კლასიკა. მით უმეტეს, ოპერა. უბრალოდ, ხმაზე ვიყავი და ბარემ გავუშვებ-მეთქი :D დიდი მადლობა ;)

შობა და ახალი ვიდეოპოსტი

ყველას გილოცავთ შობას!
როგორც იქნა, სულით გეუბნებით Merry Christmas ;)

ვისაც ჩემი ახალი სათვალ გაინტერესებთ, აგერ სურათებიც. სახლში უკვე მეძახიან შურიკასა და ლაშა ბაქრაძეს. ნეტა, რომელიმე მართლა ვიყო, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, კატა არ დაჰკნავლებდა და ზღარბი არ დაჩხვლეტდა :D

ქუთაისში საოცრად ცივა. 12-დან 6 საათამდე ეკლესიაში ვიყავი. ახალმოწამეთა სახელობის ეკლესია ჩემი მშობლიური სკოლის ეზოში მდგარი პატარა ბაზილიკაა, რომელშიც ღვთისმსახურების დროს ძალიან ძალიან ცხელა. ვინაიდან ტაძრის გარშემო სუსხი ქარი დაძრწოდა, ეს დიდ ტემპერატურულ სხვაობას ქმნიდა.
თუმცა ეშინოდეთ მათ, ვინც ღამისთევაზე პირველადაა: ჩემთვის ასეთი რამეები კარგად ნაცნობია, ვოტ :P
ღვთისმსახურებამ საზეიმოდ ჩაიარა. მოკლედ, კარგი იყო. ბოლომდე მოვუსმინე და გავძელი.
აქვე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას წინა ვიდეოპოსტზე დატოვებული კომენტარებისთვის. ეკლესიიდან დაბრუნებისას, დილის 6 საათზე, ავიჩემე მოსიარულე საშობაო ვიდეოპოსტის ჩაწერა. კამერას უნდა გავუთამამდე და ბლუკუნი და კომპლექსები ნელ-ნელა უნდა დავძლიო. მოკლედ, აჰა ქარიან-სეირნობიან-მილოცვიანი ვიდეოპოსტიც ;)

God Bless Us Everyone

სწორედ ამ სიტყვებით მინდა, მოგილოცოთ 2010 წელი. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენ-ჩვენი ბლოგების წარმატება. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და წარმატებისკენ ერთნაირად მივისწრაფით.
ღმერთმა ქნას და ყველას ჩვენი სურვილების 99 პროცენტი აგვსრულებოდეს. ნუ 51 მაინც, რომ წელიწადი შემდგარად გამოვაცხადოთ.
ჩემი თითოეული დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ამ ახალ წელს ტრავიატას ჰანგებზე შევეგებე და ძალიან ძალიან მაგარ განწყობაზე გახლავართ. 2010 წლის პირველ პოსტსაც, გადაჭარბების გარეშე, ამაღლებული გრძნობით ვწერ. მინდა, ჩემი მხიარულება თქვენც გადმოგედოთ და ფხიზელი თუ ნაბახუსევი ხასიათი გაგიბედნიეროთ. მგონი, ძალიან ბევრიც არ მინდა :)
კიდევ და კიდევ, გილოცავთ ამ ჯადოსნურ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზეიმო სიმღერის სათაურს, რომელსაც ჩემი საყვარელი ანდრეა ბოჩელი ასრულებს:

God Bless Us Everyone!..

http://www.youtube.com/watch?v=1ixnBQkU5sU

ხელოვნური ნაძვის ხეებიც ბერდებიან თურმე

ორიოდ ორიგინალური სათამაშო და, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკი. მაგრად მომწონს ეს ბუძგი ;)

როგორც იქნა, დავძლიე სიზარმაცე და ისევ მოვუჯექი კომპს….
ჩემ გარშემო ქუთაისია თავისი “ჩაკუნცხული” ბიჭებით, შავი ფერებით, გამტყლარწული ამინდებით, ორმოებიანი და წვიმის წყლით სავსე ქუჩებით, მუდამ სხვის ამბის მკითხველი ხალხით,… ამაზე მერე. ახლა დადებითზე ვისაუბრებ :)
ჩამოვედი თუ არა, რა თქმა უნდა, გემრიელად გამოვიძინე. ისე, რომ სულ მეძინება. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებსაც დავესწარი და მაგრად დავიღალე. ბოლო 2 დღეა, რაც ნამდვილად ვისვენებ. შორს დარჩა ჩემი თბილისური სივიწროვე, ყოველდღიური ნერვიულობა, უძილო და ჩახუთული ღამეები, პატარა ბიძაშვილების ტირილი და წუწუნი…
სამაგიეროდ, აქ მშობლების გაასკეცებული მზრუნველობის ქვეშ ვარ. ზედმეტი რომ არაფერი ვარგა ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ რომ გამოცდი ადამიანი, მერე უკეთ გაიგებ. ჰოდა წარამარა მესმის: “ადიალა დაიფარე, რომ დაწვები!”, “კურტკა მოიცვი, რომ გახვალ!”, “ჩუსტები ჩაიცვი დროზე!”….
რას ვიზამთ: მეტი წასასვლელი მე არ მაქვს და თავის მოკვლასაც არ ვაპირებ ჯერჯერობით. ანუ ეგ ყოფილა ჩემი ბედიიი :P Continue reading

საშობაო საჩუქარი ჩემგან

ყველას გილოცავთ შობას, ამ ბედნიერ დღესასწაულს!

ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისათვის შობა 7 იანვარს მოდის, მაგრამ ისე მივეჩვიე კათოლიკურ შობას, რომ ეს დღეც მიხარია. რა თქმა უნდა, სხვანაირად. ეს შობა ჩემთვის ეროვნული დღესასწაულია, მეგობრობის, საჩუქრებისა და კეთილი სურვილების ზეიმი. ამ დღესასწაულის განცდა, რა თქმა უნდა, Home Alone–მ ჩამინერგა.

ალბათ, გავა დრო და ჩემი შვილები და მათი შემდგომი თაობა სათანადოდ აღარ დააფასებს ამ ფილმს, რომელზეც მე აღვიზარდე. ასეა, მე ვერ ვაფასებ იმ ფილმებს, რომლებსაც ჩემი უფროსი თაობა აღმერთებს. მაგალითად, მამაჩემი შეყვარებულია “შესანიშნავ შვიდეულზე” და ზეპირად იცის მისი ყველა მომენტი. მე კი “მარტო სახლში” მიყვარს, მაგრამ ალბათ, მომავალ, კიბერნეტიკულ თაობას უკვე ნაკლებად დააინტერესებს და მიიზიდავს ასეთი ჟანრის ფილმები. ეს კი არა და, ჩემს პატარა ბიძაშვილს (დღეს 4–ის გახდა) სულ რობოტები, სპაიდერმენი და სუპერმენი აკერია პირზე. იშვიათად ახსენებს ხოლმე წიქარას…

საუბრის თემა რომ არ გამექცეს, ისევ საჩუქარს და შობას დავუბრუნდები. საჩუქარი, რა თქმა უნდა, ვირტუალურია. აბა ფულს და მატერიალურს აქეთ ვიჩუქებდი სიამოვნებით :P  ეს კონცერტი პირველად 2005 წლის საახალწლო დღეებში ვნახე. თუ არ ვცდები, 1 იანვარს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლეგენდარული “სამი ტენორი” საშობაო სიმღერებს იმღერებდა. მართლაც, ყველაზე ცნობილი, საყვარელი და სიხარულისმომგვრელი რეპერტუარი წარმოადგინეს.

კარგად მახსოვს ის საღამო. იმ პერიოდში ყველაფერს, რაც კი მომეწონებოდა, ვიდეოკასეტაზე ვიწერდი და შნურების გადაერთება–გადმოერთებაში გაწაფული ვიყავი. როგორც კი კონცერტის სათაური The Three Tenors Christmas გამოჩნდა, ზუსტად მაშინ დავაჭირე Record Video–ს… ეს იყო “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. Continue reading