Tag Archives: შიში

შიში

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/02/Yann-Tiersen-Point-Mort.mp3|titles=Yann Tiersen- Point Mort]

_ ზურა, ვის მოკლავდი?
_ ვის არა, რას.
_ კარგი, რას მოკლავდი?
_ თუ იგი “ვინ” გახდება, მე მას აუცილებლად მოვკლავ. დავჭრი მაინც, რომ აღარ მომეკაროს!
_ ვის, რას?
_ ჩემს შიშს!

Continue reading

კალიები

ბოლო დროს ტვინი წაიღეს, ერთი მხრივ, კალიებმა და, მეორე მხრივ, კალიებისგან შეწუხებულებმა. მართალია, კალიები, როგორც მხტომარე ფრთოსანი რაღაცები, საშინელები არიან და ნათესებს ანადგურებენ, ისინი ყველაზე მზრუნველი დედები არიან: კვერცხების დადების შემდეგ დედა მათ სიახლოვეს კვდება, რათა ახლადგამოჩეკილ კალიებს საკები არ მოაკლდეს, ვოტ. თან, კალია ადამიანს ვერასდროს უკბენს. დაბოლოს, კალიის განსადევნად უკეთესია, თუ უკანა მხრიდან დაუდგებით და ისე აუქნევთ რაიმეს. იგი თქვენს მხარეს არ წამოვა. თუ მაინც შემოგაკვდათ, მიწაში ჩააგდეთ – ანოყიერებს! ;)

პ.ს. ნუ კივით ამ სურათების დანახვისას. ხალხმა მეორე მსოფლიო ომი ნახა და ცოცხალია :p

Continue reading

დაკარგული გრავიტაცია? არა, წნევა!

ესეც ასე, წნევასაც გადავურჩი. არადა, თავიდან მეგონა, რომ გრიპი შემეყარა. მეთქი, რა გაუძლებს სიცხეს და ახლობლების საყვედურებს…

ჯერ კიდევ პავლოვზე, ავტობუსში მჯდომმა უეცრად ლივლივი ვიგრძენი. ნელ-ნელა ავმჩატდი, ჰარი Vითა და ლეპტოპით გამოტენილი ჩანთა ისეთი მსუბუქი მომეჩვენა. Continue reading

“შენთან საქმე მაქვს”

"ჩემი ფეხები"

ცხოვრება რომ ავტობუსია, ეს ვიცით. ჩვენ რომ მძღოლები ვართ, ეგეც ცნობილია. ჰოდა, ბოლო დროს, ძალიან ქვიან გზაზე მივჯაყჯაყებ. ირგვლივ უამრავი კენჭი და ლოდი ყრია. ზოგს გვერდს ვუვლი, მაგრამ ბევრზე ისე გადავეხლიწები, მანქანა მეხვეწება, გაჩერდიო. მაგრამ როგომ გავჩერდე, თავი მოვიკლა? Continue reading

გეშინოდეთ, რამეთუ სასარგებლოა

შიში მეცნიერების თვალით არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე, ტკივილზე. შიში სიკვდილთანაც ასოცირდება. ყველა სახის შიში, ძირითადად, სიკვდილის შიშს ემყარება. Continue reading