Tag Archives: შამპანური

ზურიუსებიც სვამენ

Made by დედა

რაღაცნაირად ვარ. არ მსურს, ამ ყველაფერს წუწუნის სახე მივცე, მაგრამ რაც ქუთაისში ვიმყოფები, კიბერ სივრცე ვერდით მიმრჩა.  ალბათ, ემოციური პახმელია მჭირს: ძალიან მაგარი ახალი წლის შემდეგ ძალიან მაგარი ბედობა მქონდა: დიტომ, დათომ, ანიმ, ირინკამ, თეომ, მთვარემ და აბაშამ (ვინც გამომრჩა, კომენტარებში შემახსენოს) ჩემს სახლში სრულლიად მოულოდნელად ერთად მოიყარეს თავი! Continue reading

რატომ არ მიყვარს დალევა?

შესავალი:

ჩემი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები სვამენ. უყვართ ღვინო, ლუდი, არაყი და ყოველი შესაძლებლობისთანავე ისხამენ და ისხამენ. ნუ, რა თქმა უნდა, როგორც ძმას და მეგობარს, მეც დიდი სიყვარულით მეპატიჟებიან. მაგრამ არა!!! ვიცი, ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ არა!!!

იმიტომ, რომ:

1. ზოგადად არ მიყვარს დალევა, რადგანაც ქართული დალევა დათრობა-გატყვრომა-გალორწკვით მთავრდება.

2. არ მიყვარს ლუდი – სასმელი, რომლის სუნზეც გული მერევა და რომელსაც ყველაზე ხშირად მთავაზობენ. შეისხან, უკაცრავად, დალიონ თვითონ. უფრო მეტი დარჩებათ.

3. არ მიყვარს ღრიანცელი და უაზრო ხმაური, რაც აუცილებლად მოჰყვება დალევას. ზოგადად, ხმაური და აურზაური როგორ არ მიყვარს, მაგრამ მაშინ, როცა ყველა საღ გონებაზეა.

4. არ მიყვარს ან მეშინია არასაღ გონებაზე ყოფნისა, რადგან არ ვიცი, რას ჩავიდენ.

5. დალევა ცუდია სახმო სიმებისათვის (მცირე რაოდენობითაც კი) და გულ-ღვიძლ-ნაღვლის ბუშტისათვის (დიდი რაოდენობით). მე კი სულაც არ მკიდია საკუთარი ჯანმრთელობა ფეხზე. არ ვეწევი და თმას ფენით არ ვიშრობ.

მიყვარს მხოლოდ შამპანური და წითელი ღვინო, ისიც ცოტა და სასურველია, ტორტთან ერთად. ასე რომ, მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო, უცნობებო, გაითვალისწინეთ ჩემი და თქვენი ინტერესები და იცოდეთ წინასწარ, რათა თავი დაიზღვიოთ არასასურველი მსმელისაგან :green:

მოკლედ, ამ ცხელ გულზე ეს არის, რაც მინდოდა. რამდენიმე ახალ პოსტზე ვმუშაობ, უსაქმურად არ ვარ გამოკეტილი ქუთაისში. ოპერაში ვიყავი და სურათები გადავუღე. მალე პოსტს გამოვაცხობ. ასევე მინდა სათაფლიაში წასვლა. 8 წელია, არ მინახავს. რა თქმა უნდა, შესაბამისი ინფორმაციით დავბრუნდები.

კარგი ხალხი ხართ და იცოდეთ, რომ კომენტარებზე დახამებულ ბავშვს ელაპარაკებით :d