Tag Archives: ყურძენი

ყურძნის ერთი კუმპალით შეცვლილი დიპლომატია

გუშინ დასის სარეპეტიციო ოთახიდან (რომელიც პირველი კორპუსის სხვენშია და ამიტომაც ჰქვია თეატრს “სხვენი) ჩავედი თსუ-ს ჰოლში და ფურშეტს შევესწარი. მივიხედ-მოვიხედე და ფინელი სტუმრებისთვის ყოფილა გაშლილი, რომლებიც თსუ-ს ხალხური მუსიკის კონცერტს ესწრებოდნენ. ზრდილობიანად მივედი მაგიდასთან და ყურძნის მტევანი ავიღე. ის-ის იყო, რამდენიმე კუმპალი გადავსანსლე, რომ ერთი ქერათმიანი ქალი მომადგა დიპლომატიური ღმილითა და ცინიკური მზერით, თუმცა საკმაოდ არადიპლომატიური მესიჯით: Continue reading

ჩვენი ეზო

 

ჩემს მეხსიერებაში არც ერთ ადგილს ისეთი მგრძნობიარე ზეგავლენა არ მოუხდენია, როგორც ჩემს ეზოს. რომ გავიხსენებ, ბოლო 10 წლის მანძილზეც კი წარმოუდგენლად შეიცვალა. ზუსტად 2001 წლის ივლისში აქაურობას დიდი კაკლისა და ბეტონის მაგიდაშემოვლებული ლეღვის ხე ჩრდილავდა, კიბის გვერდით წითელი ბალი ფეთქავდა, ეზოში მუხლამდე ბალახი ბიბინებდა. დღეს მათგან არაფერია დარჩენილი, თუმცა ეზო ახლაც სიმწვანეშია ჩაფლული. ისე, როგორც მე მიყვარს.

Continue reading