Tag Archives: ფოტო

It Nice It Happen To You

friends1

“It nice it happen to you. Like you come to the island and had a holiday. Sun didn’t burn you red-red, just brown. You sleep and no mosquito eat you. But the truth is, it bound to happen if you stay long enough. So take that nice picture you got in your head home with you, but don’t be fooled. We lonely here mostly too. If we lucky, maybe, we got some nice pictures to take with us.” Jamaican woman from Meet Joe Black.

ასე რომ, მოკიდეთ თქვენს ყველაზე სანუკვარ სურათებს ხელი და არ იფიქროთ მომავალზე. მომავალზე ფიქრს სიკვდილის შიშამდე მივყავართ, სურათი კი კეთილია და გულწრფელი.

friends2

11802117_10207336062137686_81141087_n

friends3

friends5

friends6

friends7

მახსოვს, აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ჩემი მამიდაშვილის სოფელში გავიხიზნეთ. ერთ საღამოსაც თვალი მოვკარით, როგორ ჩამოიარა მთავარ გზაზე, ჩვენს სიახლოვეს, საცხოვრებლებიდან გამოსულ ადამიანთა დიდმა ჯგუფმა. სასწრაფოდ ჩანთები ჩავალაგეთ, კედები ჩავიცვით და ტყეში დასამალად მოვემზადეთ. მაშინ გვითხრა მამიდაჩემმა, ფოტოები არ დაგრჩეთ, ომის დროს მაგათ უნდა მოვუფრთხილდეთო. ყოველთვის, როცა ჩემი გადაღებული ფოტო მომეწონება, ქვეცნობიერად ისეთი შეგრძნება მეუფლება, როგორც აგვისტოს იმ დღეს.

friends8

friends9

friends10

friends11

friends12

friends13

friends14

friends15

ასე რომ, თავი დაიმშვიდეთ, რადგან It nice it happen to you.

ფოტო-photo-фото

looks like Fort Boyard

ფოტოები, ფოტოები… როცა შენს თვალწინ ზუსტად ის წამი გაიელვებს, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩხაკუნო და იცი, რომ, ფოტოაპარატის ნაცვლად, ჯიბეში ერთი ჩვეულებრივი მობილური გიდევს, სული წაგძლევს, ადგები და გადაიღებ. სხვანაირად მართლა ვერ დავახასიათებ ჩემ მიერ გადაღებულ ამ სურათებს. ვიცი, დღეს ბევრს არ ეფოტოება და მიტინგების თემა ურჩევნია, მაგრამ ამას ახლა თუ დავპოსტავდი, თორემ მერე, არამგონია, გამებედა ან გამხსენებოდა.

Continue reading

შავ–თეთრის ძალა

ბავშვობაში მეგონა, რომ იმ დროს, როდესაც შავ–თეთ ფოტოებს იღებდნენ, ყველაფერი შავ–თეთრი იყო და მხოლოდ პოლაროიდის გამოგონებამ გააფერადა სამყარო. როცა იგი ვიყიდეთ, თავი მაგგარი ნავაროჩენნი ტიპი მეგონა. წარმოიდგინეთ, კევინმა რომ ფოტოაპარატით ორი ქურდი ციხეში ჩასვა, ის მქონდა მეც!

მას შემდეგ, რაც ნისეფორ ნეპესმა პირველი ფოტოსურათი შექმნა, შავ-თეთრ ფოტოხელოვნებას აქტუალურობა არ დაუკარგავს. დღესაც, როდესაც მსოფლიო ყვავის უწინავესი ტექნიკით, შავ-თეთრი ფოტოგრაფია მაინც რაღაც წმინდად რჩება, რომლის გაქრობასაც ეწინააღმდეგებიან და არც წინასწარმეტყველებენ. ამ ჟანრმა თავისი თავი ისე კარგად აღმოაჩინა, რომ დროის ყველა დაბრკოლებას თამამად უმკლავდება.

რაც შეეხება შავ–თეთრ სურათებს, ვერ წარმომედგინა, თუ კიდევ რაიმე გამაოცებდა. არა, განა ბევრი მინახავს, უბრალოდ, მეგონა, რომ უკვე მომბეზრდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ზოგადად, შავ–თეთრი ფოტო ხომ ყველაზე უკეთ გადმოსცემს ხასიათს და, შესაბამისად, მთავარ სათქმელს. იგი არ არის დატვირთული უხვი ფერებით, რაც მისი ხასიათისა და სულიერების აღქმას ართულებს. არადა, მუსიკა ყველაფერშია. მათ შორის, გაშეშებულ წამშიც.

ხოლო, როდესაც საინტერესო ფოტოში მუსიკას აღმოაჩენ, ეს უკვე ძალაა. შავ–თეთრის ძალა.

სპილო წყალს სვამს

Continue reading