Tag Archives: ფოტოკოლაჟი

ტურისტი საკუთარ ქალაქში

1დავწოწიალებ აღმა-დაღმა. წოწიალი ქუთაისურად ხეტიალს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, ბათუმში წასვლამდე, ქუთაისში გავიარე მშობლებისა და ახლობლების სანახავად.

რა არის ქუთაისი: დედა, მამა, მეზობლები, ბევრი კითხვა, ბევრი გემრიელი ოჯახური საჭმელი და რჩევა-მინიშნებები დაოჯახებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად რა უნდ ქნა? უნდა იქცე ტურისტად საკუთარ ქალაქში. Continue reading

ნიღბები, რომლებიც სინამდვილეს აჩენს

აგამემნონის ნიღაბი

აგამემნონის ნიღაბი

წინა პოსტში ვწერდი, რომ მხატვრულ ლიტერატურას დოკუმენტური საკითხავი მირჩევნია ხოლმე. ეს ჩანაწერიც ამავე პათოსით იქნება, რადაგან პირველ რიგში ყოველთვის რეალური ინფორმაცია ნებისმიერ რამეზე. მაგალითად, როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის ადამიანი, ის აუთენტური გარემო, რომელიც წარსულს თან ახლდა, ის ვარცხნილობა, სახის მოყვანილობა, ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც დროს მოდიდან გადაყავს და ისტორიად აქცევს. სწორედ ამიტომ ავაწრიალე გუგლი და მოვქექე ის, რასაც პოსტში იხილავთ. Continue reading

ბათუმი ინსტაგრამის ფილტრით

ყველაფერი ამ ხედით იწყება, როცა ქალაქს უახლოვდები. არ ვიცი, შეჩვეული აჭარლები რამდენად აღიქვამენ ამას, მაგრამ “დანარჩენებისთვის” ეს პეიზაჟი რაღაცისგან განთავისუფლებას აღძრავს. და სანამ იქაურობას მიუახლოვდები, გონება ხშირად გასწრებს და უკვე დაბოდიალებს ბათუმის ქუჩებში. Continue reading

სახლი, რომელიც ჩემ თვალწინ დაიწვა

ღამით, დაახლოებით 00:55 საათზე ხმაურმა გამაღვიძა. თავიდან ჟრიამული მეგონა და ყურადღება არ მივაქციე, მერე გავარჩიე, რომ კი არ იცინოდნენ, ისტერიკულად კიოდნენ. ფეხზე წამოვვარდი, აივანზე გავედი და…

DSCN8265

Continue reading

ბაგრატის ტაძარი: ის, რაც (გა)დარჩა (ფოტოკოლაჟი)

ტაძრის ხედი სამხრეთიდან

ტაძრის ხედი სამხრეთიდან

ქუთაისში ამ სააღდგომო ვიზიტისას მამასთან ერთად ბაგრატის ტაძარზე ავედი. სხვათა შორის, მომწონს ეს “შენობა”. საინტერესო და უცხო დიზაინი აქვს. გადახურვის ფერიც მომწონს. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის, არის ის, რომ ამ ახალმა ტაძარმა მოსპო და გააქრო ბაგრატის ტაძარი.

სიამოვნებით სხვა სახელს დავუძახებდი, მაგრამ ბაგრატის დაძრის გამქრობლებს მისთვის ახალი სახელის მოფიქრებაზე თავი არ შეუწუხებიათ. ისევე, როგორც იმ ძველისძველი დეტალების აღდგენაზე, რომელთა “დასრულების” პრობლემაც ბეტონით ამოლესვით “გადაჭრეს”. Continue reading

ქუთაისი აღდგომა დღეს (ფოტოკოლაჟი)

DSCN1830

ქუთაისის სიურეალისტური პარლამენტის ეზოში მოფარფატე სიურეალისტური პეპლები.

ქრისტე აღსდგა!

ყველა მართლმადიდებელს და მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს სარწმუნოებას, ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს.

აღდგომა დღეს წესისამებრ ქუთაისში შევხვდი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ნორმალურად არ ამითვალიერებია. ძველით ახალი წლის მერე არც მინახავს.  ჰოდა აღდგომა დღეს გადავწყვიტე, უწინდებურად ფეხით შემომევლო ძირითადი ქუჩები და ესეც ფოტოკოლაჟი.

პ.ს. მიხარია, ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ფოტოკოლაჟს რომ მივუბრუნდი :) Continue reading

Fake Plastic Trees

fake plastic trees

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2013/02/Radiohead-Fake-Plastic-Trees.mp3|titles=Radiohead Fake Plastic Trees]

დღე ყოველი.

დღე ბოლო – დღე პირველი.

დღე ყველა ერთნაირია, რადგანაც ყველა მათგანში მე ვფიგურირებ.

საწერი ბევრია, მაგრამ ჩავიდენ სიჯიუტეს, რომელსაც შემდეგ, ალბათ, ვინანებ.

ვიქნები ჯიუტი და არ მოვყვები, რამდენი უ/საინტერესო მოხდა ამ ხნის განმავლობაში.

დაე, დასასიზმრებელიც დამრჩეს ცოტა.

P.S. ესეც ჩემი დუმილი Continue reading

ეს არ არის ბაგრატის ტაძარი

1 ოქტომბრის საღამოს, როცა “არჩევნები” ხალხის სალაპარაკო ლექსიკის 90%-ს შეადგენდა (ცესკო-ს მონაცემები ამის თაობაზე არ ვიცი :)), ბაგრატის ტაძრის სანახავად წავედი. სათქმელად ადვილია, მაგრამ უქიმერიონის მთაზე მე ბაგრატის ტაძარი ვეღარ ვნახე. ეს უფრო სამოსნის (შეფასების ძველი სისტემის მიხედვით) მოყოლილ გაკვეთილს ჰგავდა, გაფანტული შინაარსითა და დამახინჯებული საზეპიროებით. Continue reading

ახალი ბათუმი

ბათუმის “ანბანი”

ბათუმი ლამაზი ქალაქია. ლამაზი და კეთილი. პატარა ფერადი სახლებით და იქიდან გადმომდგარი, “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.

ბათუმი კულტურული ქალაქია, დრამატული თეატრით, ვიწრო ქუჩებით და გემოვნებით ნაგები ძველი არქიტექტურით.

ბათუმი საჭირო ქალაქია. პორტი, კავშირი მსოფლიოსთან ზღვის მეშვეობით…

ბათუმი პოპულარული ქალაქია. რეფორმებით, რეკონსტრუქციით, რესტავრაციით, მუსიკალური, კინო თუ სხვა ფესტივალებით.

და ბოლოს, ბათუმი ცოტათი უგემოვნო ქალაქია თავისი სილამაზის, კულტურის, საჭიროებისა და პოპულარობის აღრევით. აღრევით და არა შეთავსებით. Continue reading

მტკვარში დაკარგული თბილისი (ფოტოკოლაჟი)

დღეს, როცა მორიგეობიდან სახლში ვბრუნდებოდი, მდინარე მტკვარმა ძალიან გამაოცა. უფრო სწორედ, უმტკვარობამ. მოვუყვები ტროტუარს და სადაა მტკვარი? გადავიხედე იქაურობა ვერ ვიცანი: წყლის დონე მთლად დაწეულიყო. მტკვარი მისსავე მოტანილ შლამში ჩაკარგულიყო. მდინარის დონის დაწევამ კი ძველი და კარგად დავიწყებული ისტორია გამოაჩინა. Continue reading