Tag Archives: ფოტოგრაფია

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ გრანადაზე

Granada Alhambra

ჭეშმარიტი გრანადა მდებარეობს ანდალუზიაში, სამხრეთ ესპანეთში, მადრიდიდან ავტობუსით 5 საათის სავალზე (18-25 ევრო. გააჩნია, დღის რომელ მონაკვეთში მიდიხარ). გზად ფაქტობრივად სტეპებია, რომლებზეც თითქოს ძალითაა აღმოცენებული სახლები და მცენარეები. სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურა მოწოდების სიმაღლეზეა, ავტობუსში კი კონდიციონერია (ჩვენ რომ ჯერ კიდევ გვიკვირს).

ავტობუსის სადგურიდან (რომელიც ცენტრამდე საკმაოდ შორსაა), ჰოსტელამდე ფეხით ვიარე. სიცხეში, ბარგით. კი დავიღალე, მაგრამ, როგორც წინა პოსტში ვთქვი, თუ გინდათ, ქალაქი კარგად დაიმახსოვროთ და მისი ცხოვრება მალე შეიგრძნოთ, ასე უნდა მოიქცეთ (მთლად ჩემსავით კილომეტრებს ნუ ივლით ტვირთაკიდებული ჯორივით, მაგრამ მაინც).

პლასა ნუევა

პლასა ნუევა

პირველი შთაბეჭდილება

ფეხით სიარულისას გრძნობ, როგორ იცვლება შენ ფეხქვეშ საფარი და როგორ გადადიხარ იაფი სამეწარმეო ბლოკებით დაფარული ტროტუარიდან მარმარილოს მასიურ ფილებზე. ეს უკვე ნამდვილი გრანადაა, რომელიც იმდენად თვითმყოფადია, რომ მადრიდისგან მიღებული შთაბეჭდილებები ზუსტად 15 წუთში გამიქარწყლა. Continue reading

საქმე, რასაც ვაკეთებ, სწორია

ფოტოები

გახსოვთ, ბოლოს როდის დაბეჭდეთ თქვენი გადაღებული ფოტოები? მაშინ თითქმის ყველას საოჯახო კოდაკი (ჰა-ჰა პოლაროიდი) გვქონდა, გარეთ კი შევარდნაძის ხანა იდგა. სანამ ციფრულ სამყაროში არ შევდგით ფეხი და გონება, სანამ არ დავიჯერეთ, რომ დესკტოპზე გამოსახული ფოტოც რეალური ფოტოა, მანამ ვიყავით ბეჭდურს მიჩვეულები. შემდეგ სოციალურმა ქსელმა ისე მოგვიხუფა თავი, რომ დღეს თითქმის სრულებით არ მოგვდის თავში გადაღებული ფოტოს დაბეჭდვის იდეა.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ოთხის ცარიელ კედელს ავხედე და გაფერადება გადავწყვიტე. ჩემი flickr-ის ფოტოალბომიდან ჩემივე გადაღებული ფავორიტი ფოტოები გადმოვარჩიე, ფლეშზე ჩავწერე და დასაბეჭდად წავიღე. თან მე ხომ თავგამოდებული მობაილ ფოტოგრაფერი ვარ და საკუთარი შესაძლებლობების შემოწმებაც მინდოდა. თუ კომპოზიცია და ფერები ქაღალდზეც ეფექტური იქნებოდა, ე.ი. საქმე, რასაც ვაკეთებ, სწორია.  Continue reading

გაფერადებული ისტორია

მახსოვს, ჩემი მეზობელი თალიკო ბებია (ბებოს დავწერდი, მაგრამ იმერეთში ბებია ვიცით) მეუბნებოდა, არ მიყვარს ფერადი სურათები, თვალებს მტკენსო. მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა მწვანედ აბიბინებულ ეზოში მდგარ ადამიანთა ჯგუფს რაიმე ზიანი მოეტანა მხედველობისთვის. თალიკო ბებიას რომ ეთქვა, ფერადი გამოსახულების აღსაქმელად ადამიანის მხედველობითი რესურსი უფრო იხარჯება, რაც სიბერისას თვალს ძაბავსო, უფრო გავიგებდი. Continue reading

თბილისის ფოტოგრაფიის ღამე 2012

გუშინ არსად გასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე ამოვყავი თავი. ძველი თბილისის 10 სხვადასხვა ადგილას დადგმული ეკრანები და მათზე თანამედროვე ფოტოგრაფთა სლაიდშოუები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ყოველივე ამის დედააზრი, ალბათ, ისევდაისევ ფოტოგრაფიის წახალისებაა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. ისე კი, თბილისში და, ზოგადად, საქართველოში ამ სფეროთი სულ უფრო მეტი  ინტერესდება. Continue reading