Tag Archives: ფილმი

“დედე” ანუ რატომ ვუყურებთ ან არ ვუყურებთ ფილმებს განმეორებით

მგონი ყველა ქართველი კინომოყვარული BIAFF-ზეც და სხვა კინოფესტივალებზეც განსაკუთრებით ელოდება ქართულ ფილმებს. ისეთ ქვეყანაში, სადაც “რაღაც ხომ მაინც კეთდება”-ს გავცდით, კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა, მარიამ ხაჭვანის “დედე”, რომელიც თითქმის მთლიანად სვანურ ენაზეა.  Continue reading

BIAFF 2017 ბლოგერის თვალით

არც თუ ისე ბევრი მოვლენაა ჩემი 29-წლიანი არსებობის ისტორიაში, რომელიც ახალ ეტაპთან ასოცირდება. ამათგან პოზიტიური მოვლენები კიდევ უფრო ნაკლები გამოდის. როცა 2012 წელს სამხედრო სამსახურს მოვრჩი, ეგრევე ბათუმში, კინოფესტივალზე გამოვიქეცი და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ეს ღონისძიება თავისუფლების პირველი ყველაზე დიდი ყლუპი.

ბათუმის კინოფესტივალი წელს უკვე მეთორმეტედ იმართება და ბევრ ცნობილ და საინტერესო ხელოვანთან ერთად, მას გია ყანჩელიც ესწრება, ქართული მინიმალისტური მუსიკის მამა, რომლის მელოდიები ქართულ კინოში 70-იანი წლებიდან ჩნდება და დღემდე აქტიურად გამოიყენება. Continue reading

ფილმი, რომელსაც მშობლებს ვაყურებინებდი

მე-5 კლასელი მე

მე-5 კლასელი მე

“სიძულვილი უძირო თასია, რომელშიც დაუსრულებლად შემიძლია, ვასხა.”

ევრიპიდე, “მედეა.”

მას შემდეგ, რაც კაენმა ადამიანთა მოდგმის 25% ქვის ერთი (ან რამდენიმე) მოქნევით ამოწყვიტა, ძალადობა კაცობრიობის ჰობია. მე კი ზურა ვარ, ბულინგის მსხვერპლი. სკოლაში იმ დროს ვსწავლობდი, როცა მოდაში “ბაბოჩკის” ტრიალი და კაი ბიჭობა იყო, ხოლო სწავლა – “გრეხი.” მახსოვს, ერთხელ დერეფანში მივდიოდი, როცა ვიღაცამ დამიძახა. მივიხედე და სახეში დაჭმუჭნილი ქაღალდებისგან გაკეთებული ვეებერთელა გუნდა მომხვდა. კლასში სახეახეული შევედი.

Continue reading

“ტიფლისი” ანუ ვნახოთ, რა გამოვა

ტიფლისი

ეს ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხი ჩემ გარშემო ახალ ქართულ სერიალზე ალაპარაკდა. “ტიფლისი” ჰქვიან. თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე მის მიმართ, რადგან ამ ქალაქში 30 მეტრსაც ვერ იპოვი, სადაც ადგილს აუთენტურობა ექნება შენარჩუნებული. ბოლოს მაინც ამიტაცა ინტერესმა და ჩავრთე.

სერიალი დეტექტიურია და მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისს ასახავს თავისი ცხოვრებით, წესჩვეულებით, კლასობრივი დაყოფით, კრიმინალით და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, პირველი ორი სერიიდან ასე ირკვევა. სცენარი არ არის გასაოცარი, ნორმალური და ზომიერია. კარგია, რომ სერიების ქრონომეტრაჟი დიდია, მაინც კვირაში ერთხელ გადის.

პროდიუსერი – ბერა, არხი – GDS. ე.ი. ფული აქვთ, რაც კარგია: კაპიკებიანი ბიუჯეტით საქართველოში წარსულზე ფილმს ვერ გადაიღებ. კოსწიუმებს, ინსტრუმენტებსა და დეკორაციებს რომ თავი გავანებოთ, ქალაქის ხედი, რომელსაც, კომუნისტების შემდეგ, ყველა ხელისუფლებამ მეტნაკლებად დედა უტირა, ვირტუალურად უნდა აღადგინო. შემორჩენილ აუთენტურ შენობებზე რაკურსის განსაზღვრაა აუცილებელი, რომ კადრში თანამედროვე რამ არ გამოჩნდეს. არც ზედმეტად ბევრი ახლო ხედი ვარგა, რომ ფილმს მასშტაბურობა არ წაერთვას და პავილიონში გადაღებულს არ დაემსგავსოს. Continue reading

ეძიე ფრენკი საკუთარ თავში

რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში კინომუსიკის საღამოზე ვიყავი. იშვიათი სიამოვნება მივიღე, როცა ორკესტრმა ჩემი ბავშვობა მუსიკალურად გააცოცხლა. ცრემლები მომადგა, როცა ნიკოლოზ რაჭველმა დენის დე ლა პატელიერის ფილმ “ცის ქუხილის” (Le Tonnerre De Dieu, კომპოზიტორი ჟორჟ გარვარენცი) საუნდტრეკი შეასრულა, ჩვენ რომ “ილუზიონის მუსიკად” მოვიხსენიებთ.

სახლში დაბრუნებული დავფიქრდი კინომუსიკის ევოლუციაზე. რა მელოდია ისმოდა ფილმებში და როგორ შეიცვალა იგი. ფაქტობრივად ჰანს ციმერამდე (ანუ 90-იან წლებამდე) სიუჟეტი ძირითადად კლასიკური ინსტრუმენტების აკომპანიმენტით მიდიოდა. შემდეგ სხვადასხვა ჟანრი შემოემატა, რაც თავისთავდ აისახა ფილმის დინამიკასა და გადმოცემის თავისებურებაზეც. თუმცა ამ პოსტის მთავარი თემა მთლად კინომუსიკა არ არის, თუმცა ფილმის პერსონაჟი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ, სულით ხორცამდე მუსიკოსია. მაშ ასე, ფრენკი. Continue reading

მონანიება

DSCN5637ბათუმის კინოფესტივალს ყოველთვის ახლავს მასტერკლასები და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. მახსენდება ნური ბილგე ჯეილანის სემინარი 2012 წელს, რომელზეც ეს რეჟისორი აღმოვიჩინე და საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ მის ფილმზე “ერთხელ ანატოლიაში” ჩამეძინა. შარშან ჯო ბოიდი “პინკ ფლოიდის” მოღვაწეობის პირველ წლებზე გვესაუბრა. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი სემინარი თენგიზ აბულაძის შემოქმედებას ეხებოდა. ძალიან დავაგვიანე. უფრო სწორად, წინა პოსტში ნახსენებ ფილმზე ვიყავი და დასრულებისთანავე იქ გავიქეცი.  Continue reading

ორი გამოსასწორებელი კლასი

CorrectionClass_cf_1200x1800არ ვიცი, თქვენთან როგორ იყო, მაგრამ ბავშვობაში უფროსები ხშირად მაშინებდნენ, რომ თუ კარგად არ ვისწავლიდი, გამოსასწორებელ კლასში გადამიყვანდნენ. მაშინ წესირად არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა და ყოველ გაფიქრებაზე სულ უფრო ცუდი სურათი წარმომიდგებოდა.

მაშინ არც სიძულვილის ენის მნიშვნელობა ვიცოდი, მაგრამ გაუცნობიერებლად მაღიზიანებდა სხვადასხვა მენტალური გადახრის მქონე პირთა განყენებულად მოხსენიება. ხშირად მესმოდა ფრაზები: “არ ეთამაშო მაგას, ავადმყოფია!” – გონებრივად ჩამორჩენილის მიმართ, “ეგ ინვალიდი” – პარალიზებულის მიმართ და ა.შ. ამ სიტყვებს დიდი თუ პატარა ისე ისროდა, აზრადაც არ მოსდიოდა იმ ადამიანის განცდა, ვისზეც საუბრობდა, რადგან ეს არ იყო მწარედ ხუმრობა ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იმ სიტყვებით არ დაავადდებოდა, არამედ რეალური დაავადების მქონეთა “არათავისიანად” მოხსენიება.

ამ თემაზეა ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმი “გამოსასწორებელი კლასი”, რომლის სიუჟეტი რუსეთის პროვინციაში ვითარდება. კლასში ახალი მოსწავლე ჩნდება – გოგონა ინვალიდის ეტლით. სიტუაცია სტანდარტულად ვითარდება: უმეტესობა მას ამცირებს, ხოლო ერთ-ერთ ბიჭს იგი უყვარდება. ამ მინირომანის გარშემო ვითარდება მოქმედება, რომელიც უფრო და უფრო იძაბება, იმატებს სიძულვილის ენა, ნიჰილიზმი და ადამიანთა გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სცენებიც, კოსწიუმებიცა და გარემოც კარგად ასახავს რეალობასაც და ხაზს უსვამს პრობლემას – გამოსასწორებელი კლასი საზოგადოების ანარეკლია. Continue reading

დიდოსტატის მარჯვენა TV Series

didostati

ორშაბათი, დილა.

ვიღვიძებ, საწოლის მარჯვნიდან ვიღებ ლეპტოპს, ვხსნი სერიალების საიტს და ვრთავ ახალ სეზონს, რომელსაც წელიწადს ველოდებოდი. სიუჟეტი ნაცნობია, მშობლიურიც კი. ჟანრი ისტორიული, მცირეოდენი ფენტეზის ელემენტებით. ასაკობრივი შეზღუდვა 15 +. “დიდოსტატის მარჯვენის” მე-2 სეზონის პირველი სერია დაიდო! Continue reading

“გაუცხოება” ქართულად

რატომ უნდა უყურო კინოში იმას, რასაც ყოველდღე ისედაც ხედავ? – ეს კითხვა მანამ დავუსვი საკუთარ თავს, სანამ ფილმ “გაუცხოებას” ვნახავდი. ახლა კი, მგონი, ახლოს ვარ პასუხთან და ვფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერ უხერხულს შეძლებისდაგვარად გავურბივართ და, შესაბამისად, არც არაფერს ვსწავლობთ იქიდან. ჩვენ ბოლომდე არ/ვერ ვძლებთ უხერხული სიჩუმის, დაძაბული ურთიერთობების, ჩამქრალი გრძნობების გარემოცვაში, მაგრამ ისინი ჩვენი ყურადღების გარეშეც არსებობენ. დრომ მოიტანა ასე. უფრო სწორედ, ჩვენ, რომლებიც ამ დროში ვცხოვრობთ. ხოლო ფილმში, ეკრანზე, ეს ყველაფერი  იმისთვისაა აღბეჭდილი, რომ დარწმუნდე, შენი თავის არიდებით არაფერი იცვლება. ან ერთ ადგილზე იქნება უძრავად, ან გაუარესდება. Continue reading

ბნელი რაინდის აღზევება

ყველაფერი, რაც ადამიანის თვალწინ ხდება, აუცილებლად აღIბეჭდება მის ცნობიერებაში. ეს ჭეშმარიტება მე ჯერ კდიევ მე-5 კლასში ვირწმუნე, როცა ბეტმენი პირველად ვნახე. იქიდან მოყოლებული, ეს გმირი ჩემი მარტოობის ნაწილია. ძირითადად, ალბათ, იმიტომ, რომ შიშების დაძლევა მსურს, კიდევ, ალბათ, იმიტომ, რომ მეტი ადამიანის დახმარება მინდა. მადლობა ღმერთს, შურისძიება არ მამოძრავებს, რაც ამ კომიქსის გმირის ერთ-ერთი მთავარი მოტივია. ბეტმენი, ალბათ, კომიქსადვე დარჩებოდა, სანამ მისით კრისტოფერ ნოლანი არ დაინტერესდა. Continue reading