Tag Archives: ფეისბუკი

ქართული ფეისბუკის ღილაკები

fuck-you

ათიოდ წლის წინ უბანში ბიჭები თუ ძერზკობით იწონებდნენ თავს და კიდევ უფრო ადრე – უბნის ყოჩობით, დღეს ეს პრეროგატივა ფეისბუკზე დატროლვის ან დედისტრ**ის დამხობამ შეცვალა.

ვისაც არ ეზარება, ყველა ერთმანეთსაა ჩაფრენილი და პოლიტიკური შინაარსის პოსტის გაელვებისთანავე იხუვლებს ხოლმე დედისარდამნდობი კომენტარების არმია.

მოვლენათა განვითარება:

  • საკბილო არგუმენტზე არგუმენტითვე ქილიკი
  • ცინიზმი
  • იდიოტური ლინკის ჩაგდება
  • არგუმენტები ილევა
  • დამხმარე ძალის გამოძახება
  • პირველი “შე ყლეო!”
  • პირველი “შენი დედამოვტყან!”
  • ახლობელი ნათესავების ცუდ კონტექსტში მოხსენიება
  • კუჭ-ნაწლავ-ღვიძლ-ხორხის წაბილწვა ათასგვარი გაუგონარი გზით…
  • საუკეთესო შემთხვევაში – “Block this person”

ასე რომ, დიერ მარკ ცუკერბერგ, მოგმართავ თხოვნით: ჩააყენე ქართულ ფეისბუკებში შემდეგი ღილაკები.
გოგოებისთვის:

  • თმებით თრევა
  • მობილურის გატეხვა
  • სახის დაკაწრვა
  • ძერზკი გინება (ვაკური აქცენტით)
  • “იძიოტკა!”
  • ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩარტყმა

ბიჭებისთვის:

  • დედის გინება (მინიმუმ სამი საფეხურის)
  • სახეში ხელის გარტყმა
  • დაპადიეზდება
  • წიხლქვეშ გაგდება
  • წაქცეულის ცემა
  • “კაი, რა მოგვდის, ბოზიშ-ვიყო!”
  • “ქართველები არა ვართ, მაგისდედამოვ..?”

და საერთო:

  • “ჯოჯოხეთში დაიწვებით ყველანი!”

გმადლობთ :)

როგორი არ უნდა იყოს ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი

მე, როგორც ფეისბუკის რამდენიმე (მათ შორის, სერიოზული) გვერდის ადმინისტსრატორს, საკმაო პასუხისმგებლობა მაწევს. ვკურირებ, როგორც ბლოგების, ისე კომპანიების გვერდებს, რაც, ზოგჯერ, ძალიან დამღლელია. შეიძლება, უცებ ამერიოს და პიარსკოლის  კედელზე ზურიუსის სათქმელი დავდო ან ჯიპა და 4პი ამერიოს ერთმანეთში. ყველას თავისი აუდიტორია ჰყავს, რომელიც ადმინისგან მისთვის დამახასიათებელ და უკვე ტრადიციად ქცეულ პოსტებს ითხოვს. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ მთავარი წესი დანაშაულის გაცნობიერება და ბოდიშის მოხდაა. გაუგებრობის თავიდან აცილების ამ უმარტივეს გზას ქართველები იშვიათად მივმართავთ, პრობლემებიც აქედან იწყება.

Continue reading

ფეისბუკი თუ გაქრება…

მარკ ცუკერბერგი Facebook-ს 15 მარტს დაასამარებს – 8 იანვარს გავრცელებულ ამ ნიუსს მსოფლიო გამოცემები პასუხობენ. BBC-ის გვერდზე განთავსებულ სტატიას თვალი რომ გადავავლე, სისხლი კინაღამ ჩამექცა. Weekly World News-ზე გამოქვეყნებული ცუკერბერგის ციტატებმა სულ გადამრიეს: Continue reading

მინიგამოძიება კოდური სახელწოდებით “საოჯახო iPod 4G”

მეც ვულოცავ გიორგი წიქარიშვილს და მის მეუღლეს, ქალბატონ ხატია კირვალიძეს. პრიჩომ ტუტ ხატია კირვალიძეო, იკითხავთ ალბათ. მე კი დავძენ (როგორ ამეკვიატება ხოლმე ეს დაძვნა), რომ…

Continue reading