Tag Archives: ტვიტერი

ცხონებული მე-ს აზრები Vol 8

ფოტო - თამარ მირიანაშვილი

ფოტო – თამარ მირიანაშვილი

რამდენი ხანი გავიდა, რაც ამ ტიპის პოსტი არ დამიწერია. ისევ ტვიტერში გამოქვეყნებული ჩემი ფრაზები ამოვკრიფე. :)

• ადამიანები გვერდით დგომით მეგობრდებიან და ქვეშმიწერით მრავლდებიან.

• მე მაინც მგონია, რომ პრემიერმინისტრი დეფისით არ უნდა იწერებოდეს, რადგან კი ორი სიტყვაა, მაგრამ ერთი სუბიექტია, განსხვავებით დედ-მამისგან.

• ამაზრზენი რეალობა: ზოგჯერ ადამიანს ის ხელი უნდა მოაჭრა, რომლითაც დახმარებას გთხოვს.

• ღმერთმა ადამიანს 2 თირკმელი იმისთვის მისცა, რომ ფული სხვისგან არ ისესხოს.

• რატომ ხდება, რომ ქორწილში პატარძლის ნასროლი თაიგული ან სულ ძირს ვარდება, ან სულ კაცები იჭერენ და სხვებს (მათ შორის კაცებსაც) აჩეჩებენ?

• სიყვარული არის ხელფასი. ხელფასი სიყვარული არ არის.

• ერთმა მკითხა, ერეკლე დეისაძე კარგია თუ ცუდიო. მეთქი, ერეკლე დეისაძე არის ცოტა. :))

• ჰიტლერს თავისი საქმე პუტინის ინტერვალებით რომ ეკეთებინა, მესამე რაიხი მეტ ხანს იცოცხლებდა.

• არასრულფასოვნების კომლექსს თუ ვერ მოიხსნი, რამე მაინც შემოიცვი ზემოდან.

• რაც უფრო მეტ წაქცეულს გაუწვდი ხელს, მით მეტი წაიქცევა.

ცხონებული მე-ს აზრები 4

ტვიტერი ჩემი პულსია. ხანდახან თვალს რომ გადავავლებ, ისეთ ჩანიშნულ რამეს ვნახავ, რომელიც ყველაზე მეტად საუბრობს ჩემზე. ასე რომ…

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/03/Yann-Tiersen-Labsente.mp3|titles=Yann Tiersen – Labsente]
  • ხანდახან მგონია, რომ ჩემში წამატებამოხდილი მოხუცი ცხოვრობს, რომელსაც წარსულის აჩრდილები დასდევენ. ასე ვარ ბავშვობიდან. ბებერი ბავშვი ვარ? Continue reading

ცხონებული “მე”-ს აზრები 5

ბოლო დროს, ქე იცით რატომაც, სოციალურ ქსელებზე ვეღარ ვაქტიურობ. ჯიპამ და “ჰარი პოტერმა” იმდენი მიქნეს, რომ ტვიტერი გადამაჩხრეკინეს და ერთ-ერთი უწინდელი პოსტის ფორმა აღმადგენინეს.

ქართულნი:

  • ჟურნალისტობა ქირურგობას ჰგავს: როცა საყვარელ ადამიანს “კვეთ”, ხელი არ უნდა აგიკანკალდეს.
  • მყრალად არ მიყვარს, როცა ბლოგის პოსტის სათაურში სიტყვა “პოსტია” ნახსენები :|
  • ვიღაცას რაღაც დაეწვა, თუ ნასკები მაქვს გამოსაცვლელი?
  • რა საინტერესო სიტყვაა “ცოდვა”. ღირსების ორდენს ჰგავს. სურვილისამებრ მიანიჭებ, რასაც გინდა. Continue reading