Tag Archives: ტენორი

პლასიდო დომინგოს ფენომენი

მსოფლიო ოპერის პაპის ბათუმში ვიზიტით კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის ეპოქა დასრულდა. ამიერიდან ტელევიზორში დომინგოს კონცერტის ფრაგმენტები გაიჟღერებს. ვისაც ოპერა და, განსაკუთრებით, დომინგო უყვარს, ვულოცავ (საკუთარი თავის ჩათვლით). დანარჩენებს კი გაძლებას ვუსურვებ. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: ბათუმის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხელოვანის ვიზიტია.

რეალურად რა მოგვიტანა ამ ღონისძიებამ? Continue reading

ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მოასწრო

2007  წელი, 6 სექტემბერი, დილა. მესიჯი მეზობლისაგან: “Zura, viziareb luchano pavarotis gardacvalebas. Gmertma acxonos.”

იმ დღეს ვიგრძენი, რომ ვიღაც, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, მეხმარებოდა, ფანტაზიას მაწვდიდა და გულს მიმაგრებდა, გამომეცალა. იმ დღეს ვიგრძენი, რომ სრულიად მარტო დავრჩი. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უზომოდ უყვარდა, გარდაიცვალა.

საბედნიეროდ, ღმერთმა მას აცალა და მანაც ყველაფერი მოასწრო. უკვე სამი წელია, უშეღავათოდ მენატრება.

“Penso che una vita per la musica sia una vita spesa bene ed è a questo che mi sono dedicato” –  “მიმაჩნია, რომ მუსიკით ცხოვრება ეს კეთილად ცხოვრებაა, რასაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი” – ასე ამბობდა.

დღეს მეტს არაფერს დავწერ. არ მიმაჩნია საჭიროდ ტკივილის გამომზეურება. ზოგს არ სჯერა, ზოგს არ უყვარს ასეთების კითხვა, ზოგსაც ნერვები ეშლება. ხოლო ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორ მიყვარდა ლუჩანო, ნახეთ ეს და თუ არ დაგეზარებათ, მომისამძიმრეთ :(