Tag Archives: ტალახი

მეწყერი ვჭამოთ?

ტიციანს ეს რომ ენახა, არამგონია, ლექსი მეწყერისთვის შეედარებინა. თუმცა ამას დედაბუნების ხასიათზე ნამდვილად არ უმოქმედია და მეწყერი კვლავინდებურად ხდება. ესაა, რომ მას უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. მაინც რა იწვევს მეწყერს?

Continue reading

ამ ჩვენს ქალაქში რა არ მოსულა (ვიდეოკოლაჟი)

რაც Flip კამერა ვიყიდე, უფრო დაკვირვებული გავხდი. ეს იგივეა, ფოტოაპარატს რომ იყიდი და მერე გაფაციცებული რომ აკვირდები, არიქა, რაიმე საინტერესო მოაქციო ობიექტივში. ასე ვარ მეც. გამიმართლა, თბილისში რომ ვცხოვრობ. აი, რატომ:

ეს დღევანდელი ტალახიანი წვიმაა


Continue reading

ფოტოკოლაჟი: ტალახის საოცრება

ამ გადარბენის ჟამს დავრწმუნდი, რაოდენ ყოვლისშემძლეა ბლოგის Draft–ი :)

დღევანდელი თემა ისევ ფოტოკოლაჟია. გადავქექე ალბომები და ახლა აფრიკაში გადავინაცვლოთ, მალის რესპუბლიკაში. ეს ჯენის მეჩეთია, რომელიც ქალაქ ჯენეში დაახლოებით მე-13 საუკუნეში აიგო. თვითონ ჯენე ქრისტეშობამდე მესმე საუკუნიდან არსებობს და კონტინენტის ამ რეგიონის უძველესი ქალაქია. მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ჯენეს ნაგებობა უნიკალურად ითვლება, არის მასალა – ტალახი. დიახ, მთელი შენობა მხოლოდ მოზელილი ტალახისგანაა შექმნილი, რის გამოც ჯენის მეჩეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალახის ნაგებობაა. მეტიც, ჯენეს ყველა ნაგებობა, ყველა სახლი, ტალახისგანაა შექმნილი.

ტალახის არქიტექტურა ჯენეს მკვიდრთათვის შორეული წარსულიდანაა ცნობილი და თაობებს გადაეცემა. პრინციპი უცვლელია: მზეზე გამომშრალ ტალახის აგურებს ერთმანეთზე ალაგებენ და ტალახითვე ლესავენ. კედლებს ყოველ წელს შეაკეთებენ, რათა წვიმის სეზონისაგან დაზიანებული ადგილები ამოავსონ. რაც შეეხება ტალახს, იგი მხოლოდ მიწისა და წყლის ნაზავი არ არის. მასში შერეულია როგორც თივა, ისე ნაკელიც.

ჯენეს მეჩეთის მშენებლობა მეცამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ნაგებობა რამდენჯერმე დაინგრა და ხელახლა აიგო, რისი ძირითადი მიზეზიც წვიმა გახდა. ვინაიდან აფრიკაში ეს არც თუ ხშირი მოვლენაა,  ჯენეს მეჩეთი მხოლოდ რამდენჯერმე განახლდა. მისი დღევანდელი სახე 1907 წელს შეიქმნა. 1988 წლიდან მეჩეთი UNESCO-ს სიაშია შესული.

ძველი მეჩეთის ნანგრევები

პირველი წყაროების მიხედვით, როცა სულთანი კუნბურუ გახდა მუსულმანი, მან საკუთარი სასახლე დაანგრევინა და მის ადგილას აღნიშნული მეჩეთი აგებინა. 1834–1836 წლებში სეკუ ამადუმ, ფულელმა ლიდერმა და ჯიჰადის ერთ–ერთმა ინიციატორმა, ახალი, უფრო განიერი მეჩეთი ააშენებინა, რომელიც წინა ნაგებობიდან სამხრეთით იდგა. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ის კოშკები, რომლებიც მანამდე არსებულ მეჩეთს გააჩნდა.

ჯენეს დიდი მეჩეთი, აქაური არქიტექტურის თანახმად, მზეზე გამშრალი ტალახის აგურებითაა აშენებული და ტალახითვე გალესილი. შენობის ფუძე 75-მეტრიანი კვადრატია და ტალახის ერთგვარ პლატფორმაზე დგას. მეჩეთის სიმაღლე 3 მეტრია და შიგ 6 კიბეა. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. გარეთა კედლები ერთმანეთს პერპენდიკულარულად არ ეხება, რაც შენობას ტრაპეციის ფორმას აძლევს. მთავარი სალოცავი  3 მეტრის სისქის კედელი, იგივე ქიბლა, აღმოსავლეთით, მექასკენ არის მიმართული. მლოცველთა დარბაზი მართკუთხოვანი ფორმისაა, 26/50 მეტრზე. ტაძრის სქელი კედლები დღის სინათლეზე გამოყოფილ სითბოს შთანთქავენ. საღამოთი კი ნაგებობის სახურავზე ამოჭრილ 104 ხვრელს თიხის ხუფს ხსნიან და იქიდან ამოსული სითბო ტაძარში ტემპერატურას დაბლა წევს.

წვიმისაგან დაზიანებულ მეჩეთს კედლებში დატანებული პალმის ფიცრების დახმარებით არემონტებენ.  ეს ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ტაძარი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს. მთავარი კი მზე, მარჯვე ხელები და ჯენეს ტრადიციული ტალახია. Continue reading