Tag Archives: სცენა

უიტნი ჰიუსტონი – ხმა, რომელიც ყველას მოსწონდა

დღეს დილით ის მოხდა, რასაც, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი: ჩემი ცოცხალი ვარსკვლავების კოლექციას უიტნი ჰიუსტონი გამოეცალა. თითქოს, წმინდა ბროლის ფიგურა თაროდან გადმოვარდა და დაიმსხვრა. Continue reading

ქართული სუფრა, არტისტი ბიძები და სცენა, სადაც ყველა თამაშობს

გულჩვილი და მიამიტი ყოველთვის ვიყავი, როცა ტკბილი სიტყვა მესმოდა. ასე იყო მაშინაც, როცა სუფრაზე მოქეიფე უფროსებთან ამოვფყოფდი თავს. მაშინ უფროსი ბიძიები მეუბნებოდნენ, რომ როცა გავიზრდებოდი, ქართული სუფრის ტრადიციები მე უნდა გადამებარებინა. მაშინ ზრდილობიანად ვუქნევდი თავს. გავიდა წლები და დღეს საკუთარ თავს ვკითხე: რა უნდა გადამებარებინა მათგან, მსახიობობა? Continue reading

“ტიტანიკის” ამოჭრილი სცენები – სულ სხვა ფილმია!

წინა ვეებერთელა პოსტის შემდეგ, შეიძლება, მომაბეზრებელი გეჩვენოთ, მაგრამ ვინც ფილმ “ტიტანიკის” ფანები ხართ ან, სულაც, გიყვართ და მოგწონთ იგი, თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. ნახეთ, როგორი იქნებოდა ფილმი, მონტაჟის დროს სხვადასხვა ნაწილი რომ არ ამოეღოთ. კადრში შემოდიან სულ სხვა გმირები, რომლებიც სიტუაციას სრულიად ცვლიან და შინაარსიც სულ სხვანაირად ვითარდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი ფილმის საერთო ტემპს ანელებს და, ალბათ, ამიტომაც ამოჭრეს. მერე მეორეც, “ტიტანიკის” ხანგრძლივობა ისედაც ვეებერთელაა და კიდევ ზედმეტი სცენებით გადატვირთვა ძირითად სათქმელს გააფუჭებდა. საერთო ჯამში, სრული ვერსიის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ კემერონი სწორად მოიქცა, ეს სცენები რომ ამოჭრა. მაყურებელს ქვეცნობიერში პატარა ინტრიგა დაუტოვა, რომ ცოტა რაღაც-რაღაცებზე ცოტათი მეტი ეფიქრა. მოკლედ, ნახეთ:

პ.ს. ფინალი არის ზეეეე საინტერესო ;)
Continue reading