Tag Archives: სტვენა

ვინ თქვა, სტვენა ხელოვნების დარგი არ არისო???

წუხანდელი ჩაღვრილი ჩაით დანესტიანებულ ლოგინში დაწერილი პოსტი

1459720_255335867947372_850288406_n

რამდენი რამის დაწერა მინდა ახლა… მახსოვს, სადღაც 2008 წლის ერთ-ერთ საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, ავტობუსში ქალი შემოტრიალდა და შარიანი ხმით მისაყვედურა: “აუ, ნუ უსტვენთ, რა!” ხმა არ ამომიღია, მხოლოდ გულში გავიფიქრე, რომ “სტვენ” იყო სწორი ფორმა და არა “უსტვენ”. არა და პიანისიმოზე ვსტვენდი ისე ჩუმად, თან ყველაზე ღვთაებრივ არიას.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სპექტაკლზე ტექსტი დამავიწყდა, სცენის შიში დამჩემდა. ფეხს შევდგამდი თუ არა, თავში ყველაზე ცუდი და უხერხული სიტუაციები მეხატებოდა, თუ როგორ დამცინის მაყურებელი, როგორ ვწითლდები სირცხვილისგან და როგორ მემართება გულის შეტევა. მიკვირს, რომ სტვენისას ასე არასდროს დამმართნია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის სიახლის თქმა ასეთნაირად უფრო ადვილია, ვიდრე საუკუნეებგამოვლილი სამსახიობო ოსტატობით.

სტვენისას “დაგჭირდებათ” ტუჩები, ენა, კბილები, გულ-მკერდი და მუცელი. ამათზე ჰაერის წნევის მონაცვლეობით მიიღებთ ბგერას, რომელსაც ტვინი ყურის მეშვეობით აკონტროლებს. სასიმღერო ვოკალისგან განსხვავებით, სტვენითი ბგერა ადამიანის სხეულის გარეთ წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ტუჩებს გამოსცდება. მღერის დროს კი მუსიკალური ბგერა ჯერ ხორხსა და პირის აპარატში ჟღერს და მერე – გარეთ. ამიტომ იგი სხეულის შიგნიდანაც გვესმის და გარედანაც, რითაც უფრო ადვილია მისი კონტროლი, ყალბი ნოტი რომ არ აიღო. ერთი სიტყვით, სტვენა უფრო რთულია.

ყოველთვის მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს მნდომებია, ვყოფილიყავი ხელოვნური. არ შემიძლია, კარგად ვაკეთო ის, რაც არ მსიამოვნებს, და ხელოვნურობა – არ მსიამოვნებს.

დღეს საღამოს “ბრავოს” ლაივია, ჩემი ლაივი. დიდხანს ველოდი ამ დღეს. ვიღაცებისთვის ეს მეგაშოუა, ზოგისთვის შეჯიბრება, ჩემთვის კი ეს ლამაზი საღამოა, რომელზეც მექნება პატივი, კიდევ ერთხელ დავუსტვინო ორკესტრთან ერთად. ჩემი კონკურენტი ჩემი მეგობარია და, მიუხედავად უხერხულობისა, გულის სიღრმეში მიხარია, რომ ძალიან ძლიერ შემსრულებელს ვეჯიბრები. თან ლობისტიც მაგარი შემხვდა. ანუ ისე არ არის, აბა, გავუღიმეთ კამერას და მერე პაკაა. ვწერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს და ძალიან კარგია ეს.

დღეს, ალბათ, ვიქნები სევდიანი. არ ვიცი, ვნახოთ. სევდაც კარგია ხოლმე, ისევე, როგორც მხიარულება. თქვენ კი, ვისაც “ჩემი კუკარაჩა” გინახავთ და იცით, რომ არც ფეხი მაკლია, არც ხელი, არც, მადლობა ღმერთს, მძიმე ავადმყოფი არ ვარ და არც მასკულტურის ჟანრს ვასრულებ, შეგიძლიათ, დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 301. თუ ფული არ გაქვთ და ა.შ., მაშინ უფასოდ შეგიძლიათ, მომცეთ ხმა ამ ბმულზე.

წავედი ახლა, მივხედო საქმეს … :)

რატომ არ წავედი “ნიჭიერში”

რა არის “ნიჭიერი”? – “ნიჭიერი” არის მრავალფეროვანი “ჯეოსტარი” და სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, ოდესმე მაინც, დედუნა მის ჟიურიში მოხვდება. კაცმა რომ თქვას, დებილები, უგუნურები, თაღლითები, ალაგ-ალაგ ნიჭიერები , გამაოგნებლად საინტერესო ადამიანები, და “კაე ტიპები” აქაც ბლ(ი)ომად არიან. არ ვიცი, რომელ კრიტერიუმს მივეკუთვნები მე, მაგრამ ამ ზაფხულზე ორჯერ დამირეკეს “ნიჭიერიდან”, რათა ჩემი სტვენით გამოვსულიყავი ჟიურის წინაშე. Continue reading

ჩემი საშობაო სტვალბომი

მიუხედავს იმისა, რომ ზაფხულის მერე ჩემს გემოზე პრატიკულად არ მისტვენია, მაინც გადავწყვიტე, რამდენიმე საშობაო სიმღერა ჩამეწერა. გიძღვნით ყველას, ვისაც გიყვართ, ვისაც გსიამოვნებთ ;)

შენ დაუკააარრრრრრ Continue reading

უგადაი მელოდიუ

მოკლდედ, სააკაშვილმა ისე გადარია ყველაფერი, ბუნებაც გამოიყვანა წყობიდან! რუსეთის ჩინოვნიკების სპირტიანი ახირებები და შიშველი ტრაკოვნებები!…

პირადად მე დავიღალე ასეთი შინაარსის ინფორმაციით. სულ ცოტა ხნის წინ თავში ერთმა ნოსტალგიამ დამკრა, სახელად “უგადაი მელოდიუ”. ბავშვობაში ახლომახლო ხალხს შემოვიკრებდი და მელოდიებს ვსტვენდი, მათ კი უნდა გამოეცნოთ. ჰოდა ახლა ყველაფერი ეს ვიდეოპოსტებად გადმოვიტანე და აბა თქვენ იცით :)

პ.ს. ყველა სწორ პასუხზე ჯილდო იქნება ნებისმიერი სიმღერის სტვენა ლაივში :green:

Continue reading

ჟღურტული “საქართველოს რადიოზე” ანუ შენც გაქვს შანსი

არ შეიმჩნიოთ. უბრალოდ, ერთი კვირაა, "ავიატორის" ყურებას ვერ მოვრჩი

ამაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.  არც მითქვამს. არ ვაპიარებ, მხოლოდ ვამბობ ;)

მეგობარმა, ყოფილმა დასელმა და კაი ადამიანმა ლანამ მთხოვა მის საავტორო გადაცემაში მიმეღო მონაწილეობა.  “ენერჯი” – ახალი რადიოპროექტია, რომელიც განსხვავებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ეთმობა. იმედია, ხვდებით, რატომ გამომარჩიეს მე. თუ არა და, მოუსმინეთ ;) ვერც ერთ პლეერზე ავტვირთე ასე რომ, მოგიწევთ ლინკით სარგებლობა.

გადმოიწერეთ აქედან!

სურათი არც ისე ტყუილად დამიდია. შეპყრობილი ვარ რაღაცის მიღწევის სურვილით. ღმერთო, ნუ გადამრევ და დამეხმარე, სწორ გზას არ ავცდე! :)

P.S. ვისაც რაიმე უცნაური  ნიჭი გაქვთ და გინდათ, რადიომსმენელებმა გაგიცნონ, დამიკომენტეთ აქ. გეტყვით, რომ, ვიდეოკამერისგან განსხვავებით, რადიომიკროფონი საერთოდ არ აკომპლექსებს. ასე რომ, უფრო თამამად! ;)

P.S.2 ვისაც კიდევ არ გადაგიწყვეტინათ, დაიკიდეთ და უყურეთ

მსტვნელი ვიდეოები

ნუ გეშინიათ, მტრის ჯინაზე თმა არ შემიჭრია! უბრალოდ, ეს არის ვიდეოები, რომლებიც, მიზეზთა გამო, ვერ დავდე და ახლა გთავაზობთ ჩემი მსტვნოიარე ტუჩების ნაშიერს :green:

P.S. დააფასეთ სტვენა. რა იცით, როდის აღიარებენ ;)

Continue reading

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მიყვარს საკუთარი თავის ჩვენება.

ჰო, ვარ არაორდინარული და ჩემი საქციელით ბევრს ვაბნევ, მაგრამ ეგ არაფერი. გული მაქვს კეთილი (მგონი) ;)

მოკლედ, ვინც არ მიცნობთ, ქუჩაში რომ შემოგხვდეთ და ვერ მიცნოთ, იცოდეთ, რომ:

  1. თავზე ან კეპი მეხურება, ან “ხინკალა” ქუდი, ან შლიაპა
  2. შესაძლებელია მეკეთოს სათვალე (ოპტიკური მაინც)
  3. თუ ტელეფონზე არ ვსაუბრობ, ყურში აუცილებლად ყურსასმენები მეკეთება
  4. ხოლო თუ ყურსასმენები მიკეთია, მაშინ დააკვირდით ხელებს: თუ ისინი წყნარად ჰკიდია და რაიმე მუსიკის ფონზეარ ირხევა, არ გაეკაროთ იმ ადამიანს. მე არ ვიქნები.
  5. დიდი შანსია, მხარზე ლეპტოპის შავი ჩანთა მეკიდოს, თუმცა მასში კომპიუტერი არ იდება, ვინაიდან არ გამაჩნია. პრინციპში, ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ დამატებითი მინიშნებაა, რომ ეგ ახალგაზრდა მე ვარ
  6. თვალებზე დამაკვრიდით: თუკი ყურსასმენები მიკეთია, ადვილად შეძლებთ, ამოიცნოთ, რა სახის მუსიკას ვუსმენ Continue reading

სტვენა, სტვენა და კიდევ სტვენააააა!…

553680-3-whistling-სტვენას მე-9 კლასიდან ვჩალიჩობ, მაგრამ თავიდან არაფერი გამომდიოდა. არადა ძალიან მინდოდა, მეც “გამომესხივებინა” ის სტრატოსფერული სიმაღლის ბგერები, სხვები რომ პირში თითების ჩათხრით აკეთებდნენ. მე ასეთი მეთოდები, რა თქმა უნდა, არ მომწონდა და მინდოდა, ჩვეულებრივად, გელუხრად მესტვინა, ოღონდ კარგად ;)
ისევ და ისევ ოპერამ მიხსნა. ყოველდღე დილიდან საღამომდე კალასის ჩანაწერებს ვაყოლებდი სტვნას. უნდა გენახათ, როგორ ვწითლდებოდი სახეზე, როცა მაღალ ნოტებს ვერ ვიღებდი ან კიდევ, როგორ ვლურჯდებოდი, როცა სუნთქვა არ მყოფნიდა :D 2 წლის დამღლელი, მაგრამ სასიამონვო მუშაობის (ანუ სხვების ტვინის წაღების) შემდეგ შედეგს მივაღწიე და ახლა გთავაზობთ ჩემი სტვენის პირატულ ჩანაწერებს :P

“ლუჩია დი ლამერმური” – დონიცეტი (მარია კალასი)

“ჯადოსნური ფლეიტა” – მოცარტი (ლუჩიანა სერა)

“არმიდა” – როსინი (მარია კალასი)

“ლაკმე” – დელიბი  (მარია კალასი)

“ტრავიატა” – ვერდი (მარია კალასი)

რომ იცოდეთ, რამხელა სიამოვნებაა, როდესაც Mi-ბემოლს ან Fa-ს გამოსცემ!… :P