Tag Archives: სოციალური ქსელი

დღეს რაზე ვიღლიცინოთ?

ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებს აქტიურად მოვიხმართ, მისი მიკრო თუ მაკროკლიმატის ნაწილი გავხდით. შესაბამისად, არ შეგვიძლია, არ გამოვეხმაუროთ ან, უბრალოდ, მიღმა დავრჩეთ იმ მოვლენებისა, რომლებიც ამოიფრქვევა, გავირუსდება ხოლმე და მერე დავიწყებას მიეცემა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ფეისბუკის ალიაქოთს და ვეცადე, ყველა ის საკვანძო თემა მომენიშნა, რომელმაც ფბ ერი ააღლიცინა. რაც დავასკვენი, არის ის, რომ ახალი თემა, ძირითადად, დღის მეორე ნახევარში აგორდება და პიკს იმავე საღამოს ან მეორე დღეს აღწევს, როცა ფეისბუკ მოქალაქეთა მიმღები ნაწილიც (ანუ ისინი, ვინც თემებს ტრენდულად არ აქცევს და უბრალოდ აყვება მათ) აქტიურად იზიარებს ამბავს. ყოველი ახალი თემა საშუალოდ ორ დღეს ცოცხლობს, შემდეგ ახალი საქოთქოთე მასალა იჩეკება და ფარავს მას. მაშ ასე, სოციალური მედიის ბოლოდროინდელი პანიკის მიზეზები: Continue reading

როგორი არ უნდა იყოს ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი

მე, როგორც ფეისბუკის რამდენიმე (მათ შორის, სერიოზული) გვერდის ადმინისტსრატორს, საკმაო პასუხისმგებლობა მაწევს. ვკურირებ, როგორც ბლოგების, ისე კომპანიების გვერდებს, რაც, ზოგჯერ, ძალიან დამღლელია. შეიძლება, უცებ ამერიოს და პიარსკოლის  კედელზე ზურიუსის სათქმელი დავდო ან ჯიპა და 4პი ამერიოს ერთმანეთში. ყველას თავისი აუდიტორია ჰყავს, რომელიც ადმინისგან მისთვის დამახასიათებელ და უკვე ტრადიციად ქცეულ პოსტებს ითხოვს. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ მთავარი წესი დანაშაულის გაცნობიერება და ბოდიშის მოხდაა. გაუგებრობის თავიდან აცილების ამ უმარტივეს გზას ქართველები იშვიათად მივმართავთ, პრობლემებიც აქედან იწყება.

Continue reading