Tag Archives: სოციალური ქსელები

BIAFF 2017 ბლოგერის თვალით

არც თუ ისე ბევრი მოვლენაა ჩემი 29-წლიანი არსებობის ისტორიაში, რომელიც ახალ ეტაპთან ასოცირდება. ამათგან პოზიტიური მოვლენები კიდევ უფრო ნაკლები გამოდის. როცა 2012 წელს სამხედრო სამსახურს მოვრჩი, ეგრევე ბათუმში, კინოფესტივალზე გამოვიქეცი და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ეს ღონისძიება თავისუფლების პირველი ყველაზე დიდი ყლუპი.

ბათუმის კინოფესტივალი წელს უკვე მეთორმეტედ იმართება და ბევრ ცნობილ და საინტერესო ხელოვანთან ერთად, მას გია ყანჩელიც ესწრება, ქართული მინიმალისტური მუსიკის მამა, რომლის მელოდიები ქართულ კინოში 70-იანი წლებიდან ჩნდება და დღემდე აქტიურად გამოიყენება. Continue reading

დღეს რაზე ვიღლიცინოთ?

ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებს აქტიურად მოვიხმართ, მისი მიკრო თუ მაკროკლიმატის ნაწილი გავხდით. შესაბამისად, არ შეგვიძლია, არ გამოვეხმაუროთ ან, უბრალოდ, მიღმა დავრჩეთ იმ მოვლენებისა, რომლებიც ამოიფრქვევა, გავირუსდება ხოლმე და მერე დავიწყებას მიეცემა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ფეისბუკის ალიაქოთს და ვეცადე, ყველა ის საკვანძო თემა მომენიშნა, რომელმაც ფბ ერი ააღლიცინა. რაც დავასკვენი, არის ის, რომ ახალი თემა, ძირითადად, დღის მეორე ნახევარში აგორდება და პიკს იმავე საღამოს ან მეორე დღეს აღწევს, როცა ფეისბუკ მოქალაქეთა მიმღები ნაწილიც (ანუ ისინი, ვინც თემებს ტრენდულად არ აქცევს და უბრალოდ აყვება მათ) აქტიურად იზიარებს ამბავს. ყოველი ახალი თემა საშუალოდ ორ დღეს ცოცხლობს, შემდეგ ახალი საქოთქოთე მასალა იჩეკება და ფარავს მას. მაშ ასე, სოციალური მედიის ბოლოდროინდელი პანიკის მიზეზები: Continue reading

ფეისბუკი თუ გაქრება…

მარკ ცუკერბერგი Facebook-ს 15 მარტს დაასამარებს – 8 იანვარს გავრცელებულ ამ ნიუსს მსოფლიო გამოცემები პასუხობენ. BBC-ის გვერდზე განთავსებულ სტატიას თვალი რომ გადავავლე, სისხლი კინაღამ ჩამექცა. Weekly World News-ზე გამოქვეყნებული ცუკერბერგის ციტატებმა სულ გადამრიეს: Continue reading

რ?ა?ტ?ო?მ?

ადამიანთა ერთ-ერთია, რაც ცხოვრებას საინტერესოს და სასიცოცხლოდ ვარგისს ხდის. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ფეისბუკელი მეგობარი თუ ბლოგერი პირადად გავიცნო. დღეს ერთი აზრი ამეკვიატა, სახელწოდებით

რატომ?

რატომ არიან ზოგიერთი სოციალური ქსელის წარმომადგენლები ძალიან ან რადიკალურად განსხვავებულები რეალურ ცხოვრებაში?

ბევრს ვიცნობ, რომელიც მთელს ფეისბუკს ან ბლოგებს თავისი მეამბოხე, ორიგინალური, სასაცილო, რადიკალური, ამაზრზენი ან ექსცენტრიული სტატუსებით აწრიალებს. ბევრია, რომელიც ყოველ მეორე განახლებად რაიმე ამაზრზენს, შეურაცხმყოფელს ან სადისკუსიოს დებს. ბევრს ისეთსაც ვიცნობ, ვინც მხოლოდ მკივანა და მწვავე საკითხებზე პოსტავს.

რეალობაში კი…

ან დამფრთხალები, მოკრძალებულები, დაშინებული და თმააბურძგნული გამოხედვით,

ან მუდუები, დამუნჯებულები, не рыба – не мясо-ები, მაზალო ტიპები, ქლიბები, მოსაწყენები.

მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება, ადამიანი ყველგან იყოს ის, ვინც არის? არ ვგულისხმობ, რომ ყველანი უნდა იყვნენ გმირები და თავისუფალი სიტყვისა და ლიბერალური შეხედულებების საქვეყნო მანიფესტაცია მოახდინონ. უბრალოდ, ისე ჩვეულებრივად და იმავე ფორმით გამოხატონ თავიანთი აზრები და შეხედულებები, როგორც ამას სოციალურ ქსელში აკეთებენ. მოკლედ, იყვნენ ადეკვატურები იმისა, რასაც ფიქრობენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ხმაურიანი ადამიანები რეალურად დაკომპლექსებულები და ლუზერები არიან.

რ?ა?ტ?ო?მ?