Tag Archives: სოლიდარობა

საკურა კვლავ აყვავდება

ის, რაც დღესდღეობით იაპონიაში ხდება, ბევრის მსგავსად, მეც ერთ დიდ კითხვას მიჩენს:

რ ა ტ ო მ ?

ეს ქვეყანა აზიაში ყველაზე კოპწია, სუფთა, ნატიფ და ინდივიდუალური კულტურის მატარებლად მიმაჩნია. ბოლო არგუმენტზე ბევრი მომედავება, რომ რაღაც-რაღაცები ჩინელებისგან გადმოიღეს და ა.შ. ეგრე იყოს: იაპონელებს არ გამოუგონიათ ტელევიზორები, სამაგიეროდ იაპონური ხარისხის იგივე ტექნიკა საუკეთესოა. ჩემთვის მთავარია, როგორ განავითარებ იმას, რაც გაქვს ან, თუნდაც, შეიძინე. Continue reading