Tag Archives: სიცილი

ზაკ გალიფიანაკისი, ნატალი პორტმანის გაპარსული ვაგინა და ორი გვიმრა

Zach Galifianakis

ერთი კითხვა საკუთარ თავს:

რატომ აქამდე არ ვიცოდი ამ ტიპის შესახებ?

ეს ჰენგოუვერი კაცი კი ვიცოდი, მაგრამ მისი შოუ პირველად ვნახე და სიცილით ვხოხავ :d :d :d :d :d

ზაკ გალიფიანაკისის შოუს “ორ გვიმრას შორის” ჰქვია, რომელიც, ძირითადად, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეკაიფება. უბანძესი და თან უმაგრესი დეკორაცია, ლეღვი საუბარი და ბევრი სიცილი. მოკლედ, ეს ვიდეოები ძილის წინ ნახეთ და ვისაც არ გაგეცინებათ, ან ინგლისური ისწავლეთ ან თავი მოიკალით :green:

დანარჩენ ვიდეოებს იმიტომ არ ვდებ, რომ 1: პოსტი ძალიან გრძელი გამოვა და 2: ემბედ კოდი აქვს დაბლოკილი. ასე რომ, გადაბრძანდით მაგ ბმულზე და დანარჩენი სიამოვნება იუტუბისგან მიიღეთ. მე მადლობასაც დავჯერდები :green:

მაიკლ კურტმანში – არაფერს გეუბნებათ, ხომ?

ცხოვრება თავიდან ბოლომდე, ანუ ოტ ი დო, სპორტია. სპორტია მწერლობაც, პოეზიაც, რაგბიც, კოსმონავტობაც, დედმამობაც, ცუკერბერგობაც და კომიკოსობაც. ყველაფერი. ნებისმიერ განმეორებით ქმედებას, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს, დროთა განმავლობაში ადამიანის ტვინი რეფლექსად აღიქვამს. უფრო მარტივად, რასაც ხშირად ვაკეთებთ, ჩვევაში გადაგვდის. ვინაიდან ნებისმიერი სახის ქმედება, გონების კოორდინაციასთან ერთად, მოითხოვს სულ მცირე ფზიკურ შრომას მაინც, თამამად შეიძლება, ვუწოდოთ სპორტი. ბოლოს და ბოლოს, ჭადრაკიც ხომ სპორტია. ვიმედოვნებ, ამიერიდან ყველანი ვთანხმდებით, რომ ცხოვრება სპორტია.

ჰოდაააა

Continue reading