Tag Archives: სიმფონია

YouTube-ის სიმფონიური ორკესტრი

სულ რამდენიმე წუთში მსოფლიოს პირველი ონლაინ ორკესტრი სიდნეის ოპერის თეატრში ნომერ მეორე წარმოდგენას გამართავს!!!

მსოფლიოს ნებისმიერ მუსიკოსს შესაძლებლობა ჰქონდა, YouTube-ის კონკურსში მიღო მონაწილეობა. ერთადერთი მოთხოვნა იყო

მ უ ს ი კ ა ლ უ რ ი   ვ ი დ ე ო

ნებისმიერს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდა თანაბარი შანსი, გამხდარიყო ამ ორკესტრის წევრი. პირველი კონცერტი 2009 წლის 14 აპრილს კარნეგი ჰოლში შედგა. კონცერტის ნახვის რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. ახლა სიდნეის ჯერია. ნახევარ საათზე ნაკლებ დროში სოციალური მედიის საოცრება – YouTube-ის სიმფონიური ორკესტრი – კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსიოფლიოს ყველა ხალხს საერთო საქმის კეთება ჰარმონიულად შეუძლია! :)

 

ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია

ამ დღის შესახებ იმ დროიდან ვიცოდი, რაც 2010 წლის კალენდარი ვიყიდე. სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთებამდე აღარც მახსოვდა. თავში უცებ დამკრა, როგორც ხდება ხოლმე, და წავედი. ნაწარმოებს ტრადიციულად “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია” ერქვა.

მივედი დანიშნულების ადგილას – მარტო ვარ. არადა, სწორად მივედი. არადა დასწრება თავისუფალია. მაშინ, სად არის ხალხი? სად არის ბრბო, რომელიც ხელიდან არ უშვებს შანსს, მუსიკის ნებისმიერ შენელებულ ადგილას ტაში დასცხოს? ისევ მარტო ვზივარ წვიმისაგან შეხორკლილ შიფერიან სახლის სახურავზე.

მივიხედ-მოვიხედე, სულიერის ჭაჭანება არაა. მხოლოდ აღმოსავლეთიდან მობერილი თბილი სული დასრიალებს ჩემს ტანსაცმელში. ჯანდაბას ყველა! ყველანი დანევროზებულები არიან. თუ არც უნდათ, იყვნენ ოფლიან სახლებში თვალის სითხის ამოშრობამდე მიაშტერდნენ მონიტორებს! ჩვენ კი საქმეს მივხედოთ.

როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ ჩემი სამეზობლოს ყველაზე მაღალ წერტილზე მჯდომიც კი მარტო ვარ. მეზობლები მიეჩვივნენ ჩემს სახურავზე ბოდიალს.

დირიჟორი დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გაჩნდა. სავარაუდოდ სრულიად ცარიელი დარბაზი (რადგან ჩემი გადმოსახედიდან არავინ ჩანდა) არ შეიმჩნია და, ეტიკეტისამებრ, ხელით ანიშნა ორკესტრსა და გუნდს, ფეხზე ამდგარიყო.

დაიწყო “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია”.

Continue reading