Tag Archives: სიკეთე

ერთი კეთილი ფილმი ამირანში

ერთ მშვენიერ გუშინდელ დღეს მე, ლიტერატორი და მისი მეგობარი (მგონი, ვერიკო ჰქვია. სახელებში სულ ვიჭედები) წავედით კინოთეატრ ამირანში. თავიდან რუსთაველში, ჯიმ ქერის “პინგვინებზე” გვინდოდა, მაგრამ, აფიშების შეცვლასთან ერთად, ჩვენი გეგმებიც შეიცვალა. ასე ამოვყავით თავი “ამირანის” მცირე დარბაზში.

Continue reading

რეალურად, რამდენს შეგვიძლია გულის ტკენა

 

ეს სურათი ჩემს სათქმელთან ახლოსაა

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, ყველა ადამიანს შეუძლია თუ არა გულის ტკვენა. ვგულისხმობ “სასიკვდილო დარტყმას” ანუ უბრალოდ წტყენას კი არა, არამედ “ატომურ ბომბს”. ხომ არსებობს თეორია, რომ ყველა ჩვენგანი პოტენციური ყველაფერია, უბრალოდ, გააჩნია, რა გზას აირჩევს და საკუთარ თავში რა შესაძლებლობებს განავითარებს. აქედან გამომდინარე, ზოგი უფრო “კეთილია”, ვიდრე სხვა.  Continue reading

სიკეთე = სიდებილეს?

ადრე ამ კითხვაზე აუცილებლად უარყოფით პასუხს გავცემდი, რადგან ვფიქრობდი, რომ სიკეთე სიკეთვისათვის აგრეთვე კარგი რამეა. დღეს კი რატომღაც ნერვები მეშლება უაზრო და უმიზნო სიკეთეებზე (არ ვგულისხმობ არც ჯიბრზე ჩადენილ სიკეთეს და, რა თქმა უნდა, არც ანგარებას). მაღიზიანებს ალტრუიზმის სიკეთისეული გაგება (ჯერ კიდევ მე-2 მსოფლიოს მერე “ალტრუიზმის” წყალობით აშშ-მა ევროპა აიძულა, იგი მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ ეღიარებინა, რომ ამიერიდან მსოფლიოს არა ევროპა, არამედ ამერიკა მართავს), რადგან ეს არ იყო კეთილი სიკეთე, როგორც ბევრ გულუბრყვილოს დღემდე სჯერა. ეს შედეგზე გათვლილი სიკეთე იყო და სწორედ ასეთი სიკეთის უფრო მესმის, ვიდრე გულუბრყვილო, დებილური სიკეთეების. Continue reading

სიკეთე და ბოროტება ჩემებურად

მახსოვს, ერთხელ (რამდენიმე წლის წინ) სერიოზულად დავფიქრდი: სიკეთის გზას დავადგე თუ ბოროტებისას-მეთქი. სიკეთეში იგულისხმებოდა გულისხმიერება, უფრო გულისყურით ლოცვა, სიკეთის დაუმადლებლად კეთება, ბევრი დადებითი ემოციის ფრქვევა, უანგაროდ დახმარება, სხვისი ავკარგის გულთან ახლოს მიტანა. ბოროტებაში – ქედმაღლობა, ცბიერება, ყველაფრიდან სარგებელის გამორჩენა, ჩაცმა-დახურვის სიყვარული, ამბიციურობა და საკუთარი ცოდნის წარმოჩენა… მე კი ძალიან მისწორდებოდა და, ალბათ, სხვებსაც, მაგრამ ის მაშინდელი არჩევანი იყო ბანალური. მერე ნელ-ნელა საწინააღმდეგო მხარეს გადავედი და ყველაფერი შეიცვალა: უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხდი, ჩემით ღ-ფრთოვანდებოდნენ, ინტერესდებოდნენ, კონტაქტის დამყარების სურვილსა და ინიციატივას იჩენდნენ. Continue reading