Tag Archives: სიზარმაცე

NUDE

nude_radiohead

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2013/03/Radiohead-In-Rainbows-Nude.mp3|titles=Radiohead Nude]

პარანოია მჭირს

როცა მეგობარი არ მწერს, მგონია, რომ სულ დამიკიდა

როცა მწერს,  მგონია, რომ ჩემზე გაჭედა

ხანდახან, რაც უფრო მეტად ვუყურებ ხალხს, მით ნაკლებად ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა

ოპტიმიზმი გაზარმაცდა

რაღაც ზედმეტად ჩუმი პერიოდია. ზამთრის ტყის პირას რომ სიჩუმეა, ისეთი

ბოდიშს გიხდით, რომ პოსტის ტექსტი მუსიკასა და ფოტოს არ შეესაბამება

მათ გასაერთიანებლად ან საკმაოდ უძლური ვარ ან საკმაოდ მეზარება

…და რატომ ვხატავ ნუდებს? შიშველი ადამიანი თითქმის ვერ იტყუება.

მინდა

Coma – Yann Tiersen

მინდა, სულ დღე იყოს და არასდროს დაღამდეს, ღამე მაზარმაცებს.

მინდა, არასდროს მშიოდეს, რადგან სიმაძღრის განცდა აუტანელია.

მინდა, ჯანმრთელობა ფეხქვეშ გავიგდო და საკუთარ წარმატებას მოვახმარო ისე, რომ გული არ მაწუხებდეს.

მინდა, კარგად ვხატავდე და ვმღეროდე.

მინდა, სიყვარული სიდებილის სინონიმი აღარ იყოს.

მინდა, ყველამ ტრაკი დააყენოს/დავაყენოთ.

მორალი: დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს კორპუსში წყალი მარტო მე შემიწყდა.

როცა არ გეპოსტება, მაგრამ საქმე ითხოვს

ახლა ზუსტად ასე ვარ. არვიცირამინდა მჭირს. იმედია, ცოტა ხანს გასტანს. ვგრზნობ, როგორ მიჭერს შარვალი მუცელზე – დღე ბევრს ვივლი ფეხით. ავირიე: თან ვპოსტავ, თან ვაკომენტარებ, თან ვხატავ, თან მერამდენე სათვალიდან ამოვარდნილი მინის ჩასმაზე ვწვალობ.

როცა არ გეპოსტება, მაგრამ საქმე ითხოვს, უნდა გამოიყენო გეგმა B და აჰა ჩემი ბოლოდროინდელი ნახატები ;)

ცილკლიდან გრაფიკა ჯიპას დაფაზე

კუბისტური ჰიტლერი

Continue reading

აუცილებელია სათაური?

სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორემ ამდენ ფოტოკოლაჟს რომ ვაკეთებ, ასე მგონია, უინტერესო ხდება ჩემი ბლოგი. ერთ რამეს გკითხავთ: საინტერესო არის თუ არა Zurriuss–ზე შემოსვლა? ბოლო დროს მეჩვენება, რომ საინტერესო თემები გამომელია. გამომელია?

უბრალოდ, გადაფასებების დრო მოვიდა. თოვლი კი არა და არ მოვიდა.

სხვათა შორის, თოვლი ერთ–ერთი ყველაზე სამართლიანი ხილული ქმნილებაა. იგი, ისევე, როგორც მზის სხივები, “ვარდთა და ნეხვთა… სწორად მოეფინების”.

რამდენიმე დღეა, ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი თუნდაც 1–2 კლასში. პრინციპში, ერთი 3 წელი კიდევ არაფერი შეცვლილა. თუ გახსოვთ ფილმი “იესო ქრისტე” ადრე, შევარდნაძის დროს, აღდგომა დღეს რომ გადიოდა ტელევიზორში, ქართულად გახმოვანებული… ბავშვობაში მეგონა, რომ იმ ფილმში ნამდვილი იესო ქრისტე იყო გადაღებული ;) Continue reading

კოსმოსი? არა, ჩვენი იდიოტური წარმოდგენები ყველაფერზე

გათენდა 28 აპრილიც. სიცხე. სიცხე და უბედურება. ვეღარ დამიძინია და გამიღვიძია ნორმალურად. სულ ეს სიცხე მითვალთვალებს და მეუბნება, სახლში ეგდე და გარეთ არ გახვიდეო. არადა, ყველაზე ძნელი ასატანი სწორედ სიცხიანი ვარ. სულ ვიღრინები და, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ამ დროს არ ვიცი, რა მინდა.
მიუხედავად ასეთი ნაწლავური შეგრძნებისა, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ გაციება აღარ აწუხებს, ქვეცნობიერში ეს უსრულდება. ჰოდა რამდენიმე წუთით მეც გადავწყვიტე, რომ კარგად ვარ… და სწორედ მაშინ დამაცემინა. სიცხემ ეგრევე მოწვა, რასაც ვუპირებდი და ჯერ ცრემლები მაყრევინა თვალებიდან, შემდეგ აფცხ… აფცხ…-ებით ამიკლო.
რას მერჩის, რა უნდა ჩემგან? რაც ცოდვები მაქვს, მასთან მიმართებაში არაფერი ჩამიდენია. მაგრამ რას გაუგებ განგებას… განგებაზე გამახსენდა, ბევრი ამბობს, რომ უფლის ნება და სურვილი ადამიანისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია (ამ შემთხვევაში განგება = უფალს). ზოგიერთები ამას გარდაუვალ ჭეშმარიტებას არქმევენ. ნაკითხი საზოგადოება ამას პასუხის თავიდან არიდებას უწოდებს. ჩემი აზრით კი, ორივე ცდება. პირველნი ცდებიან იმიტომ, რომ ფანატიზმისკენ იხრებიან, რადგან ბოლომდე არა აქვთ გააზრებული, რას ამბობენ. მეორენი კი იმიტომ ცდებიან, რომ არაფრისა არ სჯერათ. თავიანთი ნათქვამისაც კი. ისინი, ჭეშმარიტების აღმოსაჩენად, ყველაფერს რაღაცას უპირისპირებენ, რომ სიმართლეს არ ასცდნენ. ეს სწორი მიდგომაა და მეც ამის მომხრე ვარ. მაგრამ ერთი მარტივი ლოგიკაც არ უნდა დაგვავიწყდეს:

თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ღმერთი არსებობს, გამოდის, რომ იგი უზენაესია. თუ უზენაესია, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სამყარო მან შექნმნა. ხოლო თუ სამყარო მან შექმნა, მაშინ ღმერთი ადამიანზე ჭკვიანი ყოფილა, ვინაიდან ადამიანს ჯერ მსგავსი არაფერი შეუქმნია. ხოლო, ვინაიდან ღმერთი ადამიანზე ჭკვიანია, გამოდის, რომ ადამიანზე მეტს ხედავს და ხვდება. აქედან კი ის მარტივი ჭეშმარიტება გამოდის, რასაც ზემონახსენები ნაკითხები პასუხისგან თავიდან არიდებას უწოდებენ, ანუ ადამიანისათვის მიუწვდომელია უფლის აზროვნება, ნება და სურვილი.

მცირე ჩამონათვალი, ვის რისი სჯერა. ღმერთი შეგნებულად გამოვტოვე, რადგან ვთვლი, იმდენად დიდია, რომ ამათთან ერთად ჩასმას არ უნდა ვეცადო.

პირადად მე, სამყაროს მარტივი მოდელი მირჩევნია რთულს და მაინც ბოლომდე ამოუხსნელს. მართალია, შემეცნება ძალიან ჩამთრევი და სასურველი შეგრძნებაა. როცა რაღაცას ეძებ, ეძებ, აღმოაჩენ და აღმოაჩენ, შემდეგ კი უფრო მეტად ეძებ და ეძებ. ეს შინაგანად გაძლიერებს და საკუთარ თავში ხან ყოვლისშემძლეობის შეგრძნებას გიმკვიდრებს (როცა რაღაცას აღმოაჩენ), ხანაც _ უსუსურისას (როცა ხვდები, რომ შენი აღმოჩენილი ზღვაში წვეთია). ეს მშვენიერი რამ არის, ეს ცხოვრების აზრია. მაგრამ ზოგჯერ შორს გასვლაც არ ღირს, როცა იცი, რომ ბოლო წერტილს მაინც ვერ მიაღწევ. კოსმოსში გაშვებული რაკეტა ვერასოდეს შეეჯახება სამყაროს დასასრულის კედელს.
სამყაროზე გამახსენდა, ცოტა ხნის წინ მულტფილმ “ჰორტონს” ვუყურებდი და იქ იყო მსგავსი სიტუაცია. სპილო ჰორტონი რაღაც ბუნდღლისებრ მიიიინიატურულ გორგალს გადაეყრება, რომელზეც თურმე მთელი მიკროსკოპული ქალაქია გაშენებული. ამ ქალაქის მცოხვრებნი კიდე აზრზე არ არიან, რომ, მათ გარდა, სხვა რამეც არსებობს. მათგან განსხვავებით, ჩვენ კი ვიცით, მიახლოებით მაინც ალბათ, რაც არსებობს ჩვენს გარეთ, მაგრამ ეგეც საკითხავია.
აი, კიდევ ერთი ამოცანა, რომლის პასუხიც კარგად ვიცით, რომ უსასრულო რიცხვებით იწერება:
ყველანი ჩვენ ჩვენს ინდივიდუალურ სამყაროში ვართ ჩაკეტილები, ჩვენივე მზით, დედამიწით, ადამიანებითა და წარმოდგენებით შეიარაღებული. ეს ჩვენი სამყაროები კიდევ ისეთ სამყაროებშია თავმოყრილი, სადაც მსგავსი ან საერთო შეხედულებები და ფასეულობებია. ეს, ძირითადად, არის ოჯახი. თუმცა ოჯახის ყველა წევრი იმ სამყაროს წევრი შეიძლება არ იყოს და სხვა სამყაროს მიეკუთვნებოდეს თავისი პერსონალური სამყაროს განსხვავებულობის და გამო. ეს სამყაროები კიდევ უფრო დიდ სამყაროებში ერთიანდებიან და მივდივართ ქალაქებამდე, ქვეყნებამდე, კონტინენტებამდე და ა.შ… სანამ ეს სამყარო დედამიწას არ მოიცავს. სამყაროები დედამიწის მიღმაც გრძელდება (იქ გრძელდება თუ გრძელდება), მაგრამ ჩვენ, ჯერჯერობით, იმის იქით მხოლოდ ჟანგბადის ბალონითა და რაკეტით შეიარაღებული ვიჭყიტებით. თან სულ გვეშინია, ვაითუ, რაღაც დაემართოს ჩვენს სკაფანდრს და სტრატოსფეროში ამოგვხდეს სული…

space_040

ესეც ერთ-ერთი ბუუუუთხუზა გალაქტიკა...

mars2

ზოგიერთებს ჩვენი პლანეტა აღარ გვყოფნის და აქ ვაპირებთ გამგზავრებას და მწვანე კაცუნების ნახვას. მოდით,ნუ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ამ კაცუნების არსებობა ჯერ ვერ დავადასტურეთ. ყოველ შემთხვევაში, მწვანეები რომ არიან, ეს დანამდვილებით არ ვიცით. ხოლო ჰოლივუდს თუ დავუჯერებთ, მანდ მარტო ეგეთები კი არა, ბრიუს უილისისთავიანი არსებებიც დადიან. მართალია, ჯერ არ მოგვიფიქრებია, როგორ ვიცხოვრებთ იქ, მარსზე, როცა დედამიწაზე, ანტარქტიდაც ვერ აგვითვისებია.

2008021930451სულ უფრო მზარდ და განიერ სამყაროებზე ფიქრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთანაც და ჩვენზეც კი არსებობს იმდენი სამყარო, მათი მეასედი მაინც რომ მოვთვალოთ, მთელი ცხოვრებაც არ გვეყოფა. ავიღოთ ხელი: მანძილი თითის ფრჩხილსა და კანს შორის მილიმეტრის მესამედის ტოლია. შეუიარაღებელი თვალით ვერც ფერაფერს შეამჩნევ, მაგრამ იქ რომ სიცოცხლე დუღს… მილონობით ბაქტერია თავისი სამყაროებით, ოჯახებით და, ალბათ, პლანეტებითაც კი. ძალიან ძალიან რომ ეცადო, მხოლოდ სიზმარში თუ ნახავ, როგორ დაჰყავს დედა ბაქტერიას პატარა ბაქტერია სკოლაში, ან როგორ ზასაობს ორი თინეიჯერი ბაქტერია პარკის კუთხეში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანური გადასახედიდან. ისე, მართლაც საკითხავია, როგორი წყობილება აქვთ უმარტივესზე უმარტივესებს?…
ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანებს გვიყვარს ამოუხსნელი განტოლებების ამოხსნის მცდელობა. მაშინაც კი, როცა ამის შეუძლებლობის შესახებ ვიცით. მაშინ, რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ ხომ არა, რომ მეტი საქმე არ გვაქვს? ანდა, რა გვაქვს მეტი საქმე? ზოგისათვის სამყაროების კვლევა საქმეა და ამაში სოლიდურ ფულსაც იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამოუხსნელი განტოლების ამოხსნის მცდელობა უაზრობად მიმაჩნია, მაინც ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვცადოთ მისი ამოხსნა. ამ შემთხვევაში ცოდნას სწორედ ეს მცდელობა გვაძლევს. ალბათ ეს საკმარისია და ამას უნდა დავჯერდეთ. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა გავსკდეთ ტირილით და ჩხავილით, რომ უფრო მეტი გვინდა, მაინც არ გამოგვივა. თუ უნივერსალურ გონიერებას (ანუ ღმერთს) არ უნდა, იმაზე მეტის გაგება არ გვეღირსება, რაც ახლა ვიცით. ბანალურად ჟღერს, მაგრამ, რა ვქნათ, რომ ეგრეა:

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

ჩვენც ისღა დაგვრჩენია, იქამდე “გავახუროთ”, სანამდეც გამოგვდის. საკუთარ შესაძლებლობებს მიღმა გადაბიჯება ჯერ არავის გამოსვლია და არც არავის გამოუვა, ვინაიდან თუ საკუთარ შესაძლებლობას გადააბიჯე, ე.ი. ესეც შენი შესაძლებლობა ყოფილა.
მოკლედ, მთელი ამ ბოდიალით ბევრი რამის თქმა მსურდა და ამაზე იმდენის დაწერა შეიძლება, რომ რამდენიმე ტომეულს გაავსებდა. თუმცა მთავარი დაწერა კი არა, ამ ნაწერის დახარისხება და იმის განსაზღვრა იქნება, რა რას ასახავს და რა რას შეესაბამება.

P.S. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც მოძრაობას და დაუზარებლობას მოითხოვს, რათა ერთი, რომ ჩვენს სხეულს ზედმეტი ქონი შემოვაცალოთ და მეორეც, მოქმედებას მოაქვს ცოდნა და არა უმოქმედობას. უმოქმედოდ მიცვალებულია მხოლოდ, იმიტომ, რომ იმას უკვე ყველაფერი გაციებულ ფეხებზე ჰკიდია. როცა ადამიანი ყველაფერს დაიკიდებს ფეხებზე, ის მაშინ კვდება. მართლა კვდება! ჰოდა მე ჯერ ამის გაკეთებას არ ვაპირებ. წავალ და ფიქრიანად დავიძინებ, რადგან ძილშიც კი შეიძლება საინტერესო პასუხებს მიაგნო. მე ასე ვიქცევი და გამომდის ხოლმე.