Tag Archives: სიგარეტი

კიდევ ერთი მსხვერპლი და ერთი კითხვა

უთოვლო, სიგარეტის ნამწვიან, ძაღლთა ყაყიან, კაცთა დუჟიან და, აწ უკვე, ღვდშეკრული თბილისის ქუჩებს კიდევ ერთი სიმწვანე შემოადნა ხელში. საშინლი გრძნობა იყო: უყურებ და ვერაფრით შველი. არც ვინმე იკლავს თავს შეწუხებით. არც სახანძროს ჩამოუვლია და, ბედად, არც ვინმეს ჭიქაწყლიანს. იყო მიბმული და იწვოდა.

Continue reading

“არამწეველ მშობელთა კავშირის” (ამკ) 10 მცნება

შემუშავებულია თევზის, ჰირინეოსისა და ჩემ მიერ

  1. „ვინც ეწევა, ეწევა – შავი კუბო ეწვევა“
  2. „არამწეველი შვილი დედის გულის ვარდიაო“
  3. „არამწეველი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“
  4. „დედის წინ მოფუილე კვიცს ან მგელი შესჭამს, ან მიქელგაბრიელიო“
  5. „მწეველმა მწეველს უთხრა, შე მწეველოო!“
  6. „მწეველი მწეველთან რომ დააბა, მოწევენ, აბა რას იზამენო“
  7. „მოწევა იწვევს 2012-სო“
  8. „ეწევი? გეწვევი!“ (ც) სიკვდილი
  9. “მწეველს რა უნდა და სიგარეტის კვამლიანი ღამეო”
  10. “ასტრას” რა ჰქონდა, “იავას” გაჰქონდაო”

მოწევა ანუ ვინ როგორ დავიწყეთ

smoking_silhouetteპატარა კორექტირება: სიტყვა “დავიწყეთ” ვიხმარე სპეციალურად, რომ საერთო მასიდან გამორიყულად არ გამოვჩენილიყავი. ვინც არ მიცნობს მათ გასაგონად ვამბობ, რომ სიგარეტზე ალერგია მაქვს ბავშვობიდან. როცა მე–4 კლასში ჩემი მეგობრები გამოიჭირეს სიგარეტის გასინჯვაში, მე სახლში თვალები დამიბრიალეს: მაგას იზამ და ასე და ისე გიზამთო. ნუ, რა თქმა უნდა, შემეშინდა… მაგრამ მერე გავიდა ხანი და მივხვდი, რომ ჩემი სხეული ბუნებრივად უარზე დგას სიგარეტისაგან :)

თვითონ მოწევის პროცესი ძალიან ნაზდ და ჰარმნიულად მეჩვენება: მით უმეტეს, თუკი გრძელი მუნდშტუკით ეწევა ქალი. სიგარეტის ღერო ხომ ნაზი “არსებაა”, რომელიც კვამლს არომატივით ჰარმონიულად აფრქვევს და თავად კი ჩეშირის კატასავით ნელ–ნელა უჩინარდება…. რამანწიკა :D :DAnnex - Hepburn, Audrey (Breakfast at Tiffany's)_14ისე კი, ალბათ ყველამ კარგად ვიცით უკვე, რომ სიგარეტი ფილტვებს რა მდგომარეობაშიც აყენებს. პროცესი ყველა ორგანიზმში სხვადასხვაგვარად მიდის. ამიტომაცაა, რომ ამბობენ – ამდენი ხანია ვეწევი და არაფერი უქნია ჩემთვის. ძალიანაც კარგი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ასე იქნება სულ? არ მაინტერსებს ეთიკა. აჰა და შეადარეთ!!!11257767

ახლა კი მოდით, ალალად ვთქვათ, რა დადებითი აქვს მოწევას, რა უარყოფითი? მოდით, ვისაუბროთ, ვინ როგორ დავიწყეთ. :)