Tag Archives: სექსი

არ უყურო, უზრდელობაა!

screen-shot-2015-06-29-at-11-56-48-am

როცა “ველურ გულში” მონიკა და ხუანი ერთმანეთს კოცნიდნენ და დედას ვეკითხებოდი, რას შვებიან-მეთქი, მპასუხობდა, ახრჩობსო. სულ მაინტერესებდა, ქალი რატომ ახრჩობინებდა კაცს თავს.

ბავშვობის კინოსამყაროდან მხოლოდ რამდენიმე ფრაზა შემომრჩა: “ჯეკი ჩანი”, “ბაევიკი”, “კრიოსნი ატეცი” და “არ უყურო, უზრდელობაა!” საოცარი ისტორიაა, ვერაფერს იტყვი. მე გავიზარდე ტრადიციულ ქუთაისურ ოჯახში, რომელშიც უფროსები არ გვიხსნიან სიშიშვლის არსს, მხოლოდ გვიკრძალავენ. შესაბამისად, სანამ დამოუკიდებელი ცხოვრება არ დავიწყე, ფილმებში მალულად ნანახი სიშიშვლე ჩემთვის უფრო პორნოგრაფიასთან ასოცირდებოდა. ასეთი “ბაგაჟით” გადმოვბარგდი თბილისში. Continue reading

Search Terms ანუ ღადაობაში დაკარგული ხალხი ჩემს ბლოგზე

ეს ტეგ–თამაში ბუსხს ეკუთვნის.

ერთხელაც მე და ბუსხი დავსხედით ჩვენ ჩვენს კომპიუტერებთან და, დროისათვის მახათის ერთ ადგილას გარჭობის მიზნით, საკუთარ Search Term–ებს გადავავლეთ თვალი.

…ნუ ჩვენ იქ ამბები ვნახეეეეთ!… :D :D :D

როგორც ჩანს, იცოდე, რა სიტყვებით აღმოჩნდებიან შენს ბლოგზე, იგივეა, რაც იცოდე, რა აზრები უქრით თავში ადამიანებს.  ყველას გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება და მერე საკუთარი Search Term–ები შეამოწმოთ :D

აქვე ბოდიში მინდა, მოვუხადო ბუსხს , რომ თავის დროზე არ გავაგრძელე ეს ტეგ–თამაში და გავანაწყენე. ბუსხ, ვიცი, რომ მაპატიებ. ოღონდ, იცოდე, გულით გეუბნები ამას ;)

დაახლოებით იცით, რა თემატიკის ბლოგი მაქვს, ჰოდა ესეც შედეგი :)

ჩვენთან სხვა "ერტეულით" ზომავენ

ტაააქს... შემოდის ქერა ნაშა, ძუძუებზე შამპუნი უსვია და ცდილობს, სველი ტილოთი ჩამოიწმინდოს... თხრობის გასაგრძელებლად გადაიხადეთ 5 ლარი

Continue reading

Sex and Opera

73962839ოპერა – ვისთვის კივილ–წივლი და ვისთვის ვოკალური განვითარების პიკი – აგერ უკვე 400 წელია არსებობს. მიუხედავად როკის, პოპის, ჯაზის და ა.შ. პოპულარობისა ოპერა მაინც ცოცხალია და მაინც ჰყავს მსმენელი. მან იმდენი მოახერხა, რომ საოპერო თეატრში შესვლისას ყველა უფრო მოწიწებით და თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე სხვაგან!

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ოპერა მაინც ვერ გაექცა სერიოზულ, ზოგჯერ ძირფესვიან გარდაქმნას. მაგალითად, ნელ–ნელა ხმარებიდან გამოდის სუფლიორის ინსტიტუტი. თანამედროვე დადგმებში (მათ შორის, საქართველოშიც) მოკარნახეს იშვიათად იყენებენ. არტისტულ მხარეს დიდი უპირატესობა მიენიჭა. დაიწყო კარუზომ, გააგრძელა და დააკანონა კალასმა და მის მერე აგრძელებს და აგრძელებს ყველა… :)

ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ცხოვრება უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, რეალობისგან აცდენას უკვე აღარავინ პატიობს. ახლა XXI საუკუნეა და იგი თავის რეალობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ოპერაში სექსის სცენები. Continue reading

ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?

Copy of Surati-0929კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.

ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).

უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…

გაგიხარდათ?

დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია. Continue reading

Sex and the City

Sex-n-city-group_webოთხი მარტოხელა ქალი, თავიანთი ხასიათებით, ცხოვრების წესითა და ინტერესებით, საბოლოო ჯამში, შეადგენს ერთ სრულფასოვან ქალს.  აქედან გამომდინარე, როცა მათს ცხოვრებას უყურებ, აგერ უკვე წლების განმავლობაში, იწყებ მათ გაგებასა და გათავისებას. შეიძლება, დილას ისე იწყებდე, როგორც შარლოტა, შუადღეს იყო ისეთი, როგორიც მირანდაა, ხოლო საღამოს, სამანტა” – კიმ კეტრელი

დაახლოებით მე–9 კლასში ვიყავი, როცა სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”–ს შესახებ რუსთვი 2–დან შევიტყვე. მაშინ შევიშმუშნე და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ამ თემაზე ასე საჯაროდ როგორ გაუშვეს ფილმი–მეთქი. გავიდა ხანი და რუსლულ СТС-ზეც დაიწყეს მისი ჩვენება. გადავწყვიტე, “გამესინჯა” :) როგორც აღმოჩნდა, ის, რასაც მოველოდი, მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ეს არ იყო პორნო ფილმი, არამედ ასახავდა ადამიანთა ცხოვრების იმ მხარეს (საკმაოდ დელიკატურად), რაც არც–თუ საჯაროა ჩვენთან. Continue reading