Tag Archives: სერიალები

ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?

Copy of Surati-0929კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.

ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).

უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…

გაგიხარდათ?

დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია. Continue reading

Brazil, Brazil…

brazilბრაზილიური სერიალები ძალიან მიყვარდა ოდესღაც. ნუ ღელავთ, ახლა აღარ ვუყურებ. ეს კი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აღარ მიყვარს :) ნუ, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ნებისმიერ ესპანურენოვანს ისევ ბრაზილიური სერიალები მირჩევნია. ჰეჰ, რატომ? ;)
1. იმიტომ, რომ სიუჟეტურად უფრო რეალისტურია.
2. მსახიობები გაცილებით დამაჯერებლები არიან.
3. პორტუგალიური ენა უფრო ეგზოტიკურად მეჩვენება.
4. მთელს ლათინუ ამერიკაში არ მოიძებნება რიოს სადარი ქალაქი!
5. მუსიკა…. ო, მუსიკა!…
სანამ მუსიკაზე გადავიდოდე, უცებ შევეხები კიდევ ერთხელ სერიალებს: ბრაზილიურ საპნის ოპერებში ის მიყვარს, რომ თითქმის ყველა მსახიობი ნაცნობია. დაახლოებით 5-7 დიდი გუნდია, რომლის წევრებიც გამუდმებით ტრიალებენ სერიალების სამყაროში. როცა ახალი დაიწყება და ნაცნობ გმირს აღმოვაჩენ ხოლმე, სულ ძველი პერსონაჟის სახელით მოვიხსენიებ: ედუს ახლაც ედუ ჰქვია, კაპიტუს ჰადე დაერქვა და ა.შ… როცა გავიზარდე, რა თქმა უნდა, ეს გატაცებაც გაქრა და მხოლოდ პორტუგალიური სიმღერების სიყვარულის დონეზე დარჩა. f99bcb73ab04ახლა ზაფხულია და, საქმე რომ არ მქონდეს, მართლა ჩავუჯდებოდი ერთ რომელიმე ბრაზილიურ სერიალს. არა, ნამდვილად არ მექნებოდა მისი თავიდან ბოლომდე ყურების ნერვები. ერთ-ორ კარგ გოგოს შევათვარიელებდი, ხედებით დავკბებოდი, “ჟ”-ებითა და “შ”-ებით სავსე მუსიკას მოვუსმენდი და მერე კმაყოფილი გადავართავდი სხვა არხზე :)…

ვისაც ბრაზილიური მუსიკა გიყვართ, ისიამოვნეთ, შემოგევლოთ ჩემი თავი ;)

http://www.youtube.com/watch?v=uL0L1q67a48