Tag Archives: სახლი

განახლებადი ქალაქი (ფოტოკოლაჟი)

“…ქუთაისში ისტორიაში სამოგზაუროდ ჩამოვედი. შაბათს 9 კლასის 9 წლის დამთავრების ფრიად უცნაური ბანკეტი გვაქვს. მინდა, ყვეფერი გავიხსენო და ყველა თანაკლასელი ხელახლა გავიცნო.” – ჩანაწერი გუშინწინდელი მგზავრობისას. Continue reading

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა?

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა? აქ ხომ ყველაფერია იმისთვის, რომ კეთილმა ზღვამ გაიხსენოს დინოზავრების ეპოქა და გული მოუბრუნდეს საჩვენოსკენ.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/08/Empire-Of-The-Sun-Soundtrack-Suo-Gan.mp3|titles=Empire Of The Sun Soundtrack – Suo Gan]

ქუთაისში მზე ისე ლამაზად ჩადის, როგორც ზღვის ჰორიზონტს მიღმა.

ღრუბლებიც ზუსტად ისე ფერადდება, როგორც ტალღების თავზე გაწოლილი მლაშე ქარავანი.

აქაც ისეთივე პალმებია, როგორებიც ბათუმის ბულვარში, მაგრამ მის ბოლოს ზღვა იზმორება, აქ კი – მეზობლის ჭიშკარი. არადა, რომ არ იცოდე, რომ ქუთაისში ზღვა ა(ღა)რ არის, ერთი წუთით მოგელანდება კიდეც.

ქუთაისიც ხომ ისეთივე სირისტიანია, როგორც აჭარა… მაგრამ ზღვას მაინც აჭარა ურჩევნია.

ონკანში წყალი აქ დღეგამოშვებით მოდის. რა მოხდება, დანარჩენ დღეებში ზღვამ რომ იდინოს.

ქუთაისში ქარიც ზღვის მხრიდან უბერავს… თუმცა ქარს ზღვა უკვე დიდი ხანია, არ მოუტანია.

აქ ზუსტად ისეთი აივნიანი და ორსართულიანი სახლებია, როგორიც აჭარაში… თუმცა, თუ თვალები არ დახუჭე, აივნიდან ზღვას ვერ დაინახავ.

აქ მთავარი ქუჩაც კი ზღვას გასცქერის… უბრალოდ, ახლა სარემონტო სამუშაოებია და მას დროებით დასახლებული ადგილის ბანერი ჩამოაფარეს.

ახლა კი დაიძინეთ. ტკბილად იძინეთ. ლოყით გამთბარი ბალიში გადააბრუნეთ და სახე გრილ ზედაპირში ჩარგეთ. გჯეროდეთ და ზღვა აუცილებლად მოვა.

სექტემბრიდან ახალ სახლში

მიხარია, მიხარია, ოღონდ ყირაზე გადასვლით და თავის ჭერზე არტყმით არა. სექტემბრიდან მე და ჩემი ძმა ახალ სახლში გადავალთ, რომელიც მდებარეობს ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩის დასაწყსიში. ზუსტ მისამართს არ გეტყვით, მერე რომ არ ამომადგეთ ისედაც ერთოთახიან ბინაში :)

Continue reading

ჩვენი ეზო

 

ჩემს მეხსიერებაში არც ერთ ადგილს ისეთი მგრძნობიარე ზეგავლენა არ მოუხდენია, როგორც ჩემს ეზოს. რომ გავიხსენებ, ბოლო 10 წლის მანძილზეც კი წარმოუდგენლად შეიცვალა. ზუსტად 2001 წლის ივლისში აქაურობას დიდი კაკლისა და ბეტონის მაგიდაშემოვლებული ლეღვის ხე ჩრდილავდა, კიბის გვერდით წითელი ბალი ფეთქავდა, ეზოში მუხლამდე ბალახი ბიბინებდა. დღეს მათგან არაფერია დარჩენილი, თუმცა ეზო ახლაც სიმწვანეშია ჩაფლული. ისე, როგორც მე მიყვარს.

Continue reading

როგორი უნდა იყოს ჟურნალისტის სახლი

როცა დღე რედაქტორის ზარით იწყება და, შეიძლება, არც დამთავრდეს

როცა “ზღაპრის” დასაწყისს, შუას და ბოლოს ერთდროულად წერ

როცა კარგი ბოტები ისევე გჭირდება, როგორც კარგი პასტა Continue reading

ქართული სასაფლაო: ტრადიცია, მოდა და დრო

ქუთაისში ეს ყველაფერი ალმოდოვარის “დაბრუნების” დასაწყისს ჰგავს რაღაცით (წინადადებაც სინტაქსურად ასე დავაწყვე). საიქიოს საელჩოში, სადაც დრო გაჩერებულია, წარმავალთა კვალი ჩნდება. დაჟანგულ, ჩუქურთმებიან ღობეებს ხეხვის ჟღრიალი გაუდით, ერთი წლის გაუღებელ პაწაწინა კარებს კი – ჭრიალი. საფლავთა ქვებს შორის ამოჩრილი სარეველები, რომლებიც თვეობით ხარობდნენ და პოზიციების გამაგრებაზე ფიქრობდნენ, ახლა ერთ კუთხეში საცოდავად მიუყრიათ. ქვაზე ამოკაწრული გარდაცვლილთა პორტრეტები, რომელთა დაბნეულ-გამოლეული გამოხედვაც ბუნებას მტვრის სქელი ფენით დაუფარავს, ახლა ისეა გაკრიალებული, როგორც იმ უბედურ დღეს. საიქიოს საელჩო, დემოგრაფიული მუზეუმი თუ ქვაზე მხატვრობის გალერეა მალე ყოველწლიურ დღესასწაულს უმასპინძლებს.

Continue reading

გაგრა – ისეთი, როგორიც მახსოვს

გუშინწინ დედაჩემის ბიძის (ჩემი ბაბუის) ნეშტი გადმოვასვენეთ გაგრიდან თბილისში. თითქოს, არარსებული სამყაროდან დაბრუნდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, წესიერად გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. არადა, კარგად არც არაფერი მახსოვს, როგორ იყო ბუთხუზი ბაბუა. სულ რამდენიმე მომენტი შემომრჩა მეხსიერებაში, გაგრაში, როცა მისით მაშინებდნენ, თუკი ვიცელქებდი და თბილისში, როგორ ატრიალებდა ღიმილით ძეწკვს ჩემ თვალწინ და მე მიხაროდა… Continue reading

ზურიუსებიც სვამენ

Made by დედა

რაღაცნაირად ვარ. არ მსურს, ამ ყველაფერს წუწუნის სახე მივცე, მაგრამ რაც ქუთაისში ვიმყოფები, კიბერ სივრცე ვერდით მიმრჩა.  ალბათ, ემოციური პახმელია მჭირს: ძალიან მაგარი ახალი წლის შემდეგ ძალიან მაგარი ბედობა მქონდა: დიტომ, დათომ, ანიმ, ირინკამ, თეომ, მთვარემ და აბაშამ (ვინც გამომრჩა, კომენტარებში შემახსენოს) ჩემს სახლში სრულლიად მოულოდნელად ერთად მოიყარეს თავი! Continue reading

ნაძვის ხე 55 ლარად (ვიდეოპოსტი)

ჩემი მამიდაშვილი კოსტა - არ შეიმჩნიოთ ;)

არც ისეთი ძვირი და ძვირფასია. სამაგიეროდ, ახალია და თან ზუსტად საჭირო ზომისა. 450 ნათურა, მესამე წელია, მშვენივრად მუშაობს. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. Continue reading

ქუთაისური გარეკვა (ვიდეოპოსტი)

ქუთაისში ვააააააააარ! დაისვენოს თბილისმა ჩემით, თქვენც დაისვენეთ ჩემგან და ახალ წელს მანც არ მოგიწევთ ჩემი

მშფოთვარე როჟს ხილვა. ცხოვრება ასეც მშვენიერია! :lol:

http://www.youtube.com/watch?v=ulxsKnqZ0Pw

აწი სტვენის ვიდეოებს ელოდეთ :)