Tag Archives: საქართველოს ლატარიის კომპანია

რატომ უნდა დაალაიქოთ

მას შემდეგ, რაც ხელში ფუნჯი ავიღე, ყოველთვის მეშინოდა ხატვის. არასდროს ისე შებოჭილი არ ვარ, როგორც ფუნჯით ხატვის დროს, რადგან მინახავს ათასობით შედევრი, რომელიც შექმნილა ფუნჯით. მინახავს მხატვრები, ხელის რამდენიმე ოსტატური მოსმით უკვე დასრულებულ ნახატს რომ ქმნიდნენ… და, ყოველივე ამის შემდეგ, მე უნდა გამებედა და დამეხატა? რა ვქნა, ძალიან მინდოდა და დავხატე. ახლა იმას მაინც აგიხსნით, რატომ ღირს ჩემი ნახატის დალაიქება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ემთხვევა ჩემი “თავის მართლება” ჩემსავე ქმნილს.

Continue reading

ერთი დღე ნახატის დასრულებამდე

ადამიანის ფსიქოლოგია შეგრძნებებზეა აგებული და ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ბომბორას პარკს მივეჯაჭვე. უკვე დავმეგობრდით, ერთად ვჭამთ, ვსვამთ, ვერთობით, ვსველდებით და ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის დასრულების მერეც ამოვიდეთ ხოლმე და რაღაც-რაღაცები ვხატოთ. ისე, როგორც გვინდა და შეგვიძლია.

Continue reading

დღე II – ზღვა სივრცედ გარდაიქმნა

დღეს ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ კმაყოფილი დავრჩი. თუ აქამდე არ ვიცოდი, რას ვხატავდი და ვერც საბოლოო სახეს ვხედავდი, დღეს კი, როცა ზღვის ადგილას ტონები შევცვალე, სივრცე გამოიკვეთა და ამოვისუნთქე.

Continue reading

ვხატავ ჩემს ოცნებას – დღე I

როგორც მოგახსენეთ, ხატვის კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და, აჰა, პირველი დღის შედეგიც:

რა აუცილებელია, ზღვიდან ვეშაპი ამოხტეს, როცა ამისთვის არსებობს თვითმფრინავი. მზე კი მხოლოდ ფრენბურთის ბურთია, რომლის არომატული წვენიც კოქტეილის ჭიქას ეხლება :) Continue reading

იწყება!

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ბომბორას პარკში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ ორგანიზებულ მხატვართა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. უნდა დავხატო ჩემი ბედნიერება. უკვე ესკიზი მზად უნდა მქონდეს, მე კიდე ჯერ ვფიქრობ, ოპერის გარდა, რა არის ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომლის აფიშირებასაც კარგად მოვახერხებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რა დასკვნამეც მივედი, დღეს ფოტოებით გაჩვენებთ.

რა მჭირდება თქვენგან:

Like რა თქმა უნდა :)

ერთ კვირაში, როცა ნახტები დაიხატება და ფესიბუკზე აიტვირთება, ერთ-ერთი გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ძალიან ძალიან ძალიან მინდა გამარჯვება და თქვენი ძალიან ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

პრიზებზეც გეტყვით:

I ადგილი – ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა

II ადგილი და ფეისბუკის გამარჯვებული – ზეთიანი საღებავებისა და სახატავების კომპლექტი

III ადგილი – iPod Shuffle

P.S. ფეისბუკზე სპამერობას მირჩევნია, აქ ვწერო ჩემი თავგადასავლის შესახებ და აქვე მქონდეს თქვენი აქტივობის იმედი. მადლობა :)