Tag Archives: სამი ტენორი

საშობაო საჩუქარი ჩემგან

ყველას გილოცავთ შობას, ამ ბედნიერ დღესასწაულს!

ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისათვის შობა 7 იანვარს მოდის, მაგრამ ისე მივეჩვიე კათოლიკურ შობას, რომ ეს დღეც მიხარია. რა თქმა უნდა, სხვანაირად. ეს შობა ჩემთვის ეროვნული დღესასწაულია, მეგობრობის, საჩუქრებისა და კეთილი სურვილების ზეიმი. ამ დღესასწაულის განცდა, რა თქმა უნდა, Home Alone–მ ჩამინერგა.

ალბათ, გავა დრო და ჩემი შვილები და მათი შემდგომი თაობა სათანადოდ აღარ დააფასებს ამ ფილმს, რომელზეც მე აღვიზარდე. ასეა, მე ვერ ვაფასებ იმ ფილმებს, რომლებსაც ჩემი უფროსი თაობა აღმერთებს. მაგალითად, მამაჩემი შეყვარებულია “შესანიშნავ შვიდეულზე” და ზეპირად იცის მისი ყველა მომენტი. მე კი “მარტო სახლში” მიყვარს, მაგრამ ალბათ, მომავალ, კიბერნეტიკულ თაობას უკვე ნაკლებად დააინტერესებს და მიიზიდავს ასეთი ჟანრის ფილმები. ეს კი არა და, ჩემს პატარა ბიძაშვილს (დღეს 4–ის გახდა) სულ რობოტები, სპაიდერმენი და სუპერმენი აკერია პირზე. იშვიათად ახსენებს ხოლმე წიქარას…

საუბრის თემა რომ არ გამექცეს, ისევ საჩუქარს და შობას დავუბრუნდები. საჩუქარი, რა თქმა უნდა, ვირტუალურია. აბა ფულს და მატერიალურს აქეთ ვიჩუქებდი სიამოვნებით :P  ეს კონცერტი პირველად 2005 წლის საახალწლო დღეებში ვნახე. თუ არ ვცდები, 1 იანვარს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლეგენდარული “სამი ტენორი” საშობაო სიმღერებს იმღერებდა. მართლაც, ყველაზე ცნობილი, საყვარელი და სიხარულისმომგვრელი რეპერტუარი წარმოადგინეს.

კარგად მახსოვს ის საღამო. იმ პერიოდში ყველაფერს, რაც კი მომეწონებოდა, ვიდეოკასეტაზე ვიწერდი და შნურების გადაერთება–გადმოერთებაში გაწაფული ვიყავი. როგორც კი კონცერტის სათაური The Three Tenors Christmas გამოჩნდა, ზუსტად მაშინ დავაჭირე Record Video–ს… ეს იყო “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. Continue reading