Tag Archives: საზოგადოება

რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

London, Oxford Circus

-Good evening, Sir. Could you tell me the right direction to the Downing Street? – ღამის 4 საათზე ვეკითხები რომელიღაც შენობის დაცვას სადღაც ვესტმინსტერის უბანში.

– It’s over there, – მპასუხობს მკვირცხლად, – Follow this road till The Parliament and turn far left.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პრემიერმინისტრის აპარტამენტებისკენ მივემართები. თან ვფიქრობ, იმ კაცს ამდენი ახსნა როგორ არ დაეზარა. მივაღწიე. არ მეგონა, დაცვა ასე თუ ჩარაზავდა იმ ერთ ციცქნა ქუჩას. გადავწყვიტე, რომ ეს ღირსშესანიშნაობაც ვნახე და ღამის ლონდონში ხეტიალი განვაგრძე.

ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რატომ არიან ისინი ასეთი თავაზიანები და ჩვენ – არა. არადა დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობისა და დახვედრის ინსტიტუტით მოგვაქვს თავი. Continue reading

როცა დამარცხება უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება

ლანა ღოღობერიძე

რამდენიმე წლის წინ გოგი გვახარიამ ერთ-ერთ ლექციაზე ახსენა, რომ თითზე ჩამოსათვლელია საბჭოურ ეპოქაში გადაღებული ფილმები, რომლებშიც საქართველოს მაშინდელ რეალობას ასახავს. იღებდნენ ზღაპრებს, ეპოპეებს, პროპაგანდისტულ რაღაცებს, მაგრამ არა რეალობას. მართლაც, როგორი იყო თბილისი, სად რა იდგა, როგორი ტრანსპორტი დადიოდა, ხალხს რა ეცვა ქუჩაში, სად იყო ე.წ. კაფე და ა.შ. – ამის ამსახველი ბევრი საბჭოური ფილმი გახსენდებათ? მე არა. ლანა ღოღობერიძე იყო ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანი, რომელიც ვიღაცების ნაწარმოებების ეკრანიზაციით კი არა, რეალობის ასახვით იყო დაკავებული. დღეს ბათუმის კინოფესტივალზე მისი ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” აჩვენეს, რამაც თანამედროვე ქართულ კინოზეც დამაფიქრა.

Continue reading

ორი გამოსასწორებელი კლასი

CorrectionClass_cf_1200x1800არ ვიცი, თქვენთან როგორ იყო, მაგრამ ბავშვობაში უფროსები ხშირად მაშინებდნენ, რომ თუ კარგად არ ვისწავლიდი, გამოსასწორებელ კლასში გადამიყვანდნენ. მაშინ წესირად არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა და ყოველ გაფიქრებაზე სულ უფრო ცუდი სურათი წარმომიდგებოდა.

მაშინ არც სიძულვილის ენის მნიშვნელობა ვიცოდი, მაგრამ გაუცნობიერებლად მაღიზიანებდა სხვადასხვა მენტალური გადახრის მქონე პირთა განყენებულად მოხსენიება. ხშირად მესმოდა ფრაზები: “არ ეთამაშო მაგას, ავადმყოფია!” – გონებრივად ჩამორჩენილის მიმართ, “ეგ ინვალიდი” – პარალიზებულის მიმართ და ა.შ. ამ სიტყვებს დიდი თუ პატარა ისე ისროდა, აზრადაც არ მოსდიოდა იმ ადამიანის განცდა, ვისზეც საუბრობდა, რადგან ეს არ იყო მწარედ ხუმრობა ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იმ სიტყვებით არ დაავადდებოდა, არამედ რეალური დაავადების მქონეთა “არათავისიანად” მოხსენიება.

ამ თემაზეა ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმი “გამოსასწორებელი კლასი”, რომლის სიუჟეტი რუსეთის პროვინციაში ვითარდება. კლასში ახალი მოსწავლე ჩნდება – გოგონა ინვალიდის ეტლით. სიტუაცია სტანდარტულად ვითარდება: უმეტესობა მას ამცირებს, ხოლო ერთ-ერთ ბიჭს იგი უყვარდება. ამ მინირომანის გარშემო ვითარდება მოქმედება, რომელიც უფრო და უფრო იძაბება, იმატებს სიძულვილის ენა, ნიჰილიზმი და ადამიანთა გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სცენებიც, კოსწიუმებიცა და გარემოც კარგად ასახავს რეალობასაც და ხაზს უსვამს პრობლემას – გამოსასწორებელი კლასი საზოგადოების ანარეკლია. Continue reading

რატომ უნდა გქონდეს ერთზე მეტი შემოსავლის წყარო საქართველოში

20140907_120350

მე ვარ ზურა, იურიდიული საცხოვრებლით ქუთაისში. თბილისში ქირით ვარ, უკვე წლებია. აქ ვმუშაობ, ვხატავ, ვსტვენ, ვმღერი, ვწერ ბლოგზე, მივდევ მობაილ ფოტოგრაფიას. ანუ, როგორც ნაცნობ-მეგობრები მეუბნებიან, ყველაფერს ვედები.

“ნიჭიერის” შემდეგ ხელოვნებაში ახალი სტიმული მომეცა და საზოგადოებისგანაც ამ მხრივ მეტ ყურადღებას ვგრძნობ. შესაბამისად, ვცდილობ, სოციალური მედიის მენეჯერობის გარდა, ფული ხელოვნებითაც ვიშოვო. რატომ? იმიტომ, რომ ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არაფერია გარანტირებული. Continue reading

ექსპერიმენტი House

დავიწყებ ერთი კითხვით:

WTF?

ანუ რა ჯანდაბა მეტაკა? რატომ ვეღარ ვწერ ისე ხშირად და საფუძვლიანად, როგორც ადრე? საკუთარ თავს ვუმეორებ ხოლმე, რომ მე ვარ ბლოგერი და რომ მის გარეშე ძალიან უინტერესო ცხოვრება მექნება(ოდა), ჰოდა ამის შესანარჩუნებლად საჭიროა წერა. ხანდახან მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებულ, მიშვნელოვან მოვლენას უნდა დაველოდო, რომ პოსტად ქცევის ღირსი გავხადო… COME OOON! სანამ ეგეთ მოვლენებს ველოდები, ე ბლოგი ქე მიმრჩება განზე :) ჰოდა, ამიტომაც გთავაზობთ ერთ ექსპერიმენტს, რომელიც აგერ უკვე 2 კვირას მიმდინარეობდა. Continue reading

პატივცემულო “ვინც ხართ მაგ საქმის უკან”, რატომ გვატყუებთ?

ქართველებს ისე შეგვიძლია ხოლმე მოთმენა და შეკავება, ოღონდ ვინმემ გვაიძულოს და, ალბათ, წლობით ტუალეტშიც არ გავალთ. თემას, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ისევ ჩვენს მოთმინების იშვიათ უნარს დავაბრალებ, აბა სიზარმაცესთან ქართველებს რა გვესაქმება.

Continue reading

მიტინგებზე “შემჯდარი” ერი

მიტინგი, როგორც ეროვნული პოლიტიკის ნაწილი, ჩემთვის 2003 წლიდან დაიწყო. მაშინ მეგონა, რომ ათ წელიწადში ერთხელ ასეთი ჭინთვა ნორმალური იყო. “ვარდების რევოლუციის” მერე, როცა მიტინგები საქმის გარჩევა-გადაწყვეტის ერთადერთი და მთავარი საშუალება/გამოსავალი გახდა, გავაცნობიერე, რომ ქართველი ერი მიტინგებზე “შეჯდა”.

Continue reading

რატომ არ წავედი “ნიჭიერში”

რა არის “ნიჭიერი”? – “ნიჭიერი” არის მრავალფეროვანი “ჯეოსტარი” და სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, ოდესმე მაინც, დედუნა მის ჟიურიში მოხვდება. კაცმა რომ თქვას, დებილები, უგუნურები, თაღლითები, ალაგ-ალაგ ნიჭიერები , გამაოგნებლად საინტერესო ადამიანები, და “კაე ტიპები” აქაც ბლ(ი)ომად არიან. არ ვიცი, რომელ კრიტერიუმს მივეკუთვნები მე, მაგრამ ამ ზაფხულზე ორჯერ დამირეკეს “ნიჭიერიდან”, რათა ჩემი სტვენით გამოვსულიყავი ჟიურის წინაშე. Continue reading