Tag Archives: სააზროვნო

Trash Art ანუ ნაგავი-გამოცანა

საინტერესო იდეა ჩამაწოდეს: ამ ზაფხულს ტვინ-ღვიძლი რომ არ მოგვიდუნდეს, სააზროვნო პოსტები დადეო. ძალიან კარგი! თან მეც დაკავებული ვარ ჯიპას საგამოცდო პოსტის წერით და ბევრი დროც არ მაქვს საბლოგაოდ. თან არც დოინ.ჯი-ს ნერვები გამაჩნია, ყოველი სიტყვის ყოველ მარცვალში ჩაბუდებული ბოროტი ხუმრობა ვიპოვო :)

ჰოოოოოოოოოდა ახლა ასეთი რამ ვითამაშოთ: Trash Art. ამ ფოტოებზე გამოსახულ “რაღაცებს” ავტორი ნებისმიერი მასალისაგან ამზადებს. ავტომანქანის ბორბლით დაწყებული, საღებავებით გაგრძელებული და ტუალეტის ქაღალდით დამთავრებული. იგი, უბრალოდ, კარგად აწყობს ერთმანეთთან ყოველივე ამას და მერე გარკვეული კუთხიდან სურათს უღებს.

ესენია ნაგვისაგან შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. შეგნებულად არ ვასახელებ ავტორს, რომ სულმა არ წაგძლიოთ და ვიკიპედიაში არ დაუწყოთ ქექვა :)

Continue reading