Tag Archives: რძე

Milk Floyd

pink milk

მას ფლოიდა ჰქვია, მუდამ სახემოღუშული გოგონაა და Pink Floyd-ით ცხოვრობს.

ერთმანეთი Jado-მ გაგვაცნო. მას და ფლოიდას დღისით ერთმანეთი არასდროს უნახავთ. მხოლოდ მთვარის ბნელ მხარეს ხვდებიან. მე კი ფლოიდა მზის სხივებზეც მინდახავს და დღისით უფრო ლამაზია, ვიდრე ღამით. ხვეულ ფაფუკ თმას ჩამავალი მზის სინათლე ფოტოშოფში დამუშავებული სურათივით უხასხასებს. კანი პრიალა და ნაზი აქვს. ძალიან მომწონს მისი ფეხები, მას კი ძალიან არ მოსწონს თავისი ლოყები. მე ისინიც მომწონს. აქ შეიძლებოდა, დამეწერა, საერთოდაც, ფლოიდა მომწონს-თქო, მაგრამ არ იქნებოდა მართალი. მე და ფლოიდა მეგობრები ვართ. ისევე, როგორც ფლოიდა და Jado. Continue reading

მე რომ ფული მოვიგო…

ადამანებს ჩვევიათ ფულიანი, ან სულაც, კარგი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ახლობლების გარშემო შემოკრება, ზუსტად ისე, როგორც ჭიანჭველებს – ჩემ მიერ ამასწინათ მისიკვდილებული კალიის გარშემო. ორივე ჯგუფის მთავარი საზრუნავი “საბადოდან”, რაც შეიძლება, მეტის გატანაა.  Continue reading