Tag Archives: რჩევა

10 რჩევა კახა ბენდუქიძესთან შერკინებისას

როგორ მოვერიო ბენდუს? ეს კითხვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამიჩნდა, როცა მან გადაცემა “პოლიტიკურ კვირაში” ინგა გრიგოლია დაასამარა. აი, გაიხსენეთ კახას უკიდეგანო ორგაზმი ინგას თითოეულ წამოკვნესებაზე.

ესეც კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა აპატიო მოუმზადებელ ჟურნალისტს არც ერთი სიტყვა. იმიტომ, რომ არც ერთი რესპონდენტი არ იმსახურებს უაზრო კითხვებს და უარგუმენტო კრიტიკას. უარგუმენტო კრიტიკა რომ შეურაცხყოფაა, ეს ბუმერანგი გრიგოლიამ იმ საღამოს საკუთარ თავზე გამოცადა.

ამ ამბებიდან გადის სამი წელი და მაესტროზე გასული “ჟურნალისტური ბუკეტის” შემხედვარე ვრწმუნდები, რომ ქართველ ჟურნალისტებს ჭკუა კვლავ არ უსწავლიათ. ასე რომ, სანამ მედიის წარმომადგენლები საზოგადოების თვალში საბოლოოდ დავეცემოდეთ და ქვებს გვესვრიან, ესეც რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა შევერკინოთ კახა ბენდუქიძეს:

  1. ბენდუქიძე შესანიშნავად იყენებს თავის ფიზიკურ მონაცემებს, რასაც ჟურნალისტის ქვეცნობიერი ასევე ფიზიკურ საფრთხედ აღიქვამს. ანუ თუ მე ამ დევს გავაბრაზებ, ადგება და გადამსანსლავს. უბრალოდ, დააიგნორეთ ეს ფაქტი ან გული იმით დაიმშვიდეთ, რომ თუ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიმტერებთ, გაქცეულს მაინც ვერ დაგეწევათ.
  2. ბენდუქიძეს ყოველთვის უნდა ესაუბროთ და ეკამათოთ კონკრეტულ თემებზე, რაზეც იგი არის/იყო პირდაპირი პასუხისმგებელი დარ რაც მის კომპეტენციაში აუცილებლად შედის.
  3. არასდროს მიუდგეთ მას, როგორც ნაციონალების მხარდამჭერს: თუ კარგ ხასიათზეა, ან დაგაბოლებთ ან გეკაიფებათ, ხოლო თუ ცუდ გუნებაზეა, გაგლანძღავთ… ან დაგაბოლებთ.
  4. არასდროს დაუსვათ ისეთი საჩოთირო კითხვა, რომლის გასამყარებლად მინიმუმ სამი ძლიერი არგუმენტი არ გაქვთ! ჯერ გაკვირვებით შემოგედავებათ, თუ ნახავს, რომ “ხალასტოი” კითხვა დაუსვით, არ შეგარჩენთ.
  5. ბენდუქიძე დაუფიქრებელ პასუხებს ისვრის მაშინ, როცა კითხვა არ მოსწონს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის ფორმულირებას, რაც, ერთი მხრივ, მისთვის მისაღები ფორმის შერჩევის, მეორე მხრივ კი ლავირების საშუალებას მოგცემთ.
  6. ყოველთვის აქცევს ყურადღებას ადამიანის ზოგად განათლებას. საუბრისას უცებ ჩააგდებს ხოლმე რაღაც პატარა ამოცანის მსგავსს (თავის დასაძვრენად ან ახალი არგუმენტის მოსაფიქრებლად, თან პარალელურად ჟურნალისტის აზროვნებას ამოწმებს) და თუ ჩაიჭერით, გადაგივლით.  თუ პასუხი იცით, ხომ ძალიან კარგი, მაგრამ მალევე დაუბრუნდით საკითხს. თუ არ იცით ან უცებ ვერ მიხვდით, შეახსენეთ, რომ მოცემულ ვითარებაში კითხვებს ჟურნალისტი სხვამს.
  7. არაფრით გაპატიებთ საკითხის ზედაპირულ ცოდნას. ბენდუქიძესთან ჭიდილში ჟურნალისტებს, ძირითადად, ეს ღუპავთ (გრიგოლია, შავერდაშვილი).
  8. ნუ ეცდებით, იყოთ დომინანტი, ნურც დაქვემდებარებული. ყოველთვის ეცადეთ, დაიჭიროთ თანაბარი პოზიციები საუბრის დროს. ამას ძალიან კარგად აკეთებს ნინო ჟიჟილაშვილი.
  9. ნუ გგონიათ, რომ თუ მისი ნაამბობის დიდ ნაწილს დაეთანხმებით, ამით ქულები მოგემატებათ, ცდებით. იგი თქვენ მიმართ ინტერესს დაკარგავს.
  10. დაბოლოს, არაფრის დიდებით არ ეცადოთ მისთვის თავის დამახსოვრებას. კახა  ბენდუქიძე ადამიანებს მათი მოქმედების, საუბრის, არგუმენტებისა და, ზოგადად, აქტივობების მიხედვით იმახსოვრებს.

წარმატებულ შერკინებას გისურვებთ ;)

Earth Hour (ფოტოკოლაჟი)

ვინც ჩემი ფეისბუკელი მეგობარი ხართ, ალბათ წაიკითხავდით ჩემს გუშინდელ სტატუსს:

სხვდასხვა რჩევა-მოსაზრება დაიწერა ამასთან დაკავშირებით. სვითი მეუბნება, რომ კომერციული პოსტები უნდა ვწერო, რადგან ასეთი ბლოგები ქართულ სივრცეში ცოტაა. ვეთანხმები, მაგრამ მაგასაც დრო და ტვინის განძრევა უნდა. ზოგს უნდა, რომ zurriuss-ის თამასა შევინარჩუნო და ურჩევნია, პოსტების სიხშირე შევამცირო. ლილიანმა კი მირჩია, ყველაფერ იმაზე დამეწერა, რისი დროც მქონდა და რისიც – არა. ამ დავიდარაბაში….

თავში დამკრა, რომ არსებობს “ფოტოკოლაჟი”, რომელიც ერთგვარ ოქროს შუალედს შეასრულებს. ცოტა დროც სჭირდება და საინტერესოცაა.

თანაც კარგად მახსოვს, ერთ-ერთი ფოტოკოლაჟი რამდენმა მომიწონა. ამასთან ერთად, ჩემი ყოველდღიურობის შესახებაც დავწერ. პოსტებს draft-ებში შევინახავ და ასე გამოვიზოგებ. მოკლედ, რამეს ვიზამ :green:

ახლა კი “დედამიწის საათი” ანუ Earth Hour, რომელის გლობალური დათბობის შეჩერების ხელშესაწყობდ იმართება. პროექტის ყველა წევრ ქვეყანაში ღირსშესანიშნაობებს ერთი საათით აქრობენ, რითაც დიდი ენერგია იზოგება. ყოველ წელს ახალ-ახალი სახელმწიფო გამოთქვამს სურვილს, მსგავსი აქცია თავისთანაც ჩატარდეს. მუდამ განათებული ადგილების ჩაბნელების იდეა იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ ამ სანახაობას მნახველებიც არ აკლია.

ჰონ კონგი Earth Hour–მდე

ჰონ კონგი Earth Hour–ის დროს

Continue reading

ბაკურიანი ჩლუნგებისთვის

ვის რაში გაინტერესებთ, მაგრამ თუ მაინც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ამ პოსტს ბაკურიანიდან ვწერ. სპონტანური გარდაწყვეტილების შედეგად, აზრზე ვერც მოვედი, ისე აღმოვჩნდი აქ. საერთოდ, მიყვარს დაუგეგმავი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს მაშინ, როცა ინიციატივა ჩემგან მოდის. ნუ მოკლედ… ვეცდები, დღევანდელი პოსტი თეზისებად ჩამოვაყალიბო.

მაშ ასე, ჩემსავით ჩლუნგებო, ვინც თხილამურებზე ჯერ არ მდგარხართ:


  1. ბაკურიანში წასვლისას არ დაგავიწყდეთ თოვლის წამოღება. აქაც კი არის, მაგრამ გირჩევთ, თქვენი საყოფი მაინც წამოიღოთ. რა იცით, როდის ამოვა მზე და სიმწრით ნაცოდვილარ ფიფქებს როდის გაადნობს.
  2. წინასწარ შეემზადეთ იმისთვის, რომ დღეში 1 საათი თხილამურებზე სრიალის სწავლა 35-40 ლარი დაგიჯდებათ.
  3. თუ ტალახის მოჭარბებული რაოდენობა და მასში თავდავიწყებით მოსრიალე ბორანები გაგაკვირვებთ, ნუ გაკვირდებით. რა ხეირი რო ;)
  4. სასრიალო მდელოზე რომ არ აილეწოთ, ახლავე დაიმახსოვრეთ სიტყვა “სამკუთხედი”. თქვენი მასწავლებელი ყველაზე ხშირად ამ სიტყვას გაგიმეორებთ.
  5. სასრიალოს თავზე ამყვან საბაგიროს თუ რაღაცას ნუ გაუთამამდებით. მთავარია, სწორი “პოზა” დაუმუღამოთ და თხილამურები არ გაგექცეთ… თორე ისეთ შპაკატს მოხევთ, ცხვირს გატახუნებინებთ და გუთანივით გახნევინებთ თოვლს. ანუ, რაც მე გუშინ დამემართა. თვითკამასუტრას ახალი და აქამდე უცნობი პოზები გამაკეთებინა… (მაინც გამექცა ენა :P)
  6. თუკი საბაგიროზე ასვლისას (ჩვეულებრივად მისრიალებთ წელში გასწორებული, ფეხებს შორის რკინის მილი გაქვთ ამოდებული, რომელიც ტროსზეა ჩამოკიდებული. მას აყავხართ) თხილამურები მაინც ვერ დაიმორჩილეთ და შპაკატისათვის ხართ განწირული, მილს ხელი გაუშვით და თოვლში გაწექით. თქვენს უკან თქვენი მასწავლებელი მოვა და ის წამოგაყენებთ. თუ მასწავლებელი არ აგიყვანიათ, მეყოლეთ ვარდივით :P
  7. არაფერ ზემოთ ნათქვამისა არ შეგეშინდეთ. არც იმის გაგიტყდეთ, რომ ხოლმე-ხოლმე დაეცემით. დაიმახსოვრეთ: კარგი მოთხილამურე ისაა, ვინც თავის დროზე ბევრჯერ დაცემულაო (ავტ. შენიშვნა). შეირგეთ ის, რაც გამოგდით, ნუ იჩქარებთ, ნუ გადაირევით და მეორე დღეს უფრო სიამოვნებით ისრიალებთ ;)

პატარა თვითგამოცდილება: გუშინ, პირველ დღეს, საშინლად დავიღალე. ისე, რომ ვერც კი დავიძინე წესიერად. დღეს კი მოსალოდნელზე გაცილებით უკეთ ვისრიალე, სულ ორჯერ და ისიც მსუბუქად დავეცი და შედარებით ნორმალურადაც დავეშვი დაღმართზე. თხილამურებით სრიალისაგან პირველად მივიღე სიამოვნება. ძველით ახალ წელს აქ შევხვდები და 2 დღეში ისევ ქუთაისში წავალ.

აბა ჰე და აბა ჰო, ბედნიერი ახალი წელიო :)