Tag Archives: რუსთაველის თეატრი

ოლივერ!

სპექტაკლის აფიშა

20 ივნისს საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი მიუზიკლის, “ოლივერ!”, პრემიერაზე ვიყავი. იგი რუსთაველის თატრში შედგა და ანშლაგით ჩაიარა. ვიქტორიანული ეპოქის ინგლისი, უსამართლო კლასობრივი ყოფა-ცხოვრება და მასში სხვებივით მოყოლილი ოლივერ ტვისტი, რომლისთვისაც ყველაზე მაღალი და დაბალი საზოგადოებრივი წრეების ცხოვრება ერთმანეთში იხლართება. ჩრლზ დიკენსის ცნობილი რომანის, “ოლივერ ტვისტის” მუსიკალური ვერსიის ორიგინალი ბრიტანელ კომპოზიტორსა და ლიბრეტისტს, ლაიონელ ბერნს ეკუთვნის, რომელმაც “ოლივერ!” 1960 წელს შექმნა. რუსთაველში კი იგი რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ამავე თეატრის დასთან, ოპერის მომღერლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით დადგა.

Continue reading

მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში

მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში

დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.

Continue reading

ჩემი პირველი 18+ სპექტაკლი

მაყურებელი ტაშს ყოველთვის რომ დაუკრავს, ეს ადრე ვირწმუნე, მაგრამ თუ ყველგან დაუკრავდა, ეს ამასწინათ დავიჯერე. ტაშის დაკვრა ხომ ერთგვარი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, როცა რამე ვერ გაიგე და არ იმჩნევ. მთავარია, ხომ აფასებ. ჩვენთან სტვენა და “ბუუუ” ზოგადად მიუღებელია, მიუღებელია ამგვარი რადიკალური აზროვნება. Continue reading

საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა

სულ ასე ვარ: ვიღებ  ვიდეოებს, მერე ატვირთვა მეზარება და დიდი ხნის შემდეგ, თუ აზრი აქვს, ერთიანად გამოვაქვეყნებ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. მოვქექე ჩემი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო მომენტი და იუთუბის გზას გავუყენე.

ბიძინა ივანიშვილზე უკვე მგონი მიცვალებულებიც ალაპარაკდნენ, ჰოდა მეც მაქვს სათქმელი. უფრო სწორედ, საჩვენებელი. აი:

http://youtu.be/HeqvQrLj0Js

Continue reading

მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

ზოგს ბიძინა ტკივა, ზოგს რამაზი. მერე რა, რომ ქართველი ხალხი ტაშს უადგილო ადგილას უკრავს (პანაშვიდიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი რამდენიმემ ისეთი ტაშით გააცილა, მეგონა, გამოსვენება დაიწყო). დღეს ჩემი მუზის კიდევ ერთი ნაწილი მიაბარეს მიწას. რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე ერთადერთხელ და ისიც უკანასკნელად სწორედ დღეს ვნახე. Continue reading

ყველაზე რეიტინგული მაყურებელი

რუსთაველის თეატრმა ყველაზე რეიტინგული მაყურებლის ათეულში შემიყვანა. ამან ძალიან გამახარა, რადგან თეატრი ჩემი ბოლო 3 წლის ახირებაა. ვიცნობ მომუშავე პერსონალის ნაწილს, რამდენიმე მსახიობს, ზოგთან, საერთოდ, დავმეგობრდი კიდეც. სპექტაკლებზე ვსარგებლობ შეღავათებით, თან თითქმის ყველა მათგანზე პატარა რევიუებს ვაკეთებ Teatri.Ge-სათვის. დღეს, შეიძლება, ითქვას, თეატრი ჩემი ცხოვრებისა და ყოველდღიური საფიქრალის ნაწილია. Continue reading

Hamlet.comX – პრემიერა რუსთაველის თეატრში

20 მარტს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შექსპირის “ჰამლეტის” კომიქსური ვერსია დაიდგა. როცა ამ სპექტაკლის შესახებ გავიგე, ცოტა სკეპტიკურად შევხედე. არ მინდოდა, კიდევ ერთი გოიმური და ძალით გაშარჟებული სპექტაკლი მენახა. როცა დარბაზში შევედი, რამდენჯერმე მსგავს რეპლიკასაც მოვკარი ყური. თუმცა, სპექტაკლის დაწყების პირველი წუთებიდანვე ყველაფერი შეიცვალა. Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – დღე მეორე

როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა. Continue reading

“ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა

ახლა ის დროა,

როცა ცოტა ხნით არაფრის გაგონება მინდა,

როცა ცოტა ხნით სუბიექტურობა მინდა,

როცა ცოტა ხნით ჟურნალისტობა არ მინდა

და როცა ცოტა ხნით ისევ იქ მინდა. Continue reading