Tag Archives: როლანდო ვილაზონი

ყიყლიყო კლასიკურად ანუ ვის არ მოსვლია

ადამიანი 100 პროცენტით არასტაბილური არსებაა. დავასახელოთ მისი ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური შემადგენელი ნაწილი და ვნახავთ, რომ ყოველ მათგანს განუცდია ცვლილება. მყარი რწმენაც კი, ზოგჯერ, სხვა შეიძლება შეიცვალოს, გადასხვაფერდეს. სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადამიანს დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა უწევს. ვინაიდან წარმატების მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა, მცირეოდენი ყურადღების მოდუნება, შესაძლებელია, ადამიანს ცუდად მოუბრუნდეს.

ასეა სიმღერის დროსაც. ერთი “ხალტურა” კონცერტის წინა დღეს დალეული შამპანურის სახით, უძილო ღამე, ზედმეტი საკვები, მღერის დროს ყურადღების გაფანტვა. ყოველივე ეს, შეიძლება, ვოკალური ჩავარდნის, ე.წ. ყიყლიყოს მიზეზი გახდეს. ვოკალური ჩავარდნა  ეს სახმო სიმების ვიბრაციის რიტმის არევაა ან ყელის კუნთების ტონუსის წამიერი დაკარგვა, როცა ისინი უცბად მოეშვება და ბგერაც ფუჭდება. ბევრ საოპერო მომღერალს მოსვლია ეს არც-თუ სასიამოვნო შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საოპერო ათლეტებსაც, ისევე, როგორც სხვა სპორტსმენებს, მოსვლიათ პატარ-პატარა მარცხები.

დავიწყოთ ჩემი უსაყვარლესი დიდი ლუჩანოთი. ამ ვიდეოს 3:10 წუთზე პავაროტი მაღალ დო-ზე ყიყლიყოს გააკეთებს.

ნიკოლაი გედა, რუსი წარმოშობის მქონე შვედი ლირიკული ტენორი. კალასთან ერთად ჩაწერილი აქვს “მადამ ბატერფლაი” და “კარმენი”. მისი მაღალი ფა მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა. “რიგოლეტოში” კი…

http://www.youtube.com/watch?v=64BNhZOaINc

Continue reading

Sex and Opera

73962839ოპერა – ვისთვის კივილ–წივლი და ვისთვის ვოკალური განვითარების პიკი – აგერ უკვე 400 წელია არსებობს. მიუხედავად როკის, პოპის, ჯაზის და ა.შ. პოპულარობისა ოპერა მაინც ცოცხალია და მაინც ჰყავს მსმენელი. მან იმდენი მოახერხა, რომ საოპერო თეატრში შესვლისას ყველა უფრო მოწიწებით და თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე სხვაგან!

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ოპერა მაინც ვერ გაექცა სერიოზულ, ზოგჯერ ძირფესვიან გარდაქმნას. მაგალითად, ნელ–ნელა ხმარებიდან გამოდის სუფლიორის ინსტიტუტი. თანამედროვე დადგმებში (მათ შორის, საქართველოშიც) მოკარნახეს იშვიათად იყენებენ. არტისტულ მხარეს დიდი უპირატესობა მიენიჭა. დაიწყო კარუზომ, გააგრძელა და დააკანონა კალასმა და მის მერე აგრძელებს და აგრძელებს ყველა… :)

ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ცხოვრება უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, რეალობისგან აცდენას უკვე აღარავინ პატიობს. ახლა XXI საუკუნეა და იგი თავის რეალობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ოპერაში სექსის სცენები. Continue reading