Tag Archives: რეჟისორი

ოთარ იოსელიანი UNVAILED

tina

ჩვენი საცხოვრებლის აივნიდან ფრიად ფოტოგენური ხედი იშლება.

ამასობაში BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მესამე დღეც გავიდა და სათქმელი, როგორც იქნა, დამიგროვდა. წინა დღეების განმავლობაში ფილმი პრაქტიკულად არ მინახავს და საკუთარ თავზე ვბრაზობდი. მხოლოდ 14-ში მოვახერხე ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერის” ნახვა ერას მოედანზე, ხოლო 15-ში თავად რეჟისორის მასტერკლასს დავესწარით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რაც ამ კაცმა დამიტოვა, ფრიად ეგოისტურად ჟღერს: რომ დავბერდები, მეც ასეთი ხომ არ გავხდები?

Continue reading

ისტორიული ქალაქი, რომელშიც ისტორიულ ფილმს ვერ გადაიღებ

Все_ушли_(02)

ყველაფერი შარშანდელი “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიდან” დაიწყო, როცა სერგო ფარაჯანოვის შვილის, გიორგი ფარაჯანოვის ფილმ “ყველა წავიდას” ვუყურე. ფილმი ძველი თბილისის მოგონებებზეა, სადაც რეალობა და მისტიკა თანაბრადაა შეზავებული. ფილმით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ ახლა მის განხილვას აქ არ დავიწყებ. მე სულ სხვა რამემ დამწყვიტა გული: 1500-წლოვანი ქალაქის ვერც ერთ უბანში წესიერ ძველ ფილმს ისე ვერ გადაიღებ, რომ ირგვლივ უცვლელი გარემო იყოს. Continue reading

“გაუცხოება” ქართულად

რატომ უნდა უყურო კინოში იმას, რასაც ყოველდღე ისედაც ხედავ? – ეს კითხვა მანამ დავუსვი საკუთარ თავს, სანამ ფილმ “გაუცხოებას” ვნახავდი. ახლა კი, მგონი, ახლოს ვარ პასუხთან და ვფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერ უხერხულს შეძლებისდაგვარად გავურბივართ და, შესაბამისად, არც არაფერს ვსწავლობთ იქიდან. ჩვენ ბოლომდე არ/ვერ ვძლებთ უხერხული სიჩუმის, დაძაბული ურთიერთობების, ჩამქრალი გრძნობების გარემოცვაში, მაგრამ ისინი ჩვენი ყურადღების გარეშეც არსებობენ. დრომ მოიტანა ასე. უფრო სწორედ, ჩვენ, რომლებიც ამ დროში ვცხოვრობთ. ხოლო ფილმში, ეკრანზე, ეს ყველაფერი  იმისთვისაა აღბეჭდილი, რომ დარწმუნდე, შენი თავის არიდებით არაფერი იცვლება. ან ერთ ადგილზე იქნება უძრავად, ან გაუარესდება. Continue reading

წვიმიანი ბათუმის ფილმები

როგორც იქნა, ბათუმში გაწვიმდა. იმპრესიონისტი რომ ვიყო, ქალაქის განაცრისფერებული ქონგურების პეიზაჟებს დავხატავდი. ფილმები კი ერთიმეორეზე საინტერესოა. ფესტივალის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩება და უკვე ვფიქრობ, რა მეშველება, როცა ფილმების სამყაროდან რეალობაში გადმოვაბიჯებ… თუმცა ერთს მივხვდი: ცხოვრება კარგი რეჟისორის, სცენარისტის, ოპერატორისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული შედევრი არტ-ჰაუსია. Continue reading

BIAFF და “ნისლში” გახვეული ბათუმი

მომხდარმა ფაქტებმა… და აღარ გავიმეორებ უკვე, რომლებმაც, რაღაცნაირად დაამძიმა ბათუმის კინოფესტივალი. საერთოდ, ფილმის აღქმა, რა თქმა უნდა, თუ ის ზედაპირული არაა, დამოკიდებულია განწყობაზე. შეგიძლია, ერთ ფილმში სხვადასხვა აქცენტები, ქვეტექსტები ამოიკითხო და ყოველ ჯერზე მართალი იყო საკუთარ შეგრძნებებთან. ასე ხდება ახლა აქ. ვუყურებ ფილმებს ნაცისტურ გერმანიაზე, წამებაზე, გაუცხოებაზე და პარალელები თავისით მოდის, გონება თავისით აკავშირებს მხატვრულს და რეალურს ერთმანეთთან.

Continue reading

ფილმიები დიდი დოზით და ბევრი კოვზით

როგორც იქნა, თავისუფალი ვარ! უფრო სწორედ, დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში. ერთი წელი გავიდა, რაც თბილისიდან ფეხი არ გამედგა… მაგარია თავისუფლება… მით უმეტეს, როცა დასვენება პირდაპირ ბათუმის კინოფესტივალზე მაქვს “მისჯილი”. Continue reading

მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში

მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში

დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.

Continue reading

გარემოცვაა მთავარი დამნაშავე

ცნობილი (სელებრითი) ადამიანი, მიუხედავად მისი ნიჭიერების დონისა, არასდროსაა მარტო. მას ყოველთვის ახლავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ერთგვარ კედლად ეღობება ყველაფერ არასასურველს, რამაც, შეიძლება, ვარსკვლავს ზიანი მოუტანოს. გარემოცვა იცავს ვარსკვლავს თავისივე აუდიტორიისგან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სელებრითის მიერ ჩადენილი ყველაზე მეტი შეცდომა-დანაშაული სწორედ გარემოცვის კისერზე მოდის.

Continue reading