Tag Archives: რემბრანტი

რემბრანტი – სელფებით მოყოლილი ამბავი

რემბრანტი, ფერთაშეხამების გენიოსი, ავტოპორტრეტების დიდი მოყვარული იყო. მის მიერ შესრულებულ 100-მდე ტილოსა თუ ლითოგრაფიაზე მხატვრის ყოველდღიური განცდებია გამოსახული.

მას შემდეგ, რაც მხატვარმა საკუთარი თავი წყლით სავსე თასში თუ გაპრიალებული ლითონის სარკეში დაინახა და საკუთარი მე-ს პირველი შტრიხები მოხაზა, სელფი ერთ-ერთ მის გატაცებად იქცა. მერე რა, რომ ეს სიტყვა სულ რაღაც 3 წლის წინ გაჩნდა, ქმედებები საუკუნეებს ითვლის. ავტოპორტრეტს ხატავდა ყველა: და ვინჩიდან პიკასომდე, ასევე მანამდეც და მათ შემდეგაც. თუმცა არ მეგულება დიდი მხატვარი, ვისაც საკუთარი თავი ამდენჯერ დაეხატოს. მეტყვით, მაშინ ფრიდა კალო  რას შვებოდაო, მაგრამ არასწორი იქნებით: ფრიდასთვის ავტოპორტრეტი სათქმელის ფორმა იყო, რომელსაც საკუთარი თავიდან გამომდინარე აზოგადებდა, ხოლო რემბრანტის ავტოპორტრეტები მისი უზარმაზარი შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია. თუმცა კი ტექნიკურად ორივე სელფია, მაგრამ მაინც, სად იყო ფრიდა, როცა რემბრანტი სელფებს ქმნიდა. :)

Continue reading

ჰაერში გასროლილი კითხვები: მარტივდება თუ რთულდება სამყარო?

ფილოსოფიის ხასიათზე დამაყენა ვერდის Dies Irae–მ.

ჩვენ გამოვიარეთ შუა საუკუნეების ბნელეთი და აღორძინება, კლასიკა და ბაროკო, რომანტიზმი და იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი და ავანგარდიზმი. ნელ–ნელა გაქრა შექსპირის სონეტთა ლოკონები, მოცარტის პოლიფონიური წკრიალი და რემბრანტის უხვი ოქროსფერი. სამყარომ კუბის ფორმა, კვადრატის ფერი და მოოლითური მუსიკის ჟღერადობა მიიღო.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. მაშინ საიდან ასეთი პრიმიტივიზმი, სიმარტივე? განა ყველაფერი ასე არ დაიწყო?

მარტივი ბგერები, მარტივი გამოსახულებები, სწორხაზოვანი აზროვნება

როგორ ჰგავს დღევანდელი სიმარტივე იმ პრეისტორიულ სიმარტივეს, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო.

თუ ჭეშმარიტება მის სიმარტივეშია, გამოდის, რომ კაცობრიობას ათეულობით ათასი წელი და უამრავი შედევრის შექმნა დასჭირდა ამის გასაცნობიერებლად.

“უი, რა კარგია! :) “– ღიმილით ვიტყვი და იმედიანად დავიძინებ, რომ გამარტივებულ, მაგრამ ცოდნით სავსე ეპოქაში ვცხოვრობ. რომ კაცობრიობამ, როგორც იქნა, მიაგნო ჭეშმარიტებას. მართალია, შორიდან შემუარა და ამას ძალიან დიდი დრო მოანდომა, მაგრამ მაინც მიაგნო. მაააგრამ რა გარანტია მაქვს, რომ ზუსტად იმავეს არ ფიქრობდა ჩემზე 300 წლით ადრე მცხოვრები ადამიანი, თუნდაც ჩემი ტოლი?

ან… რა ვიცი, ეგებ, ზუსტად ამასვე იფიქრებს ადამიანი ჩვენი დროიდან 300 წლის შემდეგ?

ვერ ვიტან ამ გამოთქმას, ამიტომ ჩემებურად დავწერ:

სა სიქვტილშია ჭეშმარიტება?

ერთ–ერთ პოსტში ადრეც გავჭედე ამ თემაზე, ჰოდა მიახლოებითი პასუხი თუ მაინც გექნებათ, მითხარით, თორე ფილოსოფიიდან ფალოსოფიაში გადასვლა არ ამცდება :)