Tag Archives: ჟურნალისტები

10 რჩევა კახა ბენდუქიძესთან შერკინებისას

როგორ მოვერიო ბენდუს? ეს კითხვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამიჩნდა, როცა მან გადაცემა “პოლიტიკურ კვირაში” ინგა გრიგოლია დაასამარა. აი, გაიხსენეთ კახას უკიდეგანო ორგაზმი ინგას თითოეულ წამოკვნესებაზე.

ესეც კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა აპატიო მოუმზადებელ ჟურნალისტს არც ერთი სიტყვა. იმიტომ, რომ არც ერთი რესპონდენტი არ იმსახურებს უაზრო კითხვებს და უარგუმენტო კრიტიკას. უარგუმენტო კრიტიკა რომ შეურაცხყოფაა, ეს ბუმერანგი გრიგოლიამ იმ საღამოს საკუთარ თავზე გამოცადა.

ამ ამბებიდან გადის სამი წელი და მაესტროზე გასული “ჟურნალისტური ბუკეტის” შემხედვარე ვრწმუნდები, რომ ქართველ ჟურნალისტებს ჭკუა კვლავ არ უსწავლიათ. ასე რომ, სანამ მედიის წარმომადგენლები საზოგადოების თვალში საბოლოოდ დავეცემოდეთ და ქვებს გვესვრიან, ესეც რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა შევერკინოთ კახა ბენდუქიძეს:

  1. ბენდუქიძე შესანიშნავად იყენებს თავის ფიზიკურ მონაცემებს, რასაც ჟურნალისტის ქვეცნობიერი ასევე ფიზიკურ საფრთხედ აღიქვამს. ანუ თუ მე ამ დევს გავაბრაზებ, ადგება და გადამსანსლავს. უბრალოდ, დააიგნორეთ ეს ფაქტი ან გული იმით დაიმშვიდეთ, რომ თუ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიმტერებთ, გაქცეულს მაინც ვერ დაგეწევათ.
  2. ბენდუქიძეს ყოველთვის უნდა ესაუბროთ და ეკამათოთ კონკრეტულ თემებზე, რაზეც იგი არის/იყო პირდაპირი პასუხისმგებელი დარ რაც მის კომპეტენციაში აუცილებლად შედის.
  3. არასდროს მიუდგეთ მას, როგორც ნაციონალების მხარდამჭერს: თუ კარგ ხასიათზეა, ან დაგაბოლებთ ან გეკაიფებათ, ხოლო თუ ცუდ გუნებაზეა, გაგლანძღავთ… ან დაგაბოლებთ.
  4. არასდროს დაუსვათ ისეთი საჩოთირო კითხვა, რომლის გასამყარებლად მინიმუმ სამი ძლიერი არგუმენტი არ გაქვთ! ჯერ გაკვირვებით შემოგედავებათ, თუ ნახავს, რომ “ხალასტოი” კითხვა დაუსვით, არ შეგარჩენთ.
  5. ბენდუქიძე დაუფიქრებელ პასუხებს ისვრის მაშინ, როცა კითხვა არ მოსწონს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის ფორმულირებას, რაც, ერთი მხრივ, მისთვის მისაღები ფორმის შერჩევის, მეორე მხრივ კი ლავირების საშუალებას მოგცემთ.
  6. ყოველთვის აქცევს ყურადღებას ადამიანის ზოგად განათლებას. საუბრისას უცებ ჩააგდებს ხოლმე რაღაც პატარა ამოცანის მსგავსს (თავის დასაძვრენად ან ახალი არგუმენტის მოსაფიქრებლად, თან პარალელურად ჟურნალისტის აზროვნებას ამოწმებს) და თუ ჩაიჭერით, გადაგივლით.  თუ პასუხი იცით, ხომ ძალიან კარგი, მაგრამ მალევე დაუბრუნდით საკითხს. თუ არ იცით ან უცებ ვერ მიხვდით, შეახსენეთ, რომ მოცემულ ვითარებაში კითხვებს ჟურნალისტი სხვამს.
  7. არაფრით გაპატიებთ საკითხის ზედაპირულ ცოდნას. ბენდუქიძესთან ჭიდილში ჟურნალისტებს, ძირითადად, ეს ღუპავთ (გრიგოლია, შავერდაშვილი).
  8. ნუ ეცდებით, იყოთ დომინანტი, ნურც დაქვემდებარებული. ყოველთვის ეცადეთ, დაიჭიროთ თანაბარი პოზიციები საუბრის დროს. ამას ძალიან კარგად აკეთებს ნინო ჟიჟილაშვილი.
  9. ნუ გგონიათ, რომ თუ მისი ნაამბობის დიდ ნაწილს დაეთანხმებით, ამით ქულები მოგემატებათ, ცდებით. იგი თქვენ მიმართ ინტერესს დაკარგავს.
  10. დაბოლოს, არაფრის დიდებით არ ეცადოთ მისთვის თავის დამახსოვრებას. კახა  ბენდუქიძე ადამიანებს მათი მოქმედების, საუბრის, არგუმენტებისა და, ზოგადად, აქტივობების მიხედვით იმახსოვრებს.

წარმატებულ შერკინებას გისურვებთ ;)

ლაყე

მე ჟურნალისტი ვარ. განათლებით მაინც, პროფესიით მაინც. ბოლოსდაბოლოს, 6 წელი ჟურნალისტური მიუკერძოებლობის თეორიულ შესწავლას მაინც შევალიე. დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა რამდენიმე ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემ უცხოელ პარტნიორთან მომიხდა მუშაობა და ჩვევების დახვეწა. დღესდღეობით, გასაგებ მიზეზთა გამო, აქტიურ ჟურნალისტიკას გამოვეთიშე და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავაკვირდე იმ ტენდენციებს, რომლებიც დღევანდელ მედიასივრცეშია.

  1. Continue reading

7 მოსაზრება 1 ბიძინაზე

  1. ბიძინამ მაგარი მანევრები ჩაატარა და რამდენიმე უხერხული კითხვისგან თავი მოხერხებულად დაიძვრინა (+ უხეშ ძალასაც არ მოერიდა მიკროფონის წართმევინების სახით)
  2. თავზე ხელის გადასმას და დადგმულ-გამზადებულ ნიუსებს მიჩვეული ზოგიერთი ჟურნალისტები გამო*ლევდნენ და პანიკაში ჩაცვივდნენ, რადგან არ/აღარ აქვთ ფორსმაჟორულ რესპონდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება (საზოგადოებრივის, იმედის, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები)
  3. კიდევ ბლომად დარჩენილან 90-იანებში ჩარჩენილი ჟურნალისტები
  4. კიდევ ბლომად დარჩენილან 90-იანებში ჩარჩენილი ჟოპალეზი ჟურნალისტები, რომლებმაც ფული იყნოსეს და საჩქაროდ გამოიბან-ამოივაზელინეს უკანალები
  5. გაიტანეთ ტრიპოლსკი! :)
  6. ტაბულა, ნეტგაზეთი და კიდევ რამდენიმე: ყოჩაღ!
  7. მატჩი საკუთარ მოედანზე ბიძინას გამარჯვებით დასრულდა :)