Tag Archives: ჟიური

რა არის იურმალა?

s1_1

Юрмала – замки на песке.

Падают на счастье к нам с небес звезды.
პაიოტსია ვ პესნი…

ძნელია, არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, განსაკუთრებით მეორე სტრიქონს, როცა წარმოგიდგენია, რამდენი ფულია ამაში გადახდილი. იურმალა ეს რუსების საქეიფო რესტორანია ლატვიაში, სადაც იქ ჩასული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, პლუს ადგილობრივი წარმოების ვაიკულე, გადასარევად ატარებენ დროს და ახალგაზრდა, ზოგჯერ ნიჭიერ მომღერლებსაც უსმენენ ხოლმე.

იურმალაში არის არის ზღვა, რომელშიც, ძირითადად, არ ბანაობენ, პლაჟი, რომელზეც, ძირითადად, არ ირუჯებიან და კონცერტი, რომელსაც, ძირითადად, არ უსმენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 11 წლის მანძილზე, ეს კონკურსი გაცილებით მასშტაბური და ხარისხიანი გახდებოდა. ან კი რა საჭიროა რომელიმე, როცა ისიც გაკმაყოფილებს, რაც გაქვს? მთავარია, შენ, როგორც სახელმწიფო, იდგე მოწოდების სიმაღლეზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ, თუ მოგეპრიანება, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც კი გამართავ შენს კონცერტს. Continue reading

“საქართველოს ვარსკვლავი” ანუ ის, რაც ჟიურის ჯერ არ უთქვამს

ადამიანს, რამდენიმე სხვა უნიკალურ თვისებასთან ერთად, აქვს კიდევ ერთი – განვითარების უნარი. მას შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, სათავისოდ გარდაქმნას და განვითარების შემდეგ საფეხურზე გადადის. სწორედ ასეთი მიდგომით მსურს, მოვყვე “საქართველოს ვარსკვლავის” კონკურსანტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჟიური სერიოზულ კრიტიკაზე ჯერ კიდევ არ გადასულა (არადა დროა უკვე!), კონკურსანტები საერთო ჯამში მაინც კარგად ვითარდებიან. Continue reading