Tag Archives: პოსტი

ძველით ახალი წლის პოსტი

harry potterსულ სხვა შეგრძნებაა, როცა თითქმის მიტოვებულ კომპიუტერს მიუჯდები, ობმოდებულ ბრაუზერს გახსნი, ისიც უცებ რომ გაგიხსენებს და შენს ნებასურვილზე რომ დაიქოქება. დიახ, ქუთაისში ვარ. მინდა, ძველით ახალ წელს მაინც შევხვდე ჩემს სახლში. შევხვდე, რა, უჩემოდაც მოვა და წავა. უბრალოდ, რასაცმინდაიმასვაკეთებ ხასიათზე ვარ და ასე ვინებე.

ბოლო დროს ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს (განსაკუთრებით დიტოს ბლოგის კითხვისას), რატომ აღარ ვინტერესდები სოციალური თემებით და რატომ აღარ ვწერ მასზე. საერთოდ, რატომ აღარ ვწერ ადრინდელივით ხშირად? Continue reading

ყველაზე უცნაური ახალი წელი

ამ ახალ წელს კიდევ ერხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვივით მიყვარს ეს დღესასწაული და რომ, ალბათ, ასე იქნება მუდამ. მთავარია, 1-2 ყლუპი საშობაო მუსიკა, კარგ რამეებზე ფიქრი და ოცნება.

გილოცავთ დრაკონის 2012 წელს, ჩემს წელს! 

ხვდებით, ალბათ, რას ნიშნავს ჩემთვის, იყო გამორჩეული. ბავშვობიდანვე ამას ჩამჩიჩინებდნენ და მეც მივეჩვიე. ამას დრაკონიც ამართლებს, რადგანაც ერთადერთი ზოდიაქოა, რომელიც ადამიანის ფანტაზიამ შექმნა და მითად აქცია. ჰოდა წელს მე და დრაკონი გავაჯაზებთ. თუ როგორ, ამას გზადაგზა იხილავთ :) ახლა ახალი წლის ამბები :green:

Continue reading

მე ვდარაჯობ დილას

უკვე კარგად განათებული სუსხიანი დილა იყო, როდესაც ჩიტი ასფალტზე დავარდა, ფრთები გაასავსავა და სამუდამოდ დაკეცა. Continue reading

ს ა დ დავიკარგე

ასე და ამგვარად, ნებსით თუ უნებლიედ, ახალი სამსახური შევითავსე, სახელად ს ა დ. ჩვენი სერჟანტისვის რომ გეკითხათ, “სად” ასე იშიფრებოდა “საიდან ამდენი და*ლეებული”. პრინციპში, მართალიც იყო: როცა კარანტიში მყოფი 203 კაციდან ათიოდემ თუ იცოდა, სად მოხვდა და “სად” რას ნიშნავდა. როგორც უნდა იყოს, მე ისევ აქ ვარ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა ჩემში: ჭურში ვზივარ :)

Continue reading

როცა 2-ის გავხდი

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
  • როცა 2-ის გავხდი, სულაც არ მიფიქრია ამაზე
  • როცა 2-ის გავხდი, ქაქი ზუსტად ისე ყარდა, როგორც მანამდე
  • როცა 2-ის გავხდი, გაუცნობიერებლად ვიფიქრე, რისი გაუმჯობესება შეიძლება
  • როცა 2-ის გავხდი, რას უნდა მოელოდეთ, დაბადების დღეები ორიგინალურობას ჭამს
  • როცა 2-ის გავხდი, წავედი ჯეპრაში, მერე ჯიპაში, მერე ლანდიშა ვნახე, მერე შალვა, მერე სახლი, მერე სტატია, მერე “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, მერე ძილი
  • ….და ერთი დღის დაგვიანებით გამახსენდა საკუთარი ბლოგის დაბადების დღე Continue reading

ცხოვრება იქით იყოს და

ცხოვრება იქით იყოს და ნეტა, ვინ როგორ პოზაში მოვკვდებით და ენა გადმოგდებული გვექნება თუ არა?

ცხოვრება იქით იყოს და სირებმა იმდენი ყველი ჭამონ, რომ სირობაზე ხელი აიღონ.

ცხოვრება იქით იყოს და რატომ გადაწყვიტა ჩემმა აკვარიუმის ლოქომ სამყოფელიდან ამოხტომა და თავის მოკვლა 2003 წლის ერთ მზიან დღეს?

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/12/Willie-Nelson-Are-You-Sure-With-Lyrics.mp3|titles=Willie Nelson – Are You Sure (With Lyrics)]

Continue reading

ვარიაციები თემაზე “ახალი წელი”

აქ შეიძლებოდა, სანტა კლაუსი ყოფილიყო, მაგრამ თვალს უხარია :)

ბოლო წლებია, ნამდვილად ვგრძნობ დროის აჩქარებას. ის-ის არის, ნაძვის ხე დავშალო და ჩავალაგო, რომ მისი აწყობის დრო დგება. თითქოს 3 თვის წინ დამეკეცოს ტოტები. სად გარბის დრო, ან რა მიარბენინებს, ან სიბერის არ ეშინია?

Continue reading

Just წამიერი ემოციური პოსტი

სახლში მოვედი თუ არა, საკუთარმა თავმა მითხრა, რად იღებ ამდენ სურათს, თუკი არსად დებო? ვუპასუხე, აბა ფეისბუკზე რას ვტვირთავ-მეთქი? იმანაც არ შემარჩინა: შენი ფეისბუკი არ ვიცი მეო, მიდი ახლა და საკუთარი გრიმასები აქაც გამოაჭენეო. ვუპასუხე, დამცინებენ-მეთქი. არაო, ვინც დაგცინებს, თვითონ არის გოიმი და კომპლექსიანიო. შენ ხომ ამას მუსიკის ან მოზღვავებული ემოციის ფონზე აკეთებ და არა ავადმყოფური წიკებისგანო. რა მექნა, “ჟელეზნი არგუმენტ” ვუპასუხე და აჰა… Continue reading

Trash Art ანუ ნაგავი-გამოცანა

საინტერესო იდეა ჩამაწოდეს: ამ ზაფხულს ტვინ-ღვიძლი რომ არ მოგვიდუნდეს, სააზროვნო პოსტები დადეო. ძალიან კარგი! თან მეც დაკავებული ვარ ჯიპას საგამოცდო პოსტის წერით და ბევრი დროც არ მაქვს საბლოგაოდ. თან არც დოინ.ჯი-ს ნერვები გამაჩნია, ყოველი სიტყვის ყოველ მარცვალში ჩაბუდებული ბოროტი ხუმრობა ვიპოვო :)

ჰოოოოოოოოოდა ახლა ასეთი რამ ვითამაშოთ: Trash Art. ამ ფოტოებზე გამოსახულ “რაღაცებს” ავტორი ნებისმიერი მასალისაგან ამზადებს. ავტომანქანის ბორბლით დაწყებული, საღებავებით გაგრძელებული და ტუალეტის ქაღალდით დამთავრებული. იგი, უბრალოდ, კარგად აწყობს ერთმანეთთან ყოველივე ამას და მერე გარკვეული კუთხიდან სურათს უღებს.

ესენია ნაგვისაგან შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. შეგნებულად არ ვასახელებ ავტორს, რომ სულმა არ წაგძლიოთ და ვიკიპედიაში არ დაუწყოთ ქექვა :)

Continue reading