Tag Archives: პლასიდო დომინგო

ბოჰემა – მერე რა, რომ ზამთარია

წინამდებარე პოსტი შეიცავს საუბრებს ოპერაზე, საოპერო მუსიკასა და მსგავს უცენზურო თემებზე. ადმინისტრაცია გირჩევთ: თუკი აღნიშნული კონტენტის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოძრავებთ, პირველივე დაწკაპუნებით გაეცალეთ აქაურობას. ხოლო თქუენ, არწივებო, მომყევით. Continue reading

პლასიდო დომინგოს ფენომენი

მსოფლიო ოპერის პაპის ბათუმში ვიზიტით კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის ეპოქა დასრულდა. ამიერიდან ტელევიზორში დომინგოს კონცერტის ფრაგმენტები გაიჟღერებს. ვისაც ოპერა და, განსაკუთრებით, დომინგო უყვარს, ვულოცავ (საკუთარი თავის ჩათვლით). დანარჩენებს კი გაძლებას ვუსურვებ. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: ბათუმის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხელოვანის ვიზიტია.

რეალურად რა მოგვიტანა ამ ღონისძიებამ? Continue reading

Come Josephine In My Flying Machine

ეს მუსიკა რაღაცნაირად ჩამოჰგავს ჩემი ბლოგის ბედს. ბოლო დროს რომ გადავხედავ, გული მიკვდება. მგონია, ყველაფერი 1-2 თვის დაწყებული მქონდეს. ჯერ ვერ გავარკვიე, ამას კრიზისი ჰქვია თუ პენსია.

დღეს დილით ბავშობის ისტორიის 5 წელი გავიხსენე და “ტიტანიკს” ვუყურე. ამაზე ძირფესვიანი პოსტის წერასაც კი მოვკიდე ხელი, მაგრამ, სხვების მსგავსად, ისიც არქივის გზას გავუყენე. ხედავთ, რა მარტივად მოვყევი ყველაფერი? Continue reading

Aida და ჰაიდააა

ბოლო დროს შეგნებულად არ ვახსენებდი არც კლასიკას და არც ოპერას. მივხვდი, რა ამ ქვეყანაზე, ჩემ გარდა, ოპერას პატრონი არ ჰყავს, გადავწყვიტე, ისევ მე მიმეხედა ამ ჩაწოლილი ტავარისთვის. ამიერიდან საშუალება გექნებათ, მცირეოდენი ინფორმაცია მიიღოთ უმაღლესი დონის ოპერებსა და დატკბეთ მათი საუკეთესო ჩანაწერებით. მომაპყარით საჩინონი და სასუმენელნი თქუენნი.

მოკლედ, 1869 წელს, როცა მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დამეგობრებას ზეიმობდნენ. ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის ამ დიდი მოვლენის სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე საკმაოდ მხცოვანი კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა”, ან Aida, ვერდის ბოლოდან მესამე ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა.  კომპოზიტორი მას არ დასწრებია (ნუ შემჭამთ ახლა რატომო. თავისი ოპერა იყო და უნდოდა – დაესწრებოდა, უნდოდა – არა). მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში “აიდა” დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში.

ჯუზეპე ბაბუას ერთი ფრიად უცნაური თვისება ჰქონდა: რაც უფრო ბერდებოდა, მით უფრო უკეთეს ოპერებს წერდა

Continue reading

საშობაო საჩუქარი ჩემგან

ყველას გილოცავთ შობას, ამ ბედნიერ დღესასწაულს!

ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისათვის შობა 7 იანვარს მოდის, მაგრამ ისე მივეჩვიე კათოლიკურ შობას, რომ ეს დღეც მიხარია. რა თქმა უნდა, სხვანაირად. ეს შობა ჩემთვის ეროვნული დღესასწაულია, მეგობრობის, საჩუქრებისა და კეთილი სურვილების ზეიმი. ამ დღესასწაულის განცდა, რა თქმა უნდა, Home Alone–მ ჩამინერგა.

ალბათ, გავა დრო და ჩემი შვილები და მათი შემდგომი თაობა სათანადოდ აღარ დააფასებს ამ ფილმს, რომელზეც მე აღვიზარდე. ასეა, მე ვერ ვაფასებ იმ ფილმებს, რომლებსაც ჩემი უფროსი თაობა აღმერთებს. მაგალითად, მამაჩემი შეყვარებულია “შესანიშნავ შვიდეულზე” და ზეპირად იცის მისი ყველა მომენტი. მე კი “მარტო სახლში” მიყვარს, მაგრამ ალბათ, მომავალ, კიბერნეტიკულ თაობას უკვე ნაკლებად დააინტერესებს და მიიზიდავს ასეთი ჟანრის ფილმები. ეს კი არა და, ჩემს პატარა ბიძაშვილს (დღეს 4–ის გახდა) სულ რობოტები, სპაიდერმენი და სუპერმენი აკერია პირზე. იშვიათად ახსენებს ხოლმე წიქარას…

საუბრის თემა რომ არ გამექცეს, ისევ საჩუქარს და შობას დავუბრუნდები. საჩუქარი, რა თქმა უნდა, ვირტუალურია. აბა ფულს და მატერიალურს აქეთ ვიჩუქებდი სიამოვნებით :P  ეს კონცერტი პირველად 2005 წლის საახალწლო დღეებში ვნახე. თუ არ ვცდები, 1 იანვარს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლეგენდარული “სამი ტენორი” საშობაო სიმღერებს იმღერებდა. მართლაც, ყველაზე ცნობილი, საყვარელი და სიხარულისმომგვრელი რეპერტუარი წარმოადგინეს.

კარგად მახსოვს ის საღამო. იმ პერიოდში ყველაფერს, რაც კი მომეწონებოდა, ვიდეოკასეტაზე ვიწერდი და შნურების გადაერთება–გადმოერთებაში გაწაფული ვიყავი. როგორც კი კონცერტის სათაური The Three Tenors Christmas გამოჩნდა, ზუსტად მაშინ დავაჭირე Record Video–ს… ეს იყო “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. Continue reading