Tag Archives: პიცა

 ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ნერხაზე

Me in Nerja ნერხა

17 აგვისტოს, გრანადით გაჟღენთილ-გაბედნიერებული, ნერხას გზას დავადექი. თან ვფიქრობდი, კიდევ რამ უნდა გამაოცოს-მეთქი. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა კამკამა ლურჯი ზღვა და მერეღა გამახსენდა, რომ საბანაოდ ნამდვილ ხმელთაშუა ზღვაზე მივდივარ!

ნერხა ისეთი პატარა ქალაქია, ერთ დღეში ფეხით შემოივლით. ვინაიდან და რადგანაც, იგი მალაგასავით პოპულარული არ არის, ფასებიც დაბალია. თუკი იქაურ ჰოსტელში ყველაზე იაფიანი 2 ღამის ფასი 74 ევრო იყო, აქ 48-ად გამოვედი. მართალია, ესეც ძვირია, მაგრამ ამ სეზონზე, როცა ისედაც ყველა ზღვისკენ გარბის, საკმაოდ ნორმალური ფასია. ჰოსტელს, რომელშიც დავბინავდი, Easy Nerja Hostel ჰქვია და გრანდის ქუჩის 29 ნომერში მდებარეობს (აქაც გრანადა!).  Continue reading

J’adore, Batumi – ნაწილი III

DSCN5471 - Copyდღე III – დასასრული

კარგად მეძინა. ფეისბუკში Jado-ს კიდევ რამდენიმე ფანი დამემატა. გადასარევი – ეგებ რომელიმე მაინც აღმოჩნდეს ნამდვილი ხელოვნების მოყვარული… იოცნებე, ზურა – ყველას Jado-ს ფოტო უყენია ავატარად! :d :d

ვისაუზმე, ავიკიდე გუდა-ნაბადი და 11-ის წუთებზე სასტუმროდან გავეწერე. გარეთ ისევ მშვენიერი ამინდი. თუ არ გეჩქარება, ბათუმში ტრანსპორტით რატომ უნდა იარო, არ მესმის. ისეირნე, აივსე ზღვის ჰაერით, პარკები, ტბები, თოლიები, გედები, ლამაზი შენობები, მახინჯებიც, სასიამოვნო და საინტერესო ხალხი…

11:45 სთ. მახინჯაურში წავედი და მატარებლის ბილეთი ვიყიდე. 6 საათზე ბათუმი ისტორიაში მატარებლის სიჩქარით გადაინაცვლებს… ასე დაიწყო ჩვეული ნაადრევი ნოსტალგია: ხვალ ამ დროს ნაღვლიანი მოვიგონებ, რომ დღეს ამ დროს ვიყავი ნაღვლიანი, რომ ხვალ ამ დროს დღევანდელ ამ დროს ნაღვლიანი მოვიგონებ… Continue reading