Tag Archives: პარკი

სკვერი რკინიგზელთა სახლის უკან

რატომ უნდა მოგნდეს პაპანაქებაში ისეთი არასასურველი ადგილის მონახულება, როგორიც რეკონსტრუირების გზაზე მდგარი აღმაშენებლის გამზირისა. ძალიან მიყვარს, როცა რაღაც შენდება და, მით უმეტეს, თუ ეს არქიტექტურა რეტროა. ამ თემაზე მერე ვისაუბრებ, ახლა კი წარმოგიდგნეთ ერთ განახლებულ სკვერს, რომელმაც ძალიან მომხიბლა.

Continue reading

ერთი დღე ნახატის დასრულებამდე

ადამიანის ფსიქოლოგია შეგრძნებებზეა აგებული და ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ბომბორას პარკს მივეჯაჭვე. უკვე დავმეგობრდით, ერთად ვჭამთ, ვსვამთ, ვერთობით, ვსველდებით და ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის დასრულების მერეც ამოვიდეთ ხოლმე და რაღაც-რაღაცები ვხატოთ. ისე, როგორც გვინდა და შეგვიძლია.

Continue reading

ვხატავ ჩემს ოცნებას – დღე I

როგორც მოგახსენეთ, ხატვის კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და, აჰა, პირველი დღის შედეგიც:

რა აუცილებელია, ზღვიდან ვეშაპი ამოხტეს, როცა ამისთვის არსებობს თვითმფრინავი. მზე კი მხოლოდ ფრენბურთის ბურთია, რომლის არომატული წვენიც კოქტეილის ჭიქას ეხლება :) Continue reading

ჩემი მეგობარი ბომბორა

ზაფხულის ამ, ჩემთვის საყვარელ სიცხეში, როცა ხალხის შეწუხებულ სახეების ყურება ყელში ამომივა, მთაწმინდაზე ავრბივარ ხოლმე.  თბილისი გამონაბოლქვისგან ყარს, ამას ემატება პირში სიგარეტგაჩრილი ნებისმიერი ასაკის მქაჩველი, რომელიც სხეულის შიდა ტემპერატურის მომატებით ცდილობს, დააბალანსოს მცხუნვარე მზის სითბო…

იმ დღეს (გუშინწინ) გიგასა და ჟღეროსთან ერთად “ბომბორაზე” ავედით. როგორც გაირკვა, ჩემს დასელ ძმაკაცებს საზაფხულო სამუშაო გამოუძებნიათ. გასამრჯელო 400 ლარია, კვირაში 6 დღე და დღეში 7 საათი. შიდა ტემპერატურა 63 გრადუსს აღწევს. რა სამუშაოა ეს? Continue reading