Tag Archives: ორკესტრი

YouTube-ის სიმფონიური ორკესტრი

სულ რამდენიმე წუთში მსოფლიოს პირველი ონლაინ ორკესტრი სიდნეის ოპერის თეატრში ნომერ მეორე წარმოდგენას გამართავს!!!

მსოფლიოს ნებისმიერ მუსიკოსს შესაძლებლობა ჰქონდა, YouTube-ის კონკურსში მიღო მონაწილეობა. ერთადერთი მოთხოვნა იყო

მ უ ს ი კ ა ლ უ რ ი   ვ ი დ ე ო

ნებისმიერს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდა თანაბარი შანსი, გამხდარიყო ამ ორკესტრის წევრი. პირველი კონცერტი 2009 წლის 14 აპრილს კარნეგი ჰოლში შედგა. კონცერტის ნახვის რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. ახლა სიდნეის ჯერია. ნახევარ საათზე ნაკლებ დროში სოციალური მედიის საოცრება – YouTube-ის სიმფონიური ორკესტრი – კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსიოფლიოს ყველა ხალხს საერთო საქმის კეთება ჰარმონიულად შეუძლია! :)

 

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა. Continue reading

რას მოვესწარი – ცოცხალი მუსიკა “დედაენის ბაღში”!

როცა “დედაენის ბაღში” გესმის მუსიკა, ნუ რა უნდა იყოს აქ გასაკვირი. მაგრამ როცა მუსიკა იმდენად სხვანაირად ჟღერს, რომ თავს მოაბრუნებ, ეს სულ სხვაა. მეც მოვაბრუნე თავი და, დინამიკის ნაცვლად, ცოცხალი ორკესტრი დამხვდა. მომენტალურად გვერდით “გადავდე” ჩემი მეგობარი მისივე ძვირფასი წიგნით, რომლის შესაფასებლადაც წავყევი.

როგორც იტყვიან, Такую увидиш не каждый день.

ეს ყველაფერი მერიის პროექტი აღმოჩნდა და ორკესტრი მუსიკას ყოველ შაბათ-კვირას ამ ადგილას დაუკრავს. წარმოიდგინეთ, რამხელა “შოკია” ეს ჩემთვის ასეთ ადგილას მშვენიალური ნაწარმოებების ცოცხლად მოსმენა. ყველაფერსაც და ჩემს დაკარგულ პლეერსაც თავი რომ დავანებოთ (ეჰ :( ), ცოცხალი მუსიკაა, ადამიანები მართლა უკრავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ღონისძიებაზე გამოჭიმულიი ორკესტრივით ფონოგრამაზე არ “ჟღერენ” და დირიჟორიც ტყუილუბრალოდ არ იქნევს ჯოხს!

ჰოდა, თქუენც, ერნო ამისა ბლოგისანო, არ დაიზაროთ. ასწით ერთი ადგილი და, წიგნებსა და ცოცხალ ორკესტრთან ერთად, თქვენი ფიქრები მტკვარს გაუზიარეთ.